... (H-461), XVIII ს.

აქა ტარიელისა ინდოეთის მისულა და დედოფლისაგან ქორწილი჻

1718. დედოფალმან჻ მათ჻ ცოლ჻ ქმართა჻ თვითო჻ ჴელი჻ დაუჭირა჻ ზედა჻ ტახტსა჻ მეფისასა჻ ერთგან჻ დასხმა჻ გაუპირა჻ მოიშორეს჻ კაეშანი჻ გული჻ მდედრი჻ აქვიტკირა჻ გლოვა჻ სცვალა჻ სიხარულად჻ აღარავინ჻ აატირა჻

1719. დედოფალმან჻ შეიმოსა჻ შავი჻ ძაძა჻ აიხადა჻ ყველაკაი჻ დამოსა჻ და჻ საბოძვარი჻ უდიადა჻ დიდებულთა჻ შესამოსი჻ მხიარული჻ დაუმზადა჻ ბრძანა჻ ჭირი჻ დავივიწყოთ჻ რათგან჻ ლხინი჻ დაგვებადა჻

1720. ტახტსა჻ ზედა჻ ერთად჻ მსხდომი჻ ტარიელ჻ და჻ ცოლი჻ მისი჻ ერთმანერთსა჻ შეჰფერობდეს჻ ქალი჻ ყმისა჻ შესატყვისი჻ გონება჻ და჻ ანუ჻ ენა჻ გამოსთქვმიდა჻ მათსამც჻ ვისი჻ რადმცა჻ გვინდა჻ ჴორციელი჻ სოფელს჻ შვილი჻ ადამისი჻

1721. ტარიელს჻ და჻ ცოლსა჻ მისსა჻ მიხუდა჻ მათი჻ საწადელი შვიდი჻ ტახტი჻ საჴელმწიფო჻ საშვებელი჻ გაუცდელი჻ მათ჻ პატიჟთა჻ დაავიწყებს჻ ლხინი჻ ესე჻ აწინდელი჻ ყოლე჻ ლხინთა჻ ვერ჻ იამებს჻ კაცი჻ ჭირთა჻ გარდუჴდელი჻

1722. თვით჻ ორნივე჻ ერთგან჻ მსხდომნი჻ ნახეთ჻ მზეცა჻ ვერა჻ სჯობდეს჻ ბუკსა჻ ჰკრეს჻ და჻ მეფედ჻ დასუეს჻ ქოსნი჻ ჴმათა჻ დაატკბობდეს჻ მისცე჻ კლიტე჻ საჭურჭლეთა჻ თავთა჻ მათთა჻ მიანდობდეს჻ ესეაო჻ მეფე჻ ჩვენი჻ იძახდიან჻ ამას჻ ჴმობდეს჻

1723. ავთანდილ჻ და჻ ფრიდონისთვის჻ ორნი჻ ტახტნი჻ დაამზადნეს჻ ზედა჻ დასხდეს჻ ჴელმწიფურად჻ დიდებანი჻ უდიადნეს჻ ღმერთმან჻ სხვანი჻ ჴორციელნი჻ მათებრნიღა჻ რად჻ დაბადნეს჻ ამბობდიან჻ ჭირთა჻ მათთა჻ ყუელაკასა჻ გაუცხადნეს჻

1724. სუმა჻ პურობა჻ გახარება჻ ქნეს჻ ჯალაბი჻ გაადიდეს჻ ვითაც჻ ხამდა჻ ქორწილობა჻ ლხინით჻ ეგეთსა჻ გარდიჴდიდეს჻ მათ჻ ორთავე჻ თავისთავის჻ ძღვენსა჻ სწორად჻ მიართმიდეს჻ გლახაკთათვის჻ საბოძვარსა჻ საჭურჭლესა჻ ერთგან჻ ყრიდეს჻

1725. დედოფალმან჻ ეგრე჻ ბრძანა჻ ობოლ჻ ქვრივნი჻ მოასხენით჻ ყველაკაი჻ დაამდიდრეთ჻ საბოძურითა჻ აავსენით჻ თვით჻ უბოძა჻ უსაზომო჻ რომ჻ არ჻ ითქმის჻ ყოლა჻ ენით჻ ულოცეთო჻ დღეგრძელობა჻ ესე჻ ღმერთსა჻ შევედრენით჻

1726. ტარიელ჻ თქუა჻ დედოფალო჻ გკადრებ჻ ერთსა჻ მოსახსენსა჻ შეიწყალე჻ რამაზ჻ მეფე჻ მიავალე჻ ღმერთსა჻ შენსა჻ ვნახე჻ მეტად჻ შემებრალნეს჻ შეუშინდა჻ ჴმალსა჻ ჩვენსა჻ ღმერთი჻ ალხენს჻ მონანულსა჻ მოცთომილსა჻ ცრემლ჻ ნადენსა჻

1727. დედოფალმან჻ ლმობიერად჻ შეუნდობო჻ ესე჻ ბრძანა჻ მოიყვანა჻ რამაზ჻ მეფე჻ ჴელმწიფეთა჻ ათაყვანა჻ ყოვლგნით჻ კერძო჻ მომღერალთაჴმები჻ გაეთანისთანა჻ ჭირთა჻ მათგან჻ გარდაჴდილთა჻ ესე჻ ლხინი჻ შეაგვანა჻

1728. ოქრო჻ თუალი჻ მარგალიტი჻ შვენიერი჻ სანახავად჻ ყოვლგნით჻ იდვის჻ ვითა჻ გორი჻ მოდის჻ ველთა჻ მოსარწყავად჻ ვისცა჻ სწადდის჻ ალაფობა჻ წაიღიან჻ უკითხავად჻ მანდატური჻ არვის჻ სცვიდის჻ ბოლოს჻ ვინ჻ ჯდის჻ ანუ჻ თავად჻

1729. ავთანდილ჻ და჻ ფრიდონისთა჻ სპათა჻ ეტყვის჻ მეფე჻ დიდი჻ სტუმარნი჻ ხართ჻ შოებისა჻ სირცხუილი჻ და჻ ნუ჻ გაქვს჻ რიდი჻ თვითოს჻ კაცსა჻ თვითო჻ ჯორი჻ მარგალიტი჻ ანაკიდი჻ ესე჻ მისცა჻ საბოძუარი჻ სხუას჻ ყუელასა჻ ვერ჻ დავსთვლიდი჻

1730. ავთანდილ჻ და჻ ფრიდონისსა჻ საბოძვარსა჻ ვინ჻ დასთვალავს჻ ვერ჻ გამოსთქუამს჻ სიმრავლესა჻ ენა჻ ამად჻ თავსა჻ კრძალავს჻ რაცა჻ იდვა჻ უკეთესსა჻ დედოფალი჻ არ჻ დამალავს჻ მათ჻ უჴმობდა჻ მჴსნელად჻ მათად჻ ტკბილად჻ უჭვრეტს჻ არა჻ მალავს჻

1731. სრულნი჻ ინდონი჻ ავთანდილს჻ და჻ ფრიდონს჻ ღ~თად჻ ხადოდიან჻ თქვენგან჻ გვჭირს჻ კარგი჻ ყველაი჻ მართ჻ ამას჻ მოიტყოდიან჻ ვითა჻ პატრონსა჻ სჭურეტდიან჻ რაც჻ სწადდის჻ მას჻ იქმოდიან჻ სადარბაზობლად჻ ნიადაგ჻ მათ჻ წინა჻ მოვიდოდიან჻

1732. ტარიელ჻ რამაზ჻ მეფესა჻ უბოძა჻ საბოძვარია჻ უბრძანა჻ ჴარკსა჻ მოგცემდი჻ მართ჻ ვითა჻ შენი჻ გვარია჻ მან჻ თაყვანისცა჻ პირისა჻ ქვე჻ მიწად჻ დამდებარია჻ წავიდა჻ მისი჻ მლოცველი჻ არ჻ ომთა჻ მომკვეხარია჻

1733. ინდოთ჻ მეფე჻ უბრძანებდა჻ ასმათს჻ მისსა჻ შეკდომილსა჻ რაცა჻ შენ჻ ჰქენ჻ არ჻ უქმნია჻ არ჻ გამზრდელსა჻ არცა჻ ზრდილსა჻ აწ჻ ინდოეთს჻ სამეფოსა჻ მეშვიდესა჻ ერთსა჻ წილსა჻ ზედა჻ დაგსუამ჻ შენი჻ იყოს჻ გვმსახურებდი჻ ტკბილი჻ ტკბილსა჻

1734. ვინცა჻ გწადდეს჻ ქმრად჻ შეირთე჻ სამეფოსა჻ ეპატრონე჻ მუნიდაღმე჻ გუმსახურებდი჻ თავი჻ შენი჻ დაგუამონე჻ ასმათ჻ ფერჴნი჻ გარდუკოცნა჻ შენგან჻ არის჻ ჩემი჻ ღონე჻ მონობისა჻ უკეთესი჻ რამც჻ ვიშოვნე჻ რამც჻ ვიქონე჻

1735. მოახსენა჻ ხელმწიფეო჻ ვიკადრებ჻ და჻ ნუ჻ გაწყრები჻ თუ჻ ხმელეთი჻ სრულად჻ მქონდეს჻ ვერცა჻ მაშინ჻ გაგეყრები჻ მე჻ მეყოფა჻ შუქი჻ თქვენი჻ ვარ჻ მზის჻ ეტლთა჻ შენასწრები჻ ვერ჻ გავსწირავ჻ ჩემგან჻ ზრდილსა჻ არცა჻ სხვაგან჻ ვიარები჻

1736. კვლაცა჻ უბრძანა჻ ტარიელ჻ კმარს჻ შენი჻ ჭირთ჻ ნახულები჻ გვახსოვან჻ შენი჻ ჩვენ჻ ზედა჻ თვალნი჻ ცრემლ჻ ნაფახულები჻ სჯობს჻ მოისმინო჻ ნათქვამი჻ ქმნა჻ ჩემგან჻ გაზრახულები჻ ბოროტი჻ სცვალო჻ კეთილად჻ გყვენ჻ სპანი჻ ჴმალ჻ მაჴულები჻