... (H-461), XVIII ს.

1622. მეფემან჻ ქალს჻ უსალამა჻ მან჻ შორით჻ გარდაჴდომილმან჻ დაუჴუნა჻ თვალნი჻ ელვამან჻ მისთა჻ ღაწვთაგან჻ კრთომილმან჻ გამოეგება჻ აკოცა჻ კუბოსა჻ შიგან჻ მჯდომელმან჻ დაუწყო჻ ქება჻ მეფემან჻ თვით჻ ვერას჻ ვერ჻ მიხვდომილმან჻

1623. ეტყვის჻ მზეო჻ ვითა჻ გაქო჻ ნათელო჻ და჻ დარიანო჻ შენთვის჻ ხელნი჻ გონებანი჻ არა჻ ცუდად჻ არიანო჻ მზიანო჻ და჻ მთვარიანო჻ ეტლად჻ კარგო჻ გვარიანო჻ შენ჻ საჭურეტლად჻ აღარ჻ მინდით჻ არ჻ ვარდნო჻ და჻ არ჻ იანო჻

1624. გაჰკვირდეს჻ ყოვლნი჻ მხედველნი჻ მისთა჻ ელვათა჻ ფენასა჻ ვით჻ მზემან჻ დაუყუნა჻ მჭურეტელთა჻ თვალნი჻ ნათლისა჻ ჩენასა჻ მისგან჻ დამწვარნი჻ მისცნიან჻ გულნი჻ ჭურეტითა჻ ლხენასა სითცა჻ მობრუნდის჻ იქმოდეს჻ ჯარნი჻ მუნითკენ჻ რბენასა჻

1625. შინა჻ წავიდეს჻ ყოველნი჻ შინა჻ თავისა჻ მარებად჻ ჰქონდენ჻ შვიდნივე჻ მნათობნი჻ მის჻ მზისა჻ დასადარებად჻ არ჻ მიიწდომვის჻ სიტურფე჻ არს჻ მათგან჻ მიუხუდარებად჻ ადრე჻ მივიდეს჻ მეფისა჻ სახლად჻ სამყოფად჻ არებად჻

1626. შევიდნენ჻ ნახეს჻ თინათინ჻ მჭურეტთა჻ მამცემი჻ ჭირისა჻ სკიპტროსან჻ გვირგვინოსანსა჻ შვენოდა჻ ცმა჻ პორფირისა჻ მისრულთა჻ პირსა჻ შეადგა჻ ელვა჻ მისისა჻ პირისა჻ შევიდა჻ მეფე჻ ინდოთა჻ იგი჻ მზე჻ მგზავსი჻ გმირისა჻

1627. ტარიელ჻ და჻ ცოლმან჻ მისმან჻ ქალსა჻ მდაბლად჻ უსალამეს჻ მოეგებნეს჻ აკოცეს჻ და჻ საუბარი჻ დააამეს჻ იგი჻ სახლი჻ გაანათლეს჻ არ჻ ნათელი჻ შეაღამეს჻ ბროლ჻ ბალახში჻ გააღაწუეს჻ და჻ გიშერი჻ აწამწამეს჻

1628. თინათინ჻ ზედა჻ აწვივა჻ ტახტსა჻ მეფეთა჻ ზეთასა჻ ტარიელ჻ უთხრა჻ შენ჻ დაჯე჻ სწადიან჻ ბრჭესა჻ ბრჭეთასა჻ დღეს჻ ტახტი჻ შენი჻ შენ჻ გმართებს჻ ყოველთა჻ უფროსთა჻ დღეთასა჻ მე჻ ლომი჻ ლომთა჻ დაგისვა჻ გვერდსა჻ შენ჻ მზესა჻ მზეთასა჻

1629. ორთავე჻ ჴელი჻ მოჰკიდეს჻ და჻ დასვეს჻ ტახტსა჻ თავისსა჻ გვერდსა჻ დაუსვეს჻ ავთანდილ჻ სურვილსა჻ მოეკლა჻ ვისსა჻ უნახავსა჻ და჻ ნახულსა჻ სჯობს჻ ყოვლსა჻ სანახავისსა჻ ნუ჻ ეჭუ჻ მიჯნურად჻ მათებრსა჻ ნუცა჻ თუ჻ რამინს჻ და჻ ვისსა჻

1630. ქალსა჻ შესწბა჻ გაუკვირდა჻ ავთანდილის჻ გუერდსა჻ ჯდომა჻ ფერი჻ ჰკრთა჻ და჻ გაუფიცხა჻ შე჻ და჻ გამო჻ გულმან჻ კრთომა჻ მეფე჻ ეტყვის჻ შვილო჻ ჩემგან჻ გაქუს჻ სირცხვილი჻ თუ჻ რა჻ ზომა჻ ბრძენთა჻ უთქვამს჻ სიყვარული჻ ბოლოდ჻ მისი჻ არ჻ წახდომა჻

1631. აწ჻ შვილო჻ ღმერთმან჻ თქვენ჻ მოგცეს჻ ათას჻ წელ჻ დღეთა჻ გრძელობა჻ სვე჻ სვიანობა჻ დიდობა჻ კვლავ჻ ჭირთა჻ გარდუხდელობა჻ ცამცა჻ ნუ჻ შეგუცულის჻ მოგხვდების჻ თვით჻ მისებრ჻ შეუცვლელობა჻ თქვენით჻ ჴელითა჻ მეღირსოს჻ მიწათა჻ შემომყრელობა჻

1632. მართ჻ მეფემან჻ სპათა჻ ბრძანა჻ ავთანდილის჻ თაყვანება჻ ესეაო჻ მეფე჻ თქვენი჻ ასრე჻ იქნა჻ ღმრთისა჻ ნება჻ დღეს჻ ამას჻ აქუს჻ ტახტი჻ ჩემი჻ მე჻ სიბერე჻ ვითა჻ სნება჻ ჩემად჻ სწორად჻ ჰმსახურებდით჻ დაიჭირეთ჻ ჩემი჻ მცნება჻

1633. ლაშქარნი჻ და჻ დიდებულნი჻ ყველა჻ მდაბლად჻ ეთაყვანნეს჻ მოახსენეს჻ მიწად჻ ვექმნნეთ჻ ვინცა჻ მიწად჻ მიგვიტანეს჻ მორჩილ჻ ქმნილნი჻ დაგვადიდნეს჻ ურჩნი჻ მკვდართა჻ დაგვაგვანნეს჻ მტერთა჻ მკლავნი჻ შეაძუტნეს჻ გულნი჻ ჩვენნი჻ აგულვანნეს჻

1634. ტარიელცა჻ უთხრა჻ ქებით჻ იმედისა჻ გათავება჻ ქალსა჻ უთხრა჻ შემიყრიხართ჻ აღარა჻ გწვავს჻ ცეცხლთა჻ დება჻ ქმარი჻ შენი჻ ძმაა჻ ჩემი჻ მწადს჻ ეგრევე჻ თქვენი჻ დება჻ ორგულთა჻ და჻ შემცოდეთა჻ შენთა჻ მე჻ ვჰქნა჻ გაფლიდება჻

აქა ქორწილი ავთანდილისა და პირ მზისა თინათინისა჻

1635. მას჻ დღე჻ ავთანდილ჻ ჴელმწიფედ჻ ზის჻ და჻ ჴელმწიფე჻ ზენია჻ მასთანა჻ მჯდომსა჻ ტარიელს჻ შვენიან჻ სინაზენია჻ ნესტანჯარ჻ ახლავს჻ თინათინს჻ ორნივ჻ მჭურეტთა჻ ამაზრზენია჻ ჰგავს჻ თუ჻ ცა჻ მოდრკა჻ ქვეყანად჻ შეყრილა჻ ოთხნი჻ მზენია჻

1636. დაიწყეს჻ მორთმა჻ პურისა჻ ლაშქართა჻ მის჻ მოსავსისა჻ ზროხა჻ და჻ ცხუარი჻ დაკლული჻ არს჻ უმრავლესი჻ ხავსისა჻ შეიქნა჻ ძღვნობა჻ ძღვენისა჻ მათისა჻ შესამგზავსისა჻ მათ჻ მსხდომთა჻ შუქი჻ ანათობს჻ პირისა჻ მზისა჻ მგზავსისა჻

1637. იაგუნდისა჻ ჯამები჻ იყვის჻ ლალისა჻ ჭიქები჻ კვლავ჻ უცხო჻ ფერთა჻ ჭურჭელთა჻ სხდის჻ უცხო჻ უცხო჻ სიქები჻ მის჻ ქორწილისა჻ მქებელი჻ კაცი჻ ბრძენთაგან჻ იქები჻ მჭურეტელო჻ გულსა჻ ეტყოდი჻ ნუ჻ აიხსნები჻ იქ჻ ები჻

1638. მუტრიბნი჻ მოდგეს჻ ყოველგნით჻ ისმოდის჻ ჴმა჻ წინწილისა჻ შეყრით჻ ძეს჻ გორი჻ ოქროსა჻ თვალ჻ მარგალიტთა჻ სხვილისა჻ მსმელთათვის჻ წყარო჻ ღვინისა჻ ასგან჻ დის჻ მგზავსი჻ მილისა჻ ბინდით჻ ცისკრამდის჻ სმა჻ იყო჻ გარდაჴდა჻ ჟამი჻ დილისა჻

1639. არა჻ დარჩა჻ უსაბოძვრო჻ არ჻ კოჭლი჻ და჻ არ჻ საპყარი჻ მოდიოდა჻ მარგალიტი჻ მოპანტული჻ მონაყარი჻ გაბედითდა჻ წასაღებლად჻ ატლასი჻ და჻ ოქრო჻ მყარი჻ სამ჻ დღე჻ იყო჻ ინდოთ჻ მეფე჻ ავთანდილის჻ ვით჻ მაყარი჻

1640. ხვალისად჻ მეფე჻ არაბთა჻ კვლავ჻ პურობს჻ არღაფალია჻ ტარიელს჻ უთხრა჻ შენი჻ მზე჻ საჭურეტლად჻ სატურფალია჻ მეფე჻ ხარ჻ ყოვლთა჻ მეფეთა჻ და჻ ეგე჻ დედოფალია჻ ჴამს჻ ყურსა჻ გვეგდოს჻ საყურად჻ ჩვენ჻ თქვენი჻ ნატერფალია჻