... (H-461), XVIII ს.

1661. ტარიელ჻ შეჯდა჻ მეფისა჻ გამყრელი჻ გამამსალამე჻ სრულად჻ ლაშქართა჻ სდიოდა჻ ცრემლი჻ მინდორთა჻ სალამე჻ მზე჻ შენ჻ გელმისო჻ საომრად჻ და჻ თავი჻ შენ჻ მას჻ ალამე჻ უთხრა჻ თუ჻ თქვენთვის჻ მტირალთა჻ არ჻ მიჩნდა჻ ღაწუთა჻ სალამე჻

1662. გამოემართნენ჻ წავიდნენ჻ დია჻ სპითა჻ და჻ ბარგითა჻ ტარიელ჻ ფრიდონ჻ ავთანდილ჻ თავითა჻ მეტად჻ კარგითა჻ კაცი჻ ოთხმოცი჻ ათასი჻ ჰყვა჻ ცხენებითა჻ ვარგითა჻ მივლენ჻ სამნივე჻ გულითა჻ ერთმანერთისა჻ მარგითა჻

1663. სამ჻ თუე჻ ვლეს჻ ღმერთსა჻ მათებრ჻ სხვა჻ რამცა჻ დაებადოსა჻ მოეგებნიან჻ მტერობა჻ ვერავინ჻ დაიქადოსა჻ მინდორსა჻ შიგან჻ სადილად჻ გარდაჴდეს჻ უდელადოსა჻ ვითა჻ მართებდათ჻ პურობდეს჻ ღვინოსა჻ სუმიდეს჻ არ჻ დოსა჻

აქა ტარიელისა და მისთა ძმათაგან ინდოთ მეფის სიკვდილის ცნობა჻

1664. ქედსა჻ ზედა჻ გარდამოდგა჻ მეტად჻ დიდი჻ ქარავანი჻ კაცები჻ და჻ საჴედრები჻ ერთობ჻ იყო჻ შაოსანი჻ გარეშემო჻ მოეკვეცნეს჻ უკანამო჻ დალალანი჻ მეფე჻ ბრძანებს჻ მოასხითო჻ ჩვენ჻ დავჰყოვნოთ჻ აქა჻ ხანი჻

1665. მოასხნეს჻ იგი჻ ვაჭარნი჻ და჻ მათი჻ უჴუცესია჻ უბრძანა჻ რად჻ ხართ჻ შავითა჻ რად჻ ტანნი჻ შეგილესია჻ მათ჻ მოახსენეს჻ სით჻ მოვალთ჻ იქ჻ ასრე჻ დანაწესია჻ ინდოეთს჻ ნისრით჻ მოსრულთა჻ გუივლია჻ გზა჻ უგრძესია჻

1666. გაეხარნეს჻ მათ჻ ვაჭართა჻ ინდოეთით჻ მამავლობა჻ მაგრა჻ თავი჻ უმეცარ჻ ჰყვეს჻ არა჻ მისცეს჻ ყოლა჻ გრძნობა჻ უცხოურად჻ ეუბნების჻ მათ჻ ვერა჻ ჰქნეს჻ მათი჻ ცნობა჻ არ჻ ესმოდა჻ ჰინდოური჻ არაბულად჻ ქნეს჻ უბნობა჻

1667. უბრძანესგუითხარ჻ ვაჭარნო჻ ამბავი჻ ინდოეთისა჻ მათ჻ თქვეს჻ ინდოეთს჻ მოსულა჻ რისხვა჻ მართ჻ ჯოჯოხეთისა჻ დიდსა჻ და჻ წურილსა჻ ყოველსა჻ ცრემლი჻ სდის჻ მგზავსი჻ წვეთისა჻ მუნ჻ შიგან჻ მყოფსა჻ ბრძენსაცა჻ ცნობა჻ აქვს჻ ვითა჻ შეთისა჻

1668. თვით჻ მათვე჻ მათსა჻ ამბავსა჻ უამბობს჻ არის჻ წყლიანი჻ ფარსადან჻ მეფე჻ ინდოთა჻ იყო჻ ჴელმწიფე჻ სვიანი჻ მას჻ ესვა჻ ქალი჻ მნათობი჻ მზისაცა჻ უფრო჻ მზიანი჻ კბილ჻ მარგალიტი჻ ტანალვა჻ ღაწვ჻ ბადახშ჻ ყორან჻ თმიანი჻

1669. მას჻ ქალსა჻ და჻ ამირბარსა჻ ერთმანერთი჻ შეუყვარდა჻ ამილბარმან჻ სიძე჻ მოკლა჻ ჴმა჻ მეფესა჻ დაუვარდა჻ იგი჻ ქალი჻ პატარაი჻ მამისდასა჻ გაეზარდა჻ ბუქთა჻ მისგან჻ მონაქროლთა჻ ინდოეთი჻ გარდაქარდა჻

1670. მამიდაი჻ ქაჯი჻ იყო჻ გრძნეულობა჻ იცის჻ კარგა჻ მით჻ შემართა჻ საშინელი჻ მზე჻ ჴმელეთსა჻ დაუკარგა჻ თვითანც჻ მოკვდა჻ უბედური჻ მართ჻ საცოცხლოდ჻ არად჻ ვარგა჻ იგი჻ ქალი჻ დაიკარგა჻ ალვა჻ ნორჩი჻ სხვაგან჻ დარგა჻

1671. სცნა჻ ამირბარმან჻ წავიდა჻ ლომი჻ მის჻ მზისა჻ მძებნელად჻ იგიცა჻ წაჴდა჻ ინდოეთს჻ გაჴდა჻ მთვარე჻ და჻ მზე჻ ბნელად჻ დაიკარგა჻ და჻ პოვნა჻ ღა჻ მათი჻ არს჻ საძებნელისად჻ მეფემან჻ ბრძანა჻ ჰე჻ ღმერთო჻ რად჻ ცეცხლსა჻ მომიდებ჻ ნელად჻

1672. მეფე჻ გაშმაგდა჻ მათისა჻ უღონო჻ ქნილი჻ ძებნისა჻ ვათ჻ შეიცვალა჻ ინდოეთს჻ ჴმა჻ წინწილისა჻ ებნისა჻ ცოტასა჻ ხანსა჻ გავეძლო჻ დება჻ საჴმილთა჻ გზნებისა჻ აწ჻ თვითცა჻ მოკუდა჻ შეექნა჻ ბოლო჻ სრისა჻ და჻ ტკებნისა჻

1673. რა჻ ვაჭარმან჻ ესე჻ სიტყვა჻ თქუა჻ საქმენი჻ გააკვლადნა჻ ქალმან჻ მწარედ჻ დაიკივლნა჻ ფიცხლა჻ თავსა჻ მოიჴადნა჻ ტარიელცა჻ დაიძახა჻ დაფარულნი჻ გააცხადნა჻ ნარგისთაგან჻ ნაწუიმარი჻ ღვარი჻ ადგა჻ თოვლი჻ გადნა჻

აქა ფარსადან ჴელმწიფის სიკვდილის ცნობა და დიდი ტირილი჻

1674. მამკალ჻ ქალსა჻ თავ჻ შიშველსა჻ თუ჻ მზე჻ ვითა჻ ეურჩოსა჻ სული჻ ვარდსა჻ დავამგზავსე჻ თავშიშველი჻ ყაყაჩოსა჻ თვით჻ ბრძენიცა჻ მაქებარი჻ მისი჻ იჴმობს჻ ვირებ჻ ჩოსა჻ ჰგავს჻ თუ჻ ტყუბი჻ მარგალიტი჻ ზის჻ ბროლისა჻ ჴარჴანჩოსა჻

1675. ქალი჻ საბრალოდ჻ მამასა჻ სტირს჻ ბულბულისა჻ მგზავსია჻ თმა჻ გაიგლიჯა჻ გაჰყარა჻ ღაწუი჻ ცრემლითა჻ ავსია჻ ვარდი჻ შექნილა჻ ზაფრანად჻ ლალი჻ მართ჻ ვითა჻ ხავსია჻ მზესა჻ ღრუბელი჻ ეფარვის჻ ამად჻ ნათელი჻ დავსია჻

1676. იხოჭს჻ და჻ იგლეჯს჻ ზახილით჻ ტირს჻ სიტყვა჻ ჴაფი჻ უარე჻ სისხლი჻ და჻ ცრემლი჻ თვალთაგან჻ ჩამოსდის჻ გარე჻ უარე჻ მოვჰკუდეო჻ შენთვის჻ მამაო჻ შვილი჻ ყოველთა჻ უარე჻ ვერა჻ გმსახურე჻ ასულმან჻ ვერცა჻ რა჻ შეგაგუარე჻

1677. ჩემთვის჻ ბნელქმნილო჻ მამაო჻ ნათელო჻ თვალთა჻ ჩემთაო჻ ჩემსა჻ რა჻ გაცნევს჻ ამბავსა჻ გულისა჻ მონაცემთაო჻ მზეო჻ რაღა჻ გაქვს჻ სინათლე჻ რადღა჻ ანათობ჻ თემთაო჻ რად჻ არ჻ დაიქეც჻ ქვეყანავ჻ რადღა჻ მართიხარ჻ ზე჻ მთაო჻

1678. ტარიელ჻ მოსთქუამს჻ გამზრდელო჻ ჰაი჻ რა჻ საქმე჻ მსმენია჻ მიკვირს჻ თუ჻ მზეღა჻ რად჻ ნათობს჻ რად჻ არა჻ დაუჩენია჻ მზე჻ მოჰკვე჻ ყოვლთა჻ სულდგმულთა჻ სოფელი჻ აღარ჻ შენია჻ ღმერთსა჻ მიმადლე჻ შემინდევ჻ რაცა჻ შენ჻ ჩემგან჻ გწყენია჻