... (H-461), XVIII ს.

1737. დამორჩილდა჻ მოახსენა჻ ჭირთა჻ ჟამი჻ ერთხელია჻ მოიყვანეს჻ კარგი჻ მოყმე჻ გონიერი჻ არ჻ ხელია჻ ასმათ჻ მისცეს჻ მიუძღვების჻ დაუჭირა჻ სახელია იგი჻ კაცი჻ გაადიდეს჻ აქვს჻ მეფობის჻ სახელია჻

1738. ერთგან჻ სამთავე჻ ძმობილთა჻ დაყუნეს჻ ცოტანი჻ დღენია჻ თამაშობდიან჻ უსახო჻ მოუვიდოდის჻ ძღვენია჻ რა჻ მარგალიტი჻ ღარიბი჻ რა჻ უკეთესი჻ ცხენია჻ მაგრა჻ ავთანდილს჻ სურვილმან჻ დაღრეჯა჻ დააჩენია჻

1739. ტარიელ჻ ცნა჻ იმა჻ ყმასა჻ ცოლისათვის჻ მოესურვა჻ უბრძანებდა჻ გული჻ შენი჻ გაღანამცა჻ მამემდურვა჻ აწ჻ ვაგლახ჻ მენ჻ ჭირი჻ შენი჻ გონებამან჻ შვიდი჻ თუ჻ რვა჻ მოგშორდები჻ საწუთრომან჻ ლხინი჻ ასრე჻ დამიშურვა჻

1740. კულავ჻ ფრიდონცა჻ დაეთხოვა჻ წავიდეო჻ სახლსა჻ ჩემსა჻ ზედი჻ ზედა჻ დავსტკეპნიდე჻ დარბაზსა჻ და჻ ამა჻ თემსა჻ სამსახურსა჻ მიბრძანებდი჻ უხუცესი჻ ვითა჻ მრწემსა჻ თქვენთვის჻ ასრე჻ მამსურდების჻ წყაროსათვის჻ ვით჻ ირემსა჻

1741. მასცა჻ უბოძა჻ ფარმანი჻ წა჻ სახლი჻ მოიარეო჻ მე჻ ნუ჻ გამწირავ჻ მიახლე჻ ადრე჻ მობრუნდი჻ გარეო჻ ავთანდილს჻ უთხრა჻ უშენოდ჻ რამცაღა჻ გავიხარეო჻ რადგან჻ ისწრაფი჻ ნუ჻ გაგვა჻ მიგელის჻ ლომსა჻ მთვარეო჻

1742. როსტანისთვის჻ წაატანა჻ საძღვნოდ჻ ტურფა჻ ჯუბაჩები჻ კვლავ჻ ჭურჭელი჻ თვალ჻ დათლილთა჻ არ჻ კოვზები჻ არ჻ ჩამჩები჻ ჩემაგიერ჻ მიუტანე჻ წადი჻ ნუღარ჻ მეურჩები჻ ავთანდილ჻ თქუა჻ არა჻ ვიცი჻ მე჻ უშენოდ჻ ვით჻ დავრჩები჻

1743. ქალსა჻ ქალმან჻ გაუგზავნა჻ ყაბაჩა჻ და჻ ერთი჻ რიდე჻ რომე჻ ჩაცმა჻ დაბურვასა჻ ვინ჻ ღირს჻ იყო჻ მათგან჻ კიდე჻ ერთი჻ თვალი჻ წამღებელმან჻ ვერა჻ თქვას჻ თუ჻ ცუდად჻ ვზიდე ღამე჻ მზეებრ჻ გაანათლის჻ ჩნდის჻ სადაცა჻ შეხედვიდე჻

1744. ავთანდილ჻ შეჯდა჻ წავიდა჻ ტარიას჻ გაესალამა჻ იგი჻ ორნივე჻ გაყრისა჻ დაწუნა჻ ცეხლისა჻ ალამა჻ სრულნი჻ ინდონი჻ მისტირან჻ ცრემლმან჻ მინდორი჻ დალამა჻ ავთანდილ჻ იტყვის჻ მამკლაო჻ სოფლისა჻ მე჻ სამსალამა჻

1745. ერთგან჻ ფრიდონ჻ და჻ ავთანდილ჻ იარნეს჻ დღენი჻ მცირენი჻ გზამან჻ გაჰყარნა჻ წავიდნენ჻ თავისთავ჻ ანატირენი჻ კარგად჻ მოუჴდეს჻ მათ჻ მათნი჻ საქმენი჻ დანაპირენი჻ ავთანდილ჻ მიჴუდა჻ არაბეთს჻ ნახნა჻ არ჻ ცუდნი჻ ჭირენი჻

1746. გამოეგებნეს჻ არაბნი჻ სამეფო჻ დააშვენა჻ მან჻ ნახა჻ მზე჻ მისი჻ მივიდა჻ მისთა჻ სურვილთა჻ წყენამან჻ მის჻ თანა჻ ტახტსა჻ დავეჯდა჻ ილხინა჻ მჭურეტთა჻ ლხენამან჻ გააჴელმწიფა჻ გვირგვინი჻ ზეცით჻ მოსრულმან჻ ზენამან჻

1747. მათ჻ სამთავე჻ ჴელმწიფეთა჻ ერთმანერთი჻ არა჻ სძულდეს჻ ერთმანერთსა჻ ნახვიდიან჻ საწადელნი჻ გაუსრულდეს჻ ბრძანებისა჻ შემცილენი჻ მათთა჻ ჴრმალთა჻ დავეწყლულდეს჻ მოიმატეს჻ სამეფონი჻ გაჴელმწიფდეს჻ გამორჭმულდეს჻

1748. ფრიდონცა჻ ესვა჻ მოყუარედ჻ მათ჻ წინა჻ მიიყვანიან჻ ერთმანერთისა჻ მეშუელთა჻ მებრძოლნი჻ იმაჯანიან჻ მათთა჻ ურჩთა჻ და჻ შემკადრთა჻ მიწები჻ უაკუანიან჻ ორგულთა჻ მკლავნი჻ შემუსრნეს჻ ერთგულნი჻ აგულვანიან჻

1749. ყოვლთა჻ სწორად჻ წყალობასა჻ ვითა჻ თოვლსა჻ მოათოვდეს჻ ობოლ჻ ქურივნი჻ დაამდიდრნეს჻ და჻ გლახაკნი჻ არ჻ ითხოვდეს჻ ავთა჻ მქმნელნი჻ დააშინნეს჻ კრავი჻ ცხვართა჻ ვერა჻ სწოვდეს჻ მაშინ჻ მათთა჻ ბრძანებითა჻ თხა჻ და჻ მგელი჻ ერთად჻ სძოვდეს჻

1750. საწუთროო჻ მუხანათო჻ სიმუჴდლისა჻ სენი჻ გჭირსა჻ უწინ჻ ცათა჻ აყუანილსა჻ ჩააგდებვე჻ დიდსა჻ ჭირსა჻ გააყვითლებ჻ ქარვის჻ ფერად჻ პირველ჻ ლალსა჻ განაჭვირსა჻ კარგად჻ ვერვინ჻ ვერა჻ ნახავს჻ ხანგრძლად჻ შენგან჻ დანაჭირსა჻

1751. ესე჻ ამბავი჻ ნარჩომი჻ მათ჻ ლომთა჻ მორჭმით჻ მგონეთა გალექსვა჻ აკლდა჻ ხუარაზმთა჻ მეტად჻ ვერ჻ მოვიგონეთა ძნელია჻ პოვნა჻ გული჻ ჰკრთა჻ და჻ ვარდი჻ დავეღონეთა კვლავ჻ ვთქვით჻ ლექსი჻ გავმერთე჻ მოსმენით჻ გაიგონეთა჻

1752. აწ჻ გონიერნო჻ სიტყვანი჻ თქვენ჻ ჩემნი჻ შეიწყნარენით ძველნი჻ ნარჩმნი჻ ამბავნი჻ ლექსად჻ ვთქვი჻ გაიხარენით჻ სარგის჻ დაურჩა჻ უთქმელად჻ მას჻ ესე჻ დავაბარენით჻ ლექსნი჻ მიქევით჻ ამისთვის჻ ენანი჻ მომახმარენით჻

1753. მორჭმულია჻ ინდოთ჻ მეფე჻ მასზედ჻ მტერნი჻ არ჻ აბუქნა჻ მისთა჻ ურჩთა჻ დაადნობდა჻ მოყვარეთა჻ დაუშუქნა჻ აწ჻ გაიღეთ჻ მაედანსა჻ ბარგი჻ მძიმე჻ არ჻ სუბუქნა჻ კარავნი჻ და჻ კვლავ჻ ოთაღნი჻ ხატაურნი჻ ვინცა჻ უქნა჻

1754. ბრძანებს჻ წავალ჻ მოსასუენოდ჻ მოვიარო჻ მე჻ მინდორი მრავლად჻ აჴლავნ჻ ბაზიერნი჻ და჻ მწყაზარი჻ თეთრი჻ ქორი჻ სომღული჻ და჻ შავარდნები჻ ბრუნვენ჻ მოჰყავს჻ ერთსა჻ ორი჻ ავაზები჻ გაუშვიან჻ დგიან჻ მჭურეტნი჻ იდგის჻ გორი჻

1755. მათ჻ მიუთხრობს჻ ინდოთ჻ მეფე჻ ჭირნი჻ ამფეხურეს჻ ნარონები჻ ლხინი჻ გუმართებს჻ აწ჻ მორჭმულთა჻ მოსურნალთ჻ მოსაწონები჻ ტახტსა჻ ზედა჻ იჯდა჻ წინა჻ უთქს჻ ოქროსარტყელთა჻ მონები მუტრიბნი჻ და჻ მომღრალნი჻ თამაშობენ჻ მოგოსნები჻

1756. იმღერდა჻ და჻ და჻ თამაშობდა჻ წამწამთაგან჻ უქრის჻ ქარი჻ მას჻ ნადიმსა჻ მჯდომსა჻ თურემ჻ დეესო჻ გულსა჻ ნარი჻ ჯალაბები჻ გაიყარეს჻ და჻ დააჴრჩეს჻ მაგრა჻ კარი჻ მანდატურნი჻ გარ჻ უვლიდეს჻ ჩააყენეს჻ მჭურეტთა჻ ჯარი჻