... (H-54), 1680 წ.

1599. ფატმან: ხათუნს: მისსა: მჭურეტსა: ედებოდა: ცეცხლი: ნელი: მოეხუია: გარდუკოცნა: ჴელი: ფერხი: პირი: ყელი: იტყუის: ღ~თო: რა: გმსახურო: განმინათლდა: რათგან: ბნელი: ვსცან: სიმოკლე: ბოროტისა: კეთილია: შენი: გრძელი:

1600. ქალი: ფატმანს: ეხუეოდა: ტკბილად: იტყუის: არ: გამწყრალი: ღ~თნ: გული: განმინათლა: გახეთქილი: გაცამწკრალი: აწ: აგრე: ვარ: გავსებული: წინას: ვიყავ: ვითა: მცხრალი: მზემან: შუქნი: შემომადგნა: ვარდივით: ვჩან: არდამზრალი:

1601. ზღუათა: მეფე: გარდაიჴდის: მუნ: ქორწილსა: მეტად: დიდსა: ქაჯეთიცა: დაუმადლა: არ: გაუშვა: დღესა: შუიდსა: უხვად: გასცემს: საბოძვარსა: საჭურჭლესა: ანაკიდსა: პერპერასა: დაპანტულსა: ზედა: ცუეთდეს: ვითა: ჴიდსა:

1602. მუნ: იდვის: გორი: ლარისა: სტავრისა: და: ატლასისა: ტარიელს: უძღუნა: გუირგუინი: ვერ: დანადები: ფასისა: იაგუნდისა: მრთელისა: ყუითლისა: მეტად: ხასისა: კულა: ერთი: ტახტი: ოქროსი: წითლისა: მართ: ახლითა:

1603. ნესტან: დარეჯანს: ყაბაჩა: უძღუნა: შემკული: თუალითა: იაგუნდითა: წითლითა: ბადახშითა: და: ლალითა: დასხდეს: ორნივე: ქალყმანი: პირითა: ელვა: მკრთალითა: მათნი: მჭურეტელნი: დაიწუნეს: ცეცხლითა: მართ: ახალითა:

1604. ავთანდილს: და: ფრიდონს: უძღუნა: უსაზომო: დიდი: ძღუენი: ძუირფასისა: უნაგირი: უკეთესი: თუითო: ცხენი: თუითო: კაბა: თუალიანი: უცხო: ფერთა: შუქთა: მფენი: მოახსენეს: მადლი: რა: ვთქვათ: სვიანმცაა: დავლა: თქუენი:

1605. ტარიელ: მადლსა: გარდიჴდის: ტურფა: სიტყუითა: ენითა: დიდად: ვიამე: მეფეო: პირველ: ნახუითა: თქუენითა: მერმე: აგუავსენ: მრავლითა: ტურფა: ფერითა: ძღუენითა: ვიცი: შორიშორ: არჩავლა: ჩუენ: თქუენი: კარგად: ვქენითა:

1606. ზღუათა: მეფე: მოახსენებს: ჴელმწიფეო: ლომო: ქუელო: მოახლეთა: სიცოცხლეო: ვერ: მჭურეტელთა: შორით: მკლუელო: მსგავსი: თქუენი: რამცა: მეძღუნა: შუენიერო: სანახველო: რა: მოგშორდე: რა: მერგების: საჭურეტელად: სასურველო:

1607. ტარელ: ფატმანს: უბრძანა: მე: თავი: შენი: მიდია: დავ: გული: შენი: ჩემზედა: გარდაუხდელი: დიდია: აწ: რაცა: ქაჯთა: საჭურჭლე: ქაჯეთით: ამიკიდია: მომიცემია: წაიღე: არ: კიდე: მომიყიდია:

1608. ფატმან: ხათუნ: თაყუანისსცა: ჰკადრებს: მადლსა: მეტის: მეტსა: მე: მეფეო: შენი: ნახვა: მიდებს: ცეცხლსა: დაუშრეტსა: რა: მოგშორდე: რა: ვიქნები: მე: დამაგდებ: ვითა: რეტსა: ახ: ნეტარძი: მოახლეთა: ვაგლახ: თქუენსა: ვერა: მჭურეტსა:

1609. ზღუათა: მეფესა: ეტყუიან: ორნივე: შუქთა: მაფენი: კბილნი: ბროლნი: და: ბაგენი: სადაფთა: მოსადაფენი: უთქუენოდ: მყოფსა: არ: გუინდან: ნიშანნი: საჩანგდაფენი: მაგრა: გაგუიშუენ: ჟამია: წავიდეთ: ვართ: მოსწრაფენი:

1610. შენ: იყავ: ჩვენი: მშობელი: ჩუენგან: ღ~თად: საესავიო: მაგრა: ამასცა: ვიაჯით: გუიბოძოთ: ერთი: ნავიო: მეფემან: ბრძანა: არა: მშურს: სამიწოდ: თქუენად: თავიო: რადგან: ისწრაფი: რა: გკადრო: წა: გიწინამძღურდეს: მკლავიო:

1611. მეფემან: ნავი: ხომალდი: მოჰკაზმა: ზღუისა: კიდესა: გამოემართა: ტარიელ: გამყრელნი: ცრემლსა: ღურიდესა: თავსა: იცემდეს: იგლეჯდეს: თმა: წუერსა: გაიყრიდესა: ფატმანის: ცრემლთა: შედენით: თუით: ზღუაცა: გაადიდესა:

ტარიელისაგან ფრიდონისას მისვლა:

1612. გამოვლნეს: ზღუანი: სამთავე: ერთგან: ძმად: შენაფიცართა: კულა: ამტკიცებდეს: სიტყუათა: მათ: პირველ: დანამტკიცართა: ჰშუენის: მღერა: და: სიცილი: მათ: მისთა: არ: უვიცართა: ბაგეთათ: შუქი: შეადგის: ზედან: ბროლისა: ფიცართა:

1613. მუნით: კაცი: ასმათს: თანა: მათ: გაგზავნეს: მახარობლად: კულა: ფრიდონის: თავადთასა: ნაომართა: მათთა: მთხრობლად: მანდა: მოვა: მოიმაღლებს: მზე: მნათობთა: მამაგრობლად: ჩუენ: დამზრალნი: აქანამდის: აწ: გავჴედით: დაუზრობლად:

1614. იგი: მზე: შესვეს: კუბოსა: იარეს: გზა: ზღუის: პირისა: მიყმაწვილობდეს: უხარის: მათ: გარდაჴდომა: ჭირისა: მივიდეს: სადა: ქუეყანა: იყო: ნურადინ: გმირისა: მოეგებნიან: ისმოდის: ჴმა: სიმღერისა: ჴშირისა:

1615. მუნ: მიეგება: ყოველი: ფრიდონის: დიდებულები: ასმათი: სავსე: ლხინითა: ვის: აღარ: აჩნდა: წყლულები: ნესტანდარიჯს: ზედ: მოიჭდნვა: რომე: ვერ: გაჴსნის: ცულები: აწ: გაუსრულა: ყოველი: მან: მისი: ნაერთგულები:

1616. ნესტანდარეჯან: ეხუევის: პირსა: აკოცებს: პირითა: უბრძანა: ჩემო: ვაგლახ: მე: შენცა: აგავსე: ჭირითა: აწ: ღმერთმან: მოგუცა: წყალობა: ვცან: მისი: არსიძუირითა: მე: გულსა: შენსა: ეზომსა: არ: ვიცი: გარდვიჴდი: რითა:

1617. ასმათ: ჰკადრა: მადლი: ღ~თსა: ვარდნი: ვნახენ: არდაზრულნი: ბოლოდ: ასრე: გააცხადნა: გონებამან: დაფარულნი: სიკუდილიცა: სიცოცხლედ: მიჩს: ოდეს: გნახენ: მხიარულნი: სჯობან: ყოვლთა: მოყუარულთა: პატრონ: ყმანი: მოყუარულნი: