... (H-461), XVIII ს.

1968. ფრიდონ჻ მოსთქმიდა჻ ოთხთავე჻ ორთა჻ და჻ ორთა჻ ტიროდა჻ მაღლად჻ იძახდა჻ ვაგლახსა჻ მართ჻ ვითა჻ ლომი჻ ყვიროდა჻ თქვენის჻ პირისა჻ ჯავარი჻ აღარა჻ ლალად჻ ჭვიროდა჻ იტყვის჻ თუ჻ მოვჰკუდე჻ რა჻ მგამა჻ რადგან჻ დამაგდე჻ გმირო჻ და჻

1969. ნურადინ჻ ფრიდონ჻ მოსთქმიდა჻ ორთავე჻ მისთა჻ ძმობილთა჻ უქებს჻ სიუხვე჻ ჯავარსა჻ ძოწ჻ მარგალიტთა჻ წყობილთა჻ სისხლისა჻ ცრემლთა჻ ადენდა჻ უკლებთა჻ დაუშრობელთა჻ ავსებდა჻ სიბრალულითა჻ ყოველთა჻ მუნ჻ შესწრობილთა჻

1970. თინათინ჻ ნესტანდარეჯანს჻ კვლავ჻ მოუთქვა჻ ტანი჻ მჭევრი჻ პირი჻ მზისა჻ უნათლესი჻ თმა჻ გიშერი჻ ვითა჻ ტევრნი჻ აწ჻ ვაგლახ჻ მე჻ ვით჻ დამალეთ჻ შუქთა჻ სხივნი჻ ბევრის჻ ბევნი჻ ჰაი჻ ჰაი჻ ჩემთვის჻ მოიწივნა჻ საშინელნი჻ მოსაწევრნი჻

1971. ამისთანათა჻ სიტყვათა჻ გრძლად჻ და჻ გულმდუღრად჻ ტიროდა჻ მერმე჻ ადგა჻ და჻ თქვენიმცა჻ ტიროდეს჻ ასრე჻ სულთქმიდა჻ ტაგრუცსა჻ გაესალამა჻ ტანსა჻ ძაძასა჻ იცმიდა჻ თავსა჻ ნაცარსა჻ იყრიდა჻ არა჻ გვირგვინსა჻ ირქმიდა჻

1972. შინა჻ მოვიდა჻ შინ჻ მოკვდა჻ ფრიდონ჻ მათისა჻ სევდითა჻ მათს჻ უკან჻ აღარ჻ ვარგიყო჻ არცა჻ კარგისა჻ ბედითა჻ თვალნი჻ დაუდგა჻ ბედკრულსა჻ საგონებლითა჻ მეტითა჻ ნურადინ჻ იყო჻ მორჭმული჻ ლარსაქონლითა჻ დიდითა.჻

1973. გასრულდა჻ მათი჻ ამბავი჻ ვითა჻ სიზმარი჻ ღამისა჻ გარდაჴდეს჻ გავლეს჻ სოფელი჻ ნახეთ჻ სიმუხთლე჻ ჟამისა჻ ვის჻ გრძლად჻ ჰგონია჻ მისთუისცა჻ არის჻ ერთისა჻ წამისა჻ ვსწერ჻ ვინმე჻ მესხი჻ მელექსე჻ მე჻ რუსთველისად჻ ამისა჻

1974. ქართველთა჻ ღმრთისა჻ დავითის჻ ვის჻ მზე჻ მსახურებს჻ მარებლად჻ ესე჻ ამბავი჻ გავლექსე჻ მე჻ მათად჻ ლხინთა჻ მარებლად჻ ვინ჻ არის჻ აღმოსავლეთით჻ დასავლეთს჻ ზართა჻ მარებლად჻ ორგულთა჻ მათთა჻ დამწველად჻ ერთგულთა჻ დამამაგრებლად჻

1975. მე჻ ვთქვი჻ ქება჻ თამარისა჻ და჻ ჴმელთა჻ შინა჻ მნათისა჻ ვთქვი჻ მათი჻ ქება჻ მიზეზად჻ მქონდა჻ ქებისა჻ მათისა჻ რომანულისა჻ თვალისა჻ მის჻ ბრილისა჻ და჻ სათისა჻ მემცა჻ ვით჻ მექო჻ ვერ჻ აქებს჻ ბრძენნი჻ თუ჻ შეკრბენ჻ ათისა჻

1976. დავითის჻ ქნანი჻ ვითა჻ ვთქვნე჻ სიახლე჻ სიხაფეთანი჻ ესე჻ ამბავნი჻ უცხონი჻ უცხოთა჻ ჴელმწიფეთანი჻ პირველ჻ ზნენი჻ და჻ საქმენი჻ ქებანი჻ მათ჻ მეფეთანი჻ ვჰპოვენ჻ და჻ ლექსად჻ გარდავთქვენ჻ ამითა჻ ვილაყფეთანი჻

1977. ესე჻ ასეთი჻ სოფელი჻ არვისგან჻ მისანდობელი჻ წამია჻ კაცთა჻ თვალისა჻ და჻ წამწამისა჻ მსწრობელი჻ რასთვინ჻ ეძებთ჻ რას჻ აქნევთ჻ ბედია჻ მაყივნებელი჻ ვის჻ არ჻ შეუცვლის჻ კარგია჻ ორისავ჻ იყოს჻ მწყობელი჻