... (H-54), 1680 წ.

1543. ფრიდონ: ფიცხლა: გარდაიჭრა: დავარდა: და: თაყუანისსცა: იგინიცა: გარდაუხდეს: მოეხუივნეს: აკოცესცა: ფრიდონ: ღმერთსა: ჴელ: აპყრობით: უსაზომო: მადლი: მისცა: დიდებულნი: აკოცებდეს: იცნობდიან: იგი: ვისცა:

1544. ფრიდონ: უთხრა: რასა: სდეგით: მოგელოდი: უწინარე: მე: მზა: ვარო: სამსახური: თქუენი: რამცა: დავიზარე: ჰგუანდა: თუცა: შეყრილ: იყვნეს: ორნი: მზენი: ერთი: მთუარე: ერთმანერთი: დააშვენეს: გაემართნეს: იქცეს: გარე:

1545. ფრიდონის: სახლსა: გარდაჴდეს: ორნივე: ტურფად: გებულსა: ახლოს: დაისუამს: ავთანდილს: მისსა: ძმად: შეფიცებულსა: ტარიელ: დაჯდა: საჯდომსა: ოქსინო: გარდაგებულსა: მათ: უძღუნეს: იგი: აბჯარი: ფრიდონს: ჭაბუკად: ქებულსა:

1546. უთხრეს: ჯერთ: ჟამად: არა: გვაქვს: სხუა: შენთვის: არმაღანია: მაგრა: ტურფანი: მრავალნი: ქუე: სამე: გუისხენ: სხუანია: მან: დასდვა: პირი: მიწასა: არ: დაიყოვნა: ხანია: ჩემთუის: ამისი: ბოძება: არს: თქუენი: შესაგუანია:

1547. გამოისუენეს: მას: ღამით: ფრიდონის: მასპინძლობითა: აბანოს: ბანნა: აავსნა: შესამოსლისა: ძღუნობითა: დამოსნა: ტურფა: ტურფითა: ერთმანერთისა: მჯობითა: თვალ: მარგალიტი: ღარიბი: უძღუნა: ოქროსა: გობითა:

1548. უთხრა: თქუა: ესე: სიტყვაა: ავისა: მასპინძელისა ჰგავს: მომწყენოდეს: სტუმრობა: თქუენ: ბრძნისა: ვითა: ხელისა: მაგრა: აწ: ყოფნა: არ: ვარგა: წავლა: სჯობს: გზისა: გრძელისა: თუ: ქაჯნი: მოგვესწრებიან: საეჭუი: არს: სიძნელისა:

1549. დიდთა: რას: ვაქმნევთ: ლაშქართა: კარგნი: გუინდან: და: ცოტანი: სამასი: კაცი: გუეყოფის: წავიდეთ: მართ: მეოტანი: ჩუენ: ქაჯეთს: ქაჯთა: საომრად: დავაგნეთ: ჴრმალთა: კოტანი: მას: ადრე: ვჰპოებთ: ვისიცა: მოგუკლავს: ალვისა: მოტანი:

1550. ქაჯეთს: ერთხელ: კულავ: ვყოფილვარ: ნახავთ: თქუენცა: გემაგრების: ყოვლგნით: კლდეა: გარეშემო: მტერი: ვერა: მოადგების: თუ: იდუმალ: არ: შეუვალთ: ცხადად: შებმა: არ: ეგების: მით: ლაშქარი: არად: გუინდა: რაზმი: მალვით: ვერ: მოგუყუების:

1551. იგინიცა: დაემოწმნეს: ამა: მისსა: ნაუბარსა: მუნ: დააგდეს: ქალი: ასმათ: ფრიდონ: მისცემს: საჩუქარსა: თუით: სამასსა: ცხენოსანსა: წაიტანდეს: გმირთა: დარსა: ბოლოდ: ღმერთი: გაუმარჯვებს: ყოვლსა: პირველ: შენაზარსა:

1552. ზღუა: გაიარეს: სამთავე: ერთგან: ძმად: შეფიცებულთა: ფრიდონ: გზა: იცის: იარეს: დღისით: და: ღამით: რებულთა: ფრიდონ: თქუა: ვახლავთ: არეთა: ჩუენ: ქაჯეთს: მიახლებულთა: აქათგან: ღამით: ვლა: გუინდა: მით: არას: გამჟღავნებულთა:

1553. ამა: ფრიდონის: თათბირთა: სამნივე: ერთგან: ზმიდიან: რა: გაუთენდის: დადგიან: და: ღამით: ფიცხლა: ვლიდიან: მივიდეს: აჩნდა: ქალაქი: მცველთა: ვერ: დასთუალვიდიან: გარე: კლდე: იყო: გუშაგთა: ჴმა: ჯარვით: გაადიდიან:

1554. ყოვლგნით: მრგუალი: შეუვალი: არსით: იყო: ყოლა: პირი: სამთა: კართა: ცხრა: ათასი: ზედა: სცუიდა: მოყმე: გმირი: შუა: ციხე: ამართული: კლდე: კეკლუცი: არ: დუხჭირი: გუირაბითა: შესავალი: აჴურეტილი: ვითა: სტუირი:

1555. გუირაბის: კარსა: ჭაბუკი: ათი: ათასი: მცველია: მათ: ლომთა: ნახეს: ქალაქი: მთუარე: დგას: მუნ: ნათელია: თქუეს: ვითათბიროთ: ვითა: ვთქუათ: აწ: გამორჩევა: ძნელია: ასი: ათასსა: აჯობებს: თუ: გამორჩევით: მქმნელია:

თათბირი ნურადინ ფრიდონისა:

1556. ფრიდონ: თქუა: ვიტყვი: სიტყვასა: ვეჭუ: ჩემი: არ: დამცდარია: ჩუენ: ცოტანი: ვართ: ქალაქი: დიდთაგან: საომარია: პირისპირ: ომი: არ: ძალ: გუაქვს: არ: ჟამი: საკუეხარია: ათას: წელ: ვერსით: შევუვალთ: თუ: ზედ: დაგუიჴშან: კარია:

1557. ჩემსა: სიმცროსსა: გამზრდელნი: სამუშაითოდ: მზრდიდიან: მასწავლნეს: მათი: საქმენი: მახლტუნებდიან: მწურთიდიან: ასრე: გავიდა: საბელსა: რომ: თუალნი: ვერ: მომკიდიან: ვინცა: მჭურეტდიან: ყმაწვილნი: იგიცა: ინატრიდიან:

1558. აწ: ვინცა: ვიცით: უკეთუ: შეტყორცა: საგდებელისა: მან: ერთსა: ბურჯსა: გარდვაგდოთ: წუერი: საბლისა: გრძელისა: მას: ზედა: გავლა: ადვილად: მიჩანს: მართ: ვითა: ველისა: თქუენ: ჭირად: გაყო: შიგანთა: პოვნა: კაცისა: მრთელისა:

1559. აბჯრითა: გავლა: არად: მიჩს: ჭირად: გატანა: ფარისა: შიგან: ჩავხტები: კისკასად: ვეცემი: მსგავსად: ქარისა: ლაშქართა: დავჴოც: გავახუამ: ნახოთ: გაღება: კარისა: თქუენცა: მუნ: მოდით: სადაცა: გესმას: ზრიალი: ზარისა:

თათბირი ავთანდილისა:

1560. ავთანდილ: უთხრა: ჰე: ფრიდონ: მოყუასნი: ვერ: გიჩივიან: ლომთა: მკლავთაგან: იმედი: გაქუს: არა: წყლულნი: გტკივიან: სთათბირობ: ძნელთა: თათბირთა: მტერთა: ივაგლახივიან: მაგრა: თუ: გესმის: გუშაგნი: რა: ახლო: ახლო: ყივიან: