... (H-461), XVIII ს.

1506. აწ჻ მე჻ მაქუს჻ ქაჯთა჻ ქვეყანა჻ და჻ მათგან჻ დანადებია჻ მეფეო჻ კარგი჻ ყველაი჻ მე჻ თქვენგან჻ წამკიდებია჻ ფატმანს჻ უხსნია჻ ჩემი჻ მზე჻ სდედებია჻ და჻ სდებია჻ ამისად჻ ნაცვლად჻ რამც჻ გიძღვნა჻ მძულს჻ ცუდი჻ ნაქადებია჻

1507. მოდი჻ გუნახე჻ გავიარდეთ჻ ქვეყანასა჻ შენსა჻ ვირე჻ სრულად჻ ქაჯთა჻ ქვეყანასა჻ გიძღუნი჻ ჩემგან჻ შეიწირე჻ კაცნი჻ შენნი჻ შეაყენენ჻ ციხე჻ მაგრად჻ დაიჭირე჻ მე჻ ვისწრაფი჻ ვერ჻ გიახელ჻ შენ჻ წამოდი჻ ჩემ჻ კერძ჻ ირე჻

1508. თქვენ჻ უბრძანე჻ ჩემ჻ მაგიერ჻ უსენს჻ ქმარსა჻ ფატმანისსა჻ გამოგზავნოს჻ იამების჻ ნახუა჻ მისი჻ ჴსნილსა჻ მისსა჻ მისგან჻ კიდე჻ ინატრიდა჻ ჭურეტასამცა჻ სხვადღა჻ ვისსა჻ ვინ჻ მზესაცა჻ უნათლეა჻ ასრე჻ ვითა჻ ბროლი჻ ფისსა჻

1509. რა჻ კაცი჻ ტარიელისა჻ ესტუმრა჻ ზღუათა჻ მფლობელსა წესია჻ გული჻ გაკრთების჻ ამბავსა჻ გასაკრთომელსა მისცა჻ მადლი჻ და჻ დიდება჻ ღმერთსა჻ მართლისა჻ მპყრობელსა჻ მაშინვე჻ შეჯდა჻ არ჻ უნდა჻ სხვისაღა჻ მუნ჻ მჴმობელისა჻

1510. ბარგი჻ აჰკიდა჻ გააგო჻ ქნა჻ ქორწილისა჻ მათისა჻ მას჻ მოაქუს჻ რიცხვი჻ ტურფასა჻ თვალ჻ მარგალიტთა჻ სათისა჻ ფატმან჻ თან჻ ახლავს჻ იარეს჻ სავალი჻ დღისა჻ ათისა჻ უხარის჻ ნახვა჻ ლომისა჻ და჻ მზისა჻ თეთრთა჻ მნათისა჻

1511. შორს჻ გაეგებნენ჻ სამნივე჻ დიდსა჻ მეფესა჻ ზღვათასა჻ გარდაჴდეს჻ მდაბლად჻ აკოცეს჻ გარე჻ სწყდეს჻ ჯარსა჻ სპათასა჻ შეასხეს჻ ქება჻ ტარიელს჻ მან჻ მადლი჻ გაუათასა჻ ქალი჻ რა჻ ნახეს჻ სტრფიალობს჻ შუქსა჻ მას჻ ბროლ჻ ბაკამთასა჻

1512. ფატმან჻ ხათუნს჻ მისსა჻ მჭურეტსა჻ ედებოდა჻ ცეცხლი჻ ნელი჻ მოეხვია჻ გარდუკოცნა჻ ჴელი჻ ფერხი჻ პირი჻ ყელი჻ იტყვის჻ ღ~თო჻ რა჻ გმსახურო჻ გამინათლდა჻ რადგან჻ ბნელი჻ ვდცან჻ სიმოკლე჻ ბოროტისა჻ კეთილია჻ შენი჻ გრძელი჻

1513. ქალი჻ ფატმანს჻ ეხუეოდა჻ ტკბილად჻ იტყვის჻ არ჻ გამწყრალი჻ ღმერთმან჻ გული჻ განმინათლა჻ გახეთქილი჻ გაცამძრალი჻ აწ჻ აგრე჻ ვარ჻ გავსებული჻ წინას჻ ვიყავ჻ ვითა჻ მცხრალი჻ მზემან჻ შუქნი჻ შემამადგნა჻ ვარდი჻ მით჻ ვარ჻ აღარ჻ ბრალი჻

1514. ზღვათა჻ მეფე჻ გარდაიჴდის჻ მუნ჻ ქორწილსა჻ მეტად჻ დიდსა჻ ქაჯეთიცა჻ დაუმადლა჻ არ჻ გაუშვა჻ შვიდსა჻ დღესა჻ უხვად჻ გასცემს჻ საბოძვარსა჻ საჭურჭლესა჻ ანაკიდსა჻ პერპერასა჻ დაპანტულსა჻ ზედა჻ სცვეთდეს჻ ვითა჻ ჴიდსა჻

1515. მუნ჻ იდვის჻ გორი჻ ლარისა჻ სტავრისა჻ და჻ ატლასისა჻ ტარიელს჻ უძღუნა჻ გვირგვინი჻ ვერ჻ დანადები჻ ფასისა჻ იაგუნდისა჻ ყვითლისა჻ მთელისა჻ მეტად჻ ხასისა჻ კვლავ჻ ერთი჻ ტახტი჻ ოქროსი჻ წითლისა჻ მართ჻ ახლითა჻

1516. ნესტანდარეჯანს჻ ყაბაჩა჻ უძღუნა჻ შემკული჻ თუალითა჻ იაგუნდითა჻ წითლითა჻ ბადახჩანურისა჻ და჻ ლალითა჻ დასხდეს჻ ორნივე჻ ქალყმანი჻ პირითა჻ ელვა჻ მკრთალითა჻ მათნი჻ მჭურეტელნი჻ დაიწვი჻ ცეცხლითა჻ მართ჻ ახალითა჻

1517. ავთანდილს჻ და჻ ფრიდონს჻ უძღუნა჻ უსაზომო჻ დიდი჻ ძღვენი჻ ძვირფასისა჻ უნაგირი჻ უკეთესი჻ თვითო჻ ცხენი჻ თვითო჻ კაბა჻ თვალიანი჻ უცხო჻ ფერთა჻ შუქთა჻ მფენი჻ მოახსენეს჻ მადლი჻ რა჻ ვთქვათ჻ სვიანიმცა჻ დავლათ჻ თქვენი჻

1518. ტარიელ჻ მადლსა჻ გარდიჴდის჻ ტურფა჻ ტკბილისა჻ ენითა჻ დიდად჻ ვიამე჻ მეფეო჻ პირველ჻ ნახვითა჻ თქვენითა჻ მერმე჻ აგუავსენ჻ მრავლითა჻ ფერად჻ ფერადთა჻ ძღვენითა჻ ვიცი჻ შორი჻ შორ჻ არ჻ ჩავლა჻ ჩვენ჻ თქვენი჻ კარგად჻ ვქენითა჻

1519. ზღუათა჻ მეფე჻ მოახსენებს჻ ჴელმწიფეო჻ ლომო჻ ქველო჻ მგზავსი჻ თქუენი჻ რამცა჻ მეძღუნა჻ შვენიერო჻ სანახველო჻ მოახლეთა჻ სიცოცხლეო჻ ვერ჻ მჭურეტელთა჻ შორით჻ მკლველო჻ რა჻ მოგშორდე჻ რა჻ მექნების჻ ყოველთათვის჻ სასურველო჻

1520. ტარელ჻ ფატმანს჻ უბრძანა჻ მე჻ თავი჻ შენი჻ მიდია჻ დავ჻ ვალი჻ შენი჻ ჩემზედა჻ გარდაუჴდელი჻ დიდია჻ აწ჻ რაცა჻ ქაჯთა჻ საჭურჭლე჻ ქაჯეთით჻ ამიკიდია჻ მამიცემია჻ წაიღე჻ არ჻ კიდე჻ მამიყიდია჻

1521. ფატმან჻ ხათუნ჻ თაყვანისსცა჻ ჰკადრებს჻ მადლსა჻ მეტის჻ მეტსა჻ მე჻ მეფეო჻ გაყრა჻ თქვენი჻ მიდებს჻ ცეცხლსა჻ დაუშრეტსა჻ რა჻ მოგშორდე჻ რა჻ ვიქნებით჻ ჩვენ჻ დაგვაგდებთ჻ ვითა჻ რეტსა჻ ახ჻ ნეტარძი჻ მოახლეთა჻ ვაგლახ჻ თქვენსა჻ ვერა჻ მჭურეტსა჻

1522. ზღვათა჻ მეფესა჻ ეტყვიან჻ ორნივე჻ შუქთა჻ მაფენი჻ კბილნი჻ ბროლნი჻ და჻ ბაგენი჻ სადაფთა჻ მოსადაფენი჻ უთქვენოდ჻ მყოფსა჻ არ჻ გვინდა჻ ნიშატნი჻ საჩანგდაფენი჻ მაგრა჻ გაგვიშვენ჻ ჟამია჻ წავიდეთ჻ ჟამია჻ მოსწრაფენი჻

1523. შენ჻ იყავ჻ ჩვენი჻ იმედი჻ მშობლურად჻ საესავიო჻ მაგრა჻ ამასცა჻ ვიკადრებთ჻ გვიბოძო჻ ერთი჻ ნავიო჻ მეფემან჻ ბრძანა჻ არა჻ მშურს჻ სამიწოდ჻ თქვენად჻ თავიო჻ რადგან჻ ისწრაფი჻ რა჻ გკადრო჻ წა჻ გიწინამძღურდეს჻ მკლავიო჻

1524. მეფემან჻ ნავიხომალდი჻ მოჰკაზმა჻ ზღვისა჻ კიდესა჻ გამოემართა჻ ტარიელ჻ გამყრელნი჻ ცრემლსა჻ ღურიდესა჻ თავსა჻ იცემდენ჻ იგლეჯდენ჻ თმა჻ წვერსა჻ გადაჰყრიდესა჻ ფატმანის჻ ცრემლთა჻ შედენით჻ თვით჻ ზღვაცა჻ გაადიდესა჻

1525. ფატმან჻ ავთანდილს჻ თვალითა჻ ტკბილითა჻ შემხედველია჻ ავთანდილ჻ უთხრა჻ მუხთალი჻ სოფელი჻ ეგრე჻ მქმნელია჻ აღარვისად჻ მცალს჻ უმისოდ჻ გული჻ ვისთვისმცა჻ მწველია჻ ბრძენთა჻ თქმულია჻ მოყვარე჻ არ჻ გაიშვების჻ ძველია.