... (H-461), XVIII ს.

1563. ავთანდილ჻ მივა჻ ტარიას჻ მუჴლ჻ მოყრით჻ შესახვეწელად჻ ფერჴთა჻ ეხუევის჻ აკოცებსაღარ჻ შეხედა჻ ზე჻ წელად჻ ეტყვის჻ კმარაცა჻ შევსცოდე჻ როსტანს჻ წლეულად჻ მე჻ წელად჻ კვლავ჻ ნუ჻ მიქ჻ ერთგულობისა჻ გამტეხლად჻ დაცამლეწელად჻

1564. რასაცა჻ ჰლამი჻ არ჻ მოგცემს჻ მას჻ ღმრთისა჻ სამართალია჻ გამზრდელსა჻ ჩემსა჻ ვით჻ ვჰკადრო჻ მე჻ საქმე჻ სამუხთალია჻ მე჻ მისთვის჻ ჴელი჻ ვით჻ გავსძრა჻ ვინ჻ ჩემთვის჻ ფერნამკრთალია჻ ვით჻ მოიჴმაროს჻ მონამან჻ პატრონსა჻ ზედა჻ ჴმალია჻

1565. ეგე჻ საქმე჻ მე჻ და჻ ჩემსა჻ საყვარელსა჻ დაგვამდურვებს჻ ვაი჻ თუ჻ გაწყრეს჻ გაგულისდეს჻ კუშტი჻ გულსა჻ შეაურვებს჻ ამბავსაცა჻ დამიძვირებს჻ ჭურეტისათვის჻ მომასურვებს჻ შენდობასა჻ ჴორციელი჻ კაცი჻ ვერა჻ დამიურვებს჻

1566. ტარიელ჻ უთხრა჻ სიცილით჻ ამან჻ მზემან჻ შუქნაფენამან჻ ჴელი჻ მოჰკიდა჻ ავთანდილს჻ ამართა჻ ააყენა჻ მან჻ მე჻ მიყო჻ კარგი჻ ყველაი჻ მომართებამან჻ შენამან჻ მაგრა჻ სჯობს჻ შენცა჻ გალხინოს჻ ჩემმან჻ შენითა჻ ლხენამან჻

1567. დია჻ მძულს჻ მეტი჻ მოყვრისა჻ შიში჻ კრძალვა჻ და჻ რიდობა჻ მძულს჻ გაუწყვედლად჻ კუშტობა჻ და჻ სულმძიმობა჻ დიდობა჻ თუ჻ მოყვარეა჻ გულისა჻ ქნას჻ ჩემკენ჻ მონაზიდობა჻ თვარამ჻ მე჻ ჩემდა჻ იგ჻ მისდა჻ დია჻ სჯობს჻ კიდის჻ კიდობა჻

1568. მე჻ ვიცი჻ გული჻ საშენოდ჻ შენისა჻ საყვარელისა჻ არ჻ შესწყინდების჻ სტუმრობა჻ შენისა჻ მე჻ შემყრელისა჻ რამცა჻ რა჻ ვჰკადრე჻ მეფესა჻ თხრობა჻ სიტყვისა჻ ჭრელისა჻ ოდენ჻ ნახვისა჻ მათისა჻ ნატრა჻ მაქუს჻ სანატრელისა჻

1569. ამას჻ ოდენ჻ მოვახსენებ჻ მუდარით჻ და჻ შეპოვნებით჻ რომე჻ მოგცეს჻ ქალი჻ მისი჻ მან჻ მისითა჻ მოგონებით჻ რადგან჻ ბოლო჻ შეყრავეა჻ სიშორესა჻ ვით჻ ეთნებით჻ დააშვენეთ჻ ერთმანერთი჻ თავისთავის჻ ნუ჻ დასჭკნებით჻

1570. რა჻ ავთანდილ჻ ტარიასგან჻ ცნა჻ წასლვასა჻ არ჻ დაშლიდა჻ არა჻ ჰკადრა჻ შეცილება჻ ნაუბარსა჻ არ჻ უცვლიდა჻ ფრიდონ჻ კაცსა჻ დარჩეულსა჻ სათანაოდ჻ გარდასთვლიდა჻ თანა჻ წაჰყუა჻ გაღანამცა჻ მას჻ თანავე჻ გზასა჻ ვლიდა჻

აქა ტარიელისა და მისთა ძმათაგან ქვაბსავე მისულა დასალაროს ნახვა჻

1571. ამ჻ საქმესა჻ დაფარულსა჻ ბრძენ჻ დიონოს჻ გააცხადებს჻ ღმერთი჻ კარგსა჻ მოავლინებს჻ და჻ ბოროტსა჻ არ჻ დაბადებს჻ ავსა჻ წამერთ჻ შეამოკლებს჻ კარგსა჻ ხანგრძლად჻ გააკულადებს჻ თავსა჻ მისსა჻ უკეთესსა჻ უზადო჻ ჰყოფს჻ არ჻ აზადებს჻

1572. ფრიდონისით჻ გაემართნეს჻ იგი჻ ლომნი჻ იგი჻ მზენი჻ თანა჻ მიჰყავს჻ პირი჻ მზისა჻ ქალი჻ მჭურეტთა჻ ამაზრზენი჻ ჰკიდავს჻ ბროლსა჻ ყორნის჻ ბოლო჻ დაწყობილი჻ დანათხზენი჻ მუნ჻ ბალახშსა჻ აშვენებდეს჻ სინატიფე჻ სინაზენი჻

1573. იგი჻ მზე჻ უჯდა჻ კუბოსა჻ და჻ აგრე჻ არონინებდეს჻ მინადირობდეს჻ ნადირთა჻ მუნ჻ სისხლსა჻ დაადინებდეს჻ სადაცა჻ დახუდეს჻ ქვეყანა჻ მჭურეტელთა჻ მოალხინებდეს჻ მოეგებნიან჻ სძღვნობდიან჻ არ჻ აძაგებდნენ჻ აქებდეს჻

1574. მას჻ ჰგვანდა჻ თუმცა჻ სამყაროს჻ მზე჻ უჯდა჻ შუა჻ მთვარეთა჻ იარნეს჻ დღენი჻ მრავალნი჻ ლაღთა჻ ბრძნად჻ მოუბარეთა჻ შიგან჻ მათ჻ დიდთა჻ მინდორთა჻ ყოვლგნით჻ კაც჻ მიუხვდარეთა჻ სად჻ ყოფილ჻ იყო჻ ტარიელ჻ მიჰხდეს჻ მის჻ კლდისა჻ არეთა჻

1575. ტარიელ჻ ბრძანა჻ მე჻ მმართებს჻ დღეს჻ თქვენი჻ მასპინძელობა჻ მუნ჻ მივალ჻ სადა჻ ვჰყოფილ჻ ვარ჻ მჭირდა჻ სადამდის჻ ხელობა჻ მე჻ რომე჻ გიძღუნი჻ ტურფათა჻ აქოთ჻ ლარისა჻ ჭრელობა჻ მუნ჻ გიმასპინძლოს჻ ასმათმან჻ მას჻ უცს჻ ჴორცისა჻ ჴმელობა჻

1576. მივიდეს჻ შიგან჻ გარდაჴდეს჻ ქვაბსა჻ მას჻ დიდთა჻ კლდეთასა჻ ასმათს჻ უც჻ ჴორცი჻ ირმისა჻ იქს჻ მასპინძლობა჻ კვეთასა჻ ამხანაგობდენ჻ ლაღობდეს჻ წასულასა჻ მათ჻ საქმეთასა჻ ღმერთსა჻ მადლობდენ჻ შეცულასა჻ ლხინად჻ ჭირისა჻ დღეთასა჻

1577. მოიარეს჻ ქვაბნი჻ ნახეს჻ თამაშობდნენ჻ მხიარულნი჻ ჰპოვეს჻ იგი჻ საჭურჭლენი჻ ტარიასგან჻ დაბეჭდულნი჻ ვერცა჻ ვისგან჻ დანათვალი჻ ვერცა჻ ვისგან჻ შეგებულნი჻ არ჻ იტყოდნენ჻ არა჻ გვაქვსო჻ იგ჻ ამისთვის჻ გულ჻ ნაკლულნი჻

1578. უბოძა჻ ტურფა჻ მრავალი჻ მათ჻ მათი჻ შესაფერები჻ კვლავ჻ ფრიდონისნი჻ აავსნა჻ სპა჻ ჰყვა჻ თუ჻ სპასალარები჻ აივსო჻ კაცნი჻ ყოველნი჻ მაშინ჻ მათ჻ თანა჻ ნარები჻ მაგრა჻ ძეს჻ რომე჻ საჭურჭლე჻ ჰგვანდა჻ ჴელ჻ მიუკარები჻

1579. ფრიდონს჻ უთხრა჻ ვალი჻ შენი჻ ჩემგან჻ ძნელად჻ გარდიჴდების჻ მაგრა჻ თქმულა჻ კარგის჻ მქმნელი჻ კაცი჻ ბოლოდ჻ არ჻ წაჴდების»჻ აწ჻ საჭურჭლე჻ რომელიცა჻ რაცა჻ სრულად჻ აქ჻ იდების჻ შენი჻ იყოს჻ ყველაკაი჻ შენ჻ წაიღე჻ ვითა჻ გუხუდების჻

1580. ფრიდონ჻ მდაბლად჻ თაყვანისცა჻ ჰკადრა჻ მადლი჻ მეტისმეტი჻ ვინც჻ არ჻ გმონებს჻ ამ჻ სოფელსა჻ უჭკუოა჻ დიდად჻ რეტი჻ მტერნი჻ ყოვლნი჻ ჩალად჻ გიჩანს჻ ღთ~ისა჻ გადგას჻ ნათლად჻ სვეტნი჻ ჩემი჻ ლხინი჻ მანობამდის჻ ვირემ჻ ვიყო჻ შენი჻ მჭურეტი჻

1581. ფრიდონ჻ კაცნი჻ დააბრუნნა჻ მოსასხმელად჻ აქლემისად჻ სახლსა჻ მისთა჻ მისატანად჻ მის჻ ყოვლისა჻ საჭურჭლისად჻ აწ჻ მუნითაც჻ გაემართნენ჻ არაბეთად჻ წავლად჻ გზისად჻ ავთანდილ჻ არს჻ გალეული჻ შესაყრელად჻ მთუარე჻ მზისად჻