... (H-2074), XVI-XVII სს.

1507. პოვეს჻ საჭურჭლე჻ უსახო჻ კულა჻ უნახავი჻ თუალისა჻ მუნ჻ იდვა჻ რიყე჻ თუალისა჻ ჴელწმიდად჻ განათალისა჻ ჩნდის჻ მარგალიტი჻ ოდენი჻ ბურთისა჻ საბურთალისა჻ ვინცა჻ ქნა჻ რიცხვი჻ ოქროსა჻ ვერუისგან჻ დანათვალისა჻

1508. იგი჻ სახლი჻ ორმოცივე჻ შიგან჻ იყო჻ გატენილი჻ ჰპოეს჻ ერთი჻ ზარადახანა჻ აბჯრისათვის჻ ახლად჻ ქნილი჻ მუნ჻ აბჯარი჻ ყოვლი჻ ფერი჻ ასრე჻ იდვა჻ ვითა჻ მწნილი჻ შიგან჻ ერთი჻ კიდობანი჻ დაბეჭდილი჻ არ჻ გაჴსნილი჻

1509. ზედა჻ ეწერა჻ აქა჻ ძეს჻ აბჯარი჻ საკუირველიო჻ ჯაჭუ჻ მუზარადი჻ ალმასი჻ ჴმალი჻ ბასრისა჻ მჭრელიო჻ თუ჻ ქაჯნი჻ დევთა჻ შეებნენ჻ დღე჻ იყოს჻ იგი჻ ძნელიო჻ უმისჟამისოდ჻ ვინც჻ გახსნას჻ არის჻ მეფეთა჻ მკვლელიო჻

1510. კიდობანი჻ გაჴსნეს჻ პოვეს჻ მუნ჻ აბჯარი჻ სამი჻ ტანი჻ რასაცა჻ ვით჻ შეიმოსენ჻ მეომარნი჻ სამნი჻ ყმანი჻ ჯაჭუი჻ ჴრმალი჻ მუზარადი჻ საბარკული჻ მათი჻ გუანი჻ ზურმუხტისა჻ ბუდებითა჻ იყუნეს჻ ვითა჻ ლუსკუმანი჻

1511. თუითომან჻ თუითო჻ ჩაიცვეს჻ თავის჻ თავს჻ გამოსცდიდიან჻ ჯაჭუ჻ მუზარადსა჻ აბჯარი჻ მართ჻ ვერა჻ ვერ჻ დაჰკიდიან჻ ჴრმალი჻ რკინისა჻ მოჰკრიან჻ ვით჻ ბამბის჻ მკედსა჻ სჭრიდიან჻ მათ჻ უღირს჻ ყოვლად჻ ქუეყანად჻ შევატყევ჻ არ჻ გაჰყიდიან჻

1512. თქუეს჻ ესე჻ ნიშნად჻ გუეყოფის჻ ვართო჻ კარგითა჻ ბედითა჻ ღ~თნ჻ მოგუხედნა჻ თუალითა჻ ზეგარდმო჻ მონახედითა჻ აიღეს჻ იგი჻ აბჯარი჻ თავის჻ თავისა჻ ქედითა჻ თუითო჻ მათ჻ ერთი჻ ფრიდონის჻ საძღვნობლად჻ შეკრეს჻ ღუედითა჻

1513. ოქროც჻ რამე჻ წაიტანეს჻ მარგალიტი჻ ღარიბები჻ გამოვიდეს჻ გამობეჭდეს჻ ორმოცივე჻ საჭურჭლები჻ ავთანდილ჻ თქუა჻ ამას჻ იქით჻ დავამაგრო჻ ჴრმალსა჻ ნები჻ ამას჻ ღამე჻ არსად჻ წავალ჻ რა჻ გათენდეს჻ არ჻ დავდგები჻

1514. აქა჻ მხატვარო჻ დახატე჻ ძმად჻ უმტკიცესნი჻ ძმობილნი჻ იგი჻ მიჯნურნი჻ მნათობთა჻ სხუისა჻ ვერვისგან჻ სწრობილნი჻ ორნივე჻ გმირნი჻ მოყმენი჻ მამაცობისა჻ ცნობილნი჻ რა჻ ქაჯეთს჻ მივლენ჻ გასინჯეთ჻ ომი჻ ლახუართა჻ სობილნი჻

ტარიელისა და ავთანდილისა წასვლა ფრიდონისასა჻

1515. რა჻ გათენდა჻ გაემართნეს჻ წაიტანეს჻ ასმათ჻ თანა჻ ნურადინის჻ ქუეყანამდის჻ შეისუიან჻ მათ჻ უკანა჻ მუნ჻ ვაჭარმან჻ ოქროს჻ ფასად჻ ცხენი჻ მისცა჻ არ჻ უძღუანა჻ ავთანდილ჻ კმა჻ ყოლაოზად჻ სხუამცა჻ ვინღა჻ წაიტანა჻

1516. იარეს჻ და჻ ზედა჻ შეჰჴდეს჻ ნურადინის჻ მეჯოგეთა჻ ჯოგი჻ ნახეს჻ მოეწონა჻ ფრიდონისთუის჻ იაგეთა჻ მუნ჻ ავთანდილს჻ ჰინდო჻ ეტყუის჻ გაქნევ჻ კარგთა჻ სიშმაგეთა჻ მოდი჻ ფრიდონს჻ გავლაღობნეთ჻ ჯოგსა჻ მისსა჻ მოვადგეთა჻

1517. ჯოგი჻ წაუღოთ჻ მოსრულნი჻ ვესმით჻ ჯოგისა჻ წაღებად჻ გამოემართუის჻ საომრად჻ ველთა჻ სისხლისა჻ დაღებად჻ ანაზდად჻ გუიცნობს჻ გაჰკრთების჻ გულსა჻ შეელმის჻ დაღებად჻ ამოა჻ კარგი჻ ლაღობა჻ ლაღსა჻ შევეიქს჻ ლაღებად჻

1518. დაუწყეს჻ პყრობა჻ ტაიჭთა჻ ფრიდონის჻ უკეთესებსა჻ მუნ჻ მეჯოგეთა჻ ფანოსი჻ შეექნა჻ ეკრა჻ კუესებსა჻ უყივლეს჻ ვინ჻ ხართ჻ მოყმენო჻ ვინ჻ იქთ჻ საქმესა჻ ზესებსა჻ ჯოგი჻ მისია჻ ვინ჻ მტერსა჻ ჰკრავს჻ ჴრმალსა჻ არ჻ აკუნესებსა჻

1519. მათ჻ მშვილდები჻ დაიწუადეს჻ მეჯოგეთა჻ გაეკიდნეს჻ მეჯოგენი჻ მიიზახდეს჻ ჴმანი჻ მათნი჻ გაადიდნეს჻ გუიშველეთო჻ გუიშველეთო჻ მეკობრეთა჻ ამოგვწყუიტნეს჻ ჴმა჻ შეიქნა჻ შეიყარნეს჻ ფრიდონს჻ ჰკადრეს჻ არ჻ დარიდნეს჻

1520. შეეკაზმა჻ ფრიდონ჻ შეჯდა჻ შეკაზმული჻ გამოვიდა჻ ჴმა჻ შეიქნა჻ შეიყარნეს჻ რაზმი჻ ველთა჻ დაჰფარვიდა჻ იგი჻ მზენი჻ მოეგებნეს჻ ვის჻ ზამთარი჻ ვერ჻ დაზვრიდა჻ დაეხურა჻ ზარადები჻ პირსა჻ მათსა჻ უფარვიდა჻

1521. რა჻ ტარიელ჻ ფრიდონ჻ იცნა჻ თქუა჻ ვნახეო჻ ვინცა჻ მინა჻ მუზარადი჻ მოიჴადა჻ გაიღიმნა჻ გაიცინა჻ ფრიდონს჻ უთხრა჻ რასა჻ ჰლამი჻ ჩუენი჻ მოსლვა჻ რას჻ გეწყინა჻ პურად჻ ავი჻ მასპინძელი჻ მოგუეგებვი჻ ომად჻ წინა჻

1522. ფრიდონ჻ ფიცხლა჻ გარდაიჭრა჻ დავარდა჻ და჻ თაყვანისსცა჻ იგინიცა჻ გარდაუხდეს჻ მოეხუივნეს჻ აკოცესცა჻ ფრიდონ჻ ღ~თსა჻ ჴელ჻ აბყრობით჻ უსაზომო჻ მადლი჻ მისცა჻ დიდებულნი჻ აკოცებდეს჻ იცნობდიან჻ იგი჻ ვისცა჻

1523. ფრიდონ჻ უთხრა჻ რასა჻ სდეგით჻ მოგელოდი჻ უწინარე჻ მე჻ მზა჻ ვარო჻ სამსახური჻ თქუენი჻ რამცა჻ დავიზარე჻ ჰგუანდა჻ თუცა჻ შეყრილ჻ იყუნეს჻ ორნი჻ მზენი჻ ერთი჻ მთუარე჻ ერთმანერთი჻ დააშუენეს჻ გაემართნეს჻ იქცეს჻ გარე჻

1524. ფრიდონის჻ სახლსა჻ გარდაჴდეს჻ ორნივე჻ ტურფად჻ გებულსა჻ ახლოს჻ დაისუამს჻ ავთანდილს჻ მისსა჻ ძმად჻ შეფიცებულსა჻ ტარიელ჻ დაჯდა჻ საჯდომსა჻ ოქსინო჻ გარდაგებულსა჻ მათ჻ უძღუნეს჻ იგი჻ აბჯარი჻ ფრიდონს჻ ჭაბუკად჻ ქებულსა჻

1525. უთხრეს჻ ჯერთ჻ ჟამად჻ არა჻ გვაქვს჻ სხუა჻ შენთვის჻ არმაღანია჻ მაგრა჻ ტურფანი჻ მრავალნი჻ ქუე჻ სამე჻ გუისხენ჻ სხუანია჻ მან჻ დასდვა჻ პირი჻ მიწასა჻ არ჻ დაიყოვნა჻ ხანია჻ ჩემთუის჻ ამისი჻ ბოძება჻ არს჻ თქუენი჻ შესაგუანია჻