... (H-461), XVIII ს.

1582. მიხუდნენ჻ არაბთა჻ საზღვარსა჻ რა჻ ვლეს჻ მრავალნი჻ ხანები჻ დახუდა჻ სოფლები჻ ციხები჻ ხშირ჻ ხშირად჻ თანისთანები჻ მას჻ შიგა჻ მყოფსა჻ ემოსა჻ ტანსა჻ ლურჯი჻ და჻ მწვანები჻ ავთანდილისთვის჻ ყოველნი჻ ცრემლითა჻ არს჻ ნაბანები჻

1583. ავთანდილ჻ იცნეს჻ გაისმა჻ ჴმა჻ მათგან჻ სიხარულისა დაიწყეს჻ ყოვლგნით჻ ლაშქართა჻ ქნა჻ მათკენ჻ სიარულისა თაყვანის჻ სცემდენ჻ ყოველნი჻ პირსა჻ მის჻ მხიარულისა჻ ქალი჻ ნახიან჻ შვენება჻ თქვიან჻ არს჻ მზისა჻ სრულისა჻

1584. ტარიელ჻ კაცი჻ გაგზავნა჻ წინაშე჻ როსტან჻ მეფესა჻ შესთალა჻ გკადრებ჻ მეფეო჻ სურვილთა჻ სიიეფესა჻ მე჻ მოვალ჻ მეფე჻ ინდოთა჻ დარბაზთა჻ თქვენსა჻ სეფესა჻ გიჩვენებ჻ ვარდსა჻ კოკობსა჻ უფრჭუნელსა჻ მოუკრეფესა჻

1585. მე჻ ვით჻ ვიმართლო჻ თქვენს჻ წინა჻ შემცოდე჻ ჩემი჻ თავია჻ მქონდა჻ მე჻ მაშინ჻ ხელ჻ მქნილსა჻ გული჻ ცეცხლ჻ შენართავია჻ ლაშქარი჻ ვნახე჻ მამეცა჻ ჭირი჻ ჭირს჻ დანართავია჻ აწ჻ ლხინით჻ ვნახოთ჻ მგოსანნი჻ და჻ ჩანგთა჻ გამმართავია჻

1586. მაშინ჻ თქვენ჻ ჩემი჻ გეწყინა჻ ნახვა჻ მიწისა჻ შენისა჻ ცდა჻ შეპყრობისა჻ ავი჻ ჰქმენ჻ შემოტევება჻ ცხენისა჻ მე჻ შენთა჻ სპათა჻ ვაჩუენე჻ ნიშანი჻ რამე჻ წყენისა჻ დავჰჴოცე჻ მონა჻ მრავალი჻ მსახურნი჻ სრისა჻ თქვენისა჻

1587. აწ჻ ამად჻ მოვალ჻ წინაშე჻ დავყარენ჻ ჩემნი჻ გზანია჻ შემინდოთ჻ რაცა჻ შეგცოდე჻ ჰქნნეთ჻ გაწყრომისა჻ კმანია჻ ძღვენი჻ არა჻ მაქვს჻ მმოწმობენ჻ ფრიდონ჻ და჻ მისნი჻ ყმანია჻ ოდენ჻ ძღვნად჻ თქვენი჻ ავთანდილ჻ მე჻ თქვენთვის჻ მომიტანია჻

1588. რა჻ მიუვიდა჻ მეფესა჻ მახარობელი჻ ჟამისა჻ ვით჻ გაეჴარნეს჻ ვერ჻ იტყვის჻ ენა჻ ერთისა჻ წამისა჻ თინათინს჻ ღაწუთა჻ ემატა჻ ელვა჻ შუქისა჻ სამისა჻ ბროლსა჻ და჻ ლალსა჻ აშვენებს჻ მუნ჻ ჩრდილი჻ წარბწამწამისა჻

1589. ტაბლაკსა჻ ჰკრეს჻ და჻ გაისმა჻ სიცილი჻ თქართქარებისა჻ ლაშქარნი჻ რბოდეს჻ მი჻ და჻ მო჻ ქნა჻ სწადდა჻ მათკენ჻ რებისა჻ დაიწყეს჻ პყრობა჻ ცხენისა჻ მოღება჻ უნაგრებისა჻ შესხდა჻ სიმრავლე჻ მოყმისა჻ მკლავ჻ ფიცხელ჻ გულმაგრებისა჻

1590. მეფე჻ შეჯდა჻ გაეგებნეს჻ თავადნი჻ და჻ სრულად჻ სპანი჻ ვისცა჻ ესმათ჻ მოვიდიან჻ მას჻ წინაშე჻ სხვაგნით჻ სხვანი჻ ყველაკანი჻ ღმერთსა჻ მადლობს჻ გაამაღლნეს჻ მათნი჻ ომანი჻ თქვეს჻ ბოროტსა჻ უმყოფოა჻ კეთილნია჻ შენთვის჻ მზანი჻

1591. რა჻ ერთმანერთი჻ აუჩნდა჻ მიმგებელ჻ მოსაგებავთა჻ ავთანდილ჻ ეტყვის჻ ტარიელს჻ სიტყვითა჻ დანაზებავთა჻ აიგერ჻ ხედავთ჻ მინდორთა჻ მტვერითა჻ შენაღებავთა჻ ამით჻ მედების჻ საჴმილი჻ გულსა჻ ეცხელა჻ ებავთა჻

1592. ისია჻ ჩემი჻ გამზრდელი჻ და჻ თქვენდა჻ მოგებებულა჻ იქი჻ ვერ჻ მივალ჻ მრცხუენიან჻ გულსა჻ საჴმილი჻ დებულა჻ ჩემად჻ არაკად჻ სულ჻ დგმული჻ კაცი჻ არ჻ გაწბილებულა჻ რასაცა჻ მიზამთ჻ თქვენ჻ იცით჻ ფრიდონ჻ თქვენთანა჻ ხლებულა჻

1593. ტარიელ჻ უთხრა჻ კარგსა჻ იქ჻ შენ჻ პატრონისა჻ კრძალვასა჻ აწ჻ დადეგ჻ იქი჻ ნუ჻ მიხუალ჻ იქმცა჻ უჩემოდ჻ ხალვასა჻ მე჻ მივალ჻ უთხრობ჻ მეფესა჻ შენგან჻ თავისა჻ მალვასა჻ ვეჭობ჻ რომ჻ ადრე჻ შეგყარო჻ მზესა჻ მას჻ ტანად჻ ალვასა჻

1594. მუნ჻ დადგა჻ ლომი჻ ავთანდილ჻ დაიდგა჻ მცირე჻ კარავი჻ ნესტანდარეჯან჻ მუნვე჻ დგას჻ იგია჻ მჭურეტთა჻ მზარავი჻ მისთა჻ წამწამთა჻ ნიავი჻ ქრის჻ ვითა჻ ქარი჻ არავი჻ წავიდა჻ მეფე჻ ინდოთა჻ გაჩენით჻ მიუპარავი჻

1595. ფრიდონ჻ წაჰყვა჻ გაღანამცა჻ გავლეს჻ ველი჻ დიდსა჻ ხანსა჻ სცნა჻ მეფემან჻ ტარიელ჻ არს჻ მარტო჻ მოვა჻ მოხრის჻ ტანსა჻ გარდაჴდა჻ და჻ თაყვანი჻ სცა჻ მას჻ უკადრსა჻ ლომებრ჻ ჯანსა჻ სდებს჻ პატივსა჻ ინდოთ჻ მეფეს჻ მართ჻ მამისა჻ შესაგვანსა჻

1596. ტარიელცა჻ თაყვანი჻ სცა჻ მივა჻ კოცნად჻ სასალამოდ჻ მეფე჻ ყელსა჻ აკოცებდა჻ მართ჻ ბაგისა჻ დასაამოდ჻ გაკვირვებით჻ ეუბნების჻ არის჻ მისგან჻ სათამამოდ჻ შენ჻ მზე჻ ხარო჻ შენი჻ გაყრა჻ არის჻ დღისა჻ შესაღამოდ჻

1597. გაეკვირვა჻ მეფე჻ მისსა჻ თვალადობა჻ სიტურფესა჻ პირსა჻ უჭურეტს჻ დაუმცდარად჻ უქებს჻ მკლავთა჻ სიალფესა჻ კვლავ჻ ფრიდონცა჻ უსალამა჻ თაყვანი჻ სცა჻ მან჻ მეფესა჻ მას჻ მეფესა჻ ავთანდილის჻ ნახვისათვის჻ მოსწრაფესა჻

1598. მეფე჻ ტარიას჻ ქებასა჻ დაჰკრთების჻ დაეღონების჻ ტარიელ჻ ეტყვის჻ მეფეო჻ აწ჻ გული჻ შენ჻ გემონების჻ მიკვირს჻ თუ჻ ეგრე჻ სიკეთე჻ თქვენ჻ ჩემი჻ რად჻ გეგონების჻ რადგან჻ ავთანდილ჻ შენია჻ სხვა჻ რად჻ ვინ჻ მოგეწონების჻

1599. კვლა჻ მეფე჻ ჰკითხავს჻ რა჻ უყავთ჻ თქვენი჻ უღირსი჻ ძმობილი჻ თან჻ რად჻ არ჻ გახლავსთ჻ ეს჻ მიკვირს჻ სჭირს჻ რამე჻ დასაგმობილი჻ შენთა჻ წამალთა჻ ძებნითა჻ გულსა჻ ლახვარი჻ სობილი჻ ამა჻ ლაშქართა჻ თავადი჻ ჩემგან჻ ძეობით჻ ხმობილი.჻

1600. ნუ჻ გიკვირს჻ მისი჻ ვერ჻ ნახვა჻ და჻ დაყოვნება჻ ხანისა჻ მოდი჻ და჻ დავსხდეთ჻ მეფეო჻ ამოა჻ კორდი჻ მწვანისა჻ გკადრო჻ მისისა჻ თქვენსმიზეზი჻ ვერ჻ მოყვანისა჻ ვიაჯ჻ რასმე჻ აწ჻ მმართებს჻ მოთხოვა჻ მე჻ ფარმანისა჻

1601. დასხდეს჻ მეფენი჻ მოადგა჻ გარე჻ სიმრავლე჻ რაზმისა჻ ტარიელს჻ პირსა჻ ციმციმი჻ ადგს჻ უნათლესი჻ ბაზმისა჻ ჭურეტა჻ ახელებს჻ მჭურეტელთა჻ ყოფა჻ ქცევისა჻ და჻ ზმისა჻ დაუწყო჻ თხრობა჻ მეფესა჻ სიტყვისა჻ ბრძნად჻ ნაკაზმისა჻