... (H-461), XVIII ს.

1602. მეფეო჻ თავი჻ მემცრობის჻ მე჻ მისად჻ მოსახსენებლად჻ მაგრა჻ მოსრული჻ თქვენს჻ წინა჻ ვარ჻ შემოხვეწლად჻ ქენებლად჻ თვით჻ იგი჻ იაჯს჻ რომელიც჻ ჩანს჻ მზეებრ჻ შუქთა჻ მფენებლად჻ ვინ჻ არის჻ ჩემად჻ იმედად჻ და჻ ჩემად჻ გამათენებლად჻

1603. აწ჻ ამას჻ გკადრებთ჻ ორნივე჻ ხვეწით჻ და჻ შემუდარებით჻ ავთანდილ჻ დაგუდვა჻ წამალი჻ მისგან჻ თავისა჻ დადებით჻ დავიწყდეს჻ რომე჻ პატიჟნი჻ სჭირდეს჻ ჩემთავე჻ დარებით჻ არ჻ გაწყენ჻ გრძელი჻ ამბავი჻ არს჻ ჩემგან჻ მიუმხუდარებით჻

1604. თქვენთა჻ უყვარს჻ ერთმანერთი჻ ქალი჻ მას჻ და჻ იგი჻ ქალსა჻ მით჻ ვიგონებ჻ საბრალოსა჻ მტირალსა჻ და჻ ფერნამკრთალსა჻ მუჴლ჻ მოყრილი჻ გეხვეწები჻ ნუღარ჻ აწვევ჻ იმათ჻ ალსა჻ რომე჻ მისცე჻ ქალი჻ შენი჻ მკლავმაგარსა჻ გულ჻ ფიქალსა჻

1605. ამის჻ მეტსა჻ არას჻ გკადრებ჻ არ჻ მოკლესა჻ არცა჻ გრძელსა჻ ამოიღო჻ ჴელ჻ მანდილი჻ მოინასკვა჻ ზედან჻ ყელსა჻ ადგა჻ მუჴლი჻ მიუყარნა჻ იაჯების჻ ვითა჻ მზრდელსა჻ გაუკვირდა჻ ყოვლსა჻ კაცსა჻ შორით჻ ვერას჻ მამსმენელსა჻

1606. რა჻ ტარიელ჻ მუჴლ჻ მოყრილი჻ ნახა჻ მეფე჻ შეუზარდა჻ შორს჻ უკუდგა჻ თაყვანისსცა჻ ქვე჻ მიწამდის჻ დაუვარდა჻ მოახსენა჻ ჴელმწიფეო჻ ლხინი჻ ყოვლი჻ გაუქარდა჻ თქვენით჻ ეგრე჻ სიმდაბლემან჻ ნახვა჻ თქვენი჻ გამიარმდა჻

1607. ვით჻ ეგების჻ რაცა჻ გწადდეს჻ რომე჻ კაცი჻ არ჻ მოგთმინდეს჻ არა჻ მშურდეს჻ ქალი჻ ჩემი჻ საკლავად჻ და჻ ტყვედცა჻ გინდეს჻ გებრძანამცა჻ სახლით჻ თქვენით჻ ცრემლი჻ არცა჻ მაშინ჻ მდინდეს჻ ქალმან჻ მისებრ჻ ვერა჻ ჰპოვოს჻ ცათამდისცა჻ გაცაფრინდეს჻

1608. მე჻ სიძესა჻ ავთანდილის჻ უკეთესსა჻ ვჰპოვებ჻ ვერა჻ თვით჻ მეფობა჻ ქალსა჻ ჩემსა჻ მივეც჻ აქვს჻ და჻ მას჻ ეფერა჻ ვარდი჻ ახლად჻ იფურჭკნების჻ მე჻ ყვავილი჻ დამებერა჻ რადმცა჻ ვჰკადრე჻ შეცილება჻ რასაც჻ ოდენ჻ იგი჻ ჯერა჻

1609. ქალსაცა჻ ჰკითხეთ჻ აცნობეთ჻ იქს჻ თქვენსა჻ გაგონებასა჻ მათ჻ ერთმანერთი჻ უნდოდეს჻ მეცა჻ ღმრთით჻ დავრთავ჻ ნებასა მემცა჻ ნუ჻ ვნახავ჻ ცოცხალი჻ მე჻ რასმე჻ მათსა჻ ვნებასა რადგან჻ შეყარა჻ მიზეზი჻ რა჻ მოაქვს჻ დაყოვნებასა჻

1610. თინათინს჻ ჰკადრეს჻ ყოველი჻ მეფეთა჻ ნაუბარია჻ გწადიან჻ მიგცე჻ ავთანდილს჻ პირ჻ ბრძენთა჻ საქებარია჻ ინდოთა჻ მეფე჻ შექნილა჻ ჩვენს჻ შუა჻ დამწყობარია აწყა჻ გათავდეს჻ ყველაი჻ გული჻ გულს჻ შენებარია჻

1611. ქალმან჻ ჰკადრა჻ თუ჻ მეფეო჻ რადღა჻ ვიხმარებ჻ ენასა მაგრამ჻ მოველი჻ მშობლურად჻ თქვენთაგან჻ არავე჻ წყენასა თუ჻ თქვენ჻ გაწყინო჻ ნუმც჻ ოდეს჻ მოველი჻ ზეცით჻ ლხენასა჻ ბრძანებას჻ ვექმნე჻ მორჩილი჻ ესე჻ თურე჻ სწადს჻ ზენასა.

1612. თუ჻ შეგერთო჻ ერთი჻ მონა჻ თქვენთვის჻ არცა჻ მაშინ჻ მშურდა჻ ვინმცა჻ გკადრა჻ შეცილება჻ უშმაგომცა჻ ვინ჻ მოგმდურდა჻ თუ჻ ავთანდილ჻ არ჻ მიყვარდა჻ ასრე჻ მისთვის჻ რა჻ მამსურდა჻ დია჻ ღმერთო჻ წინაშე჻ ვარ჻ ესე჻ ჩემგან჻ დადასტურდა჻

1613. რა჻ ტარიელ჻ მეფისაგან჻ ესე჻ სიტყვა჻ მოისმინა჻ დადრკა჻ მდაბლად჻ ეთაყვანა჻ პირსა჻ ზედან჻ დაეფინა჻ კვლავ჻ მეფემან჻ თაყვანისცა჻ წამორევლო჻ წადგა჻ წინა჻ ერთმანერთი჻ მოიმადლეს჻ მათ჻ ერთსაცა჻ არ჻ ეწყინა჻

1614. ტარიელ჻ ფრიდონ჻ გაგზავნა჻ მის჻ ყმისა჻ მოსაყვანელად჻ შესთვალა჻ მოდი჻ გიბრძანებს჻ ვის჻ დიად჻ სჩანელად჻ ჭირნი჻ გარდაჴდეს჻ მოგაკლდა჻ ცრემლი჻ ღაწუისა჻ მბანელად჻ ნუღარ჻ ეშიშვი჻ საჴმილსა჻ შენი჻ დამწველია჻ ნელად჻

1615. ფრიდონ჻ შეჯდა჻ ავთანდილის჻ მხიარულად჻ გაექანა ესდენ჻ დიდი჻ სიხარული჻ გაეხარნენ჻ მასმცა჻ განა წავიდა჻ და჻ წამოუძღვა჻ მოიყვანა჻ მოჰყმე჻ თანა჻ მაგრა჻ ირცხვის჻ მეფისაგან჻ შუქნი჻ ბნელნი჻ მოევანა჻

1616. მეფე჻ ადგამოეგება჻ ყმა჻ გარდაჴდა჻ რა჻ მივიდა჻ ხელთა჻ ჰქონდა჻ ჴელ჻ მანდილი჻ პირსა჻ იმით჻ იფარვიდა჻ მზე჻ ღრუბელსა჻ მოჰფარვოდა჻ ქვიშდებოდა჻ ვარდსა჻ ზრვიდა჻ მაგრა჻ მისსა჻ შვენებასა჻ რამცა჻ ვითა჻ დაფარვიდა჻

1617. მეფე჻ კოცნასა჻ ლამობდა჻ აღარა჻ ცრემლნი჻ სდენიან჻ ავთანდილ჻ ფერჴთა჻ ეხვევის჻ შუქნი჻ ქვე჻ დაუფენიან჻ უბრძანა჻ ადეგ჻ ნუ჻ ირცხვი჻ შენ჻ ზნენი჻ გამოგჩენიან჻ რაზომ჻ მიყვარდე჻ ესე჻ სჯობს჻ ჩემგან჻ ნუღარა჻ გრცხვენია჻

1618. მოეხვია჻ გარდაჰკოცნა჻ მან჻ პირისა჻ არემარე჻ დამივსეო჻ ცეცხლი჻ ცხელი჻ მაგრა჻ წყალი჻ არე჻ მარე჻ ვინ჻ გიშერი჻ დააჯოგა჻ და჻ წამწამი჻ არემა჻ რე჻ გვალე჻ ლომო჻ შეგყარო჻ მზესა჻ თავი჻ მისკენ჻ არე჻ მარე჻

1619. მეფე჻ ყელსა჻ ეხუეოდა჻ მას჻ ლომსა჻ და჻ ვითა჻ გმირსა჻ ახლოს჻ უზის჻ ეუბნების჻ აკოცებს჻ და჻ უჭვრეტს჻ პირსა჻ იგი჻ მზეა჻ ჴელმწიფობა჻ ასრე჻ მიხუდა჻ ვითა჻ ღირსა჻ მაშინ჻ ლხინი჻ ამო჻ არის჻ რა჻ გარდიჴდის჻ კაცი჻ ჭირსა჻

1620. ყმა჻ მეფესა჻ მოახსენებს჻ მიკვირს჻ სხვასა჻ რად჻ რას჻ ბრძანებ჻ რად჻ არ჻ გინდა჻ ნახვა჻ მზისა჻ ანუ჻ რადღა჻ აგვიანებ჻ მიეგებვი჻ მხიარული჻ სახლსა჻ თქვენსა჻ მოიყვანებ჻ შემოიმოს჻ შუქთა჻ მისთა჻ ნათლად჻ გარე჻ მოივანებ჻

1621. ტარიელსცა჻ მოახსენა჻ შესხდეს჻ ქალსა჻ მიეგებნეს჻ მათ჻ სამთავე჻ გოლიათთა჻ მზისა჻ შჲქნი჻ წაუღებნეს჻ მიხუდნენ჻ მათსა჻ საწადელსა჻ იგი჻ ჰპოვეს჻ რაცა჻ ძებნეს჻ ჴელი჻ ჴადეს჻ ჴმალთა჻ მათთა჻ არა჻ ცუდად჻ წელთა჻ ებნეს჻