... (H-54), 1680 წ.

1656. ამ: საქმესა: დაფარულსა: ბრძენ: დიონოს: გააცხადებს: ღ~თი: კარგსა: მოავლინებს: და: ბოროტსა: არ: დაბადებს: ავსა: წამ: ერთ: შეამოკლებს: კარგსა: ხანგრძლად: გააკულადებს: თავსა: მისსა: უკეთესსა: უზადო: ჰყოფს: არ: აზადებს:

1657. ფრიდონისით: გაემართნეს: იგი: ლომნი: იგი: მზენი: თანა: მიჰყავს: პირი: მზისა: ქალი: მჭურეტთა: ამაზრზენი: ჰკიდავს: ბროლსა: ყორნის: ბოლო: დაწყობილი: დანათხენი: მუნ: ბადახშსა: აშუენებდეს: სინატიფე: სინაზენი:

1658. იგი: მზე: უჯდა: კუბოსა: და: ეგრე: არონინებდეს: მინადირობდეს: ნადირსა: მუნ: სისხლსა: დაადინებდეს: სადაცა: დახუდეს: ქუეყანა: მჭურეტელთა: მოალხინებდეს: მოეგებნიან: სძღუნობდიან: აქებდეს: არ: აგინებდეს:

1659. მას: ჰგუანდეს: თუმცა: სამყაროს: მზე: უჯდა: შუა: მთუარეთა: იარნეს: დღენი: მრავალნი: ლაღთა: ბრძნად: მოუბარეთა: შიგან: მათ: დიდთა: მინდორთა: ყოვლგნით: კაცთ: მიუმცვდარეთა: სად: ყოფილ: იყო: ტარიელ: მიხუდეს: მის: კლდისა: არეთა:

1660. ტარიელ: ბრძანა: მე: მმართებს: დღეს: თქუენი: მასპინძელობა: მუნ: მივალ: სადა: ყოფილ: ვარ: მჭირდა: სადამდის: ხელობა: მუნ: გუიმასპინძლოს: ასმათმან: მას: უცს: ჴორცისა: ჴმელობა: მე: რომე: გიძღუნი: ტურფათა: აქოთ: ლარისა: ჭრელობა:

1661. მივიდეს: შიგან: გარდაჴდეს: ქუაბსა: მას: დიდთა: კლდეთასა: ასმათს: უც: ჴორცი: ირმისა: იქს: მასპინძლობა: კუეთასა: ამხანაგობდეს: ლაღობდეს: წასულასა: მათ: საქმეთასა: ღ~თსა: ჰმადლობდეს: შეცვლასა: ლხინად: ჭირისა: დღეთასა:

1662. მოიარეს: ქუაბოვანი: თამაშობდეს: მხიარულნი: პოვნეს: იგი: საჭურჭლენი: ტარიასგან: დაბეჭდულნი: ვერცა: ვისგან: დანათუალნი: ვერცა: ვისგან: შეგებულნი: არ: იტყუიან: თუ: არა: გუაქუსო: იგ: ამისთუის: გულ: ნაკლულნი:

1663. უბოძა: ტურფა: მრავალი: მათ: მათი: შესადარები: კულა: ფრიდონისნი: აავსნა: სპა: ჰყუა: თუ: სპასალარები: აივსო: კაცი: ყუელაი: მაშინ: მათ: თანა: ნარები: მაგრა: ძეს: რომე: საჭურჭლე: ჰგუანდა: კაც: დაუკარები:

1664. ფრიდონს: უთხრა: ვალი: შენი: ჩემგან: ძნელად: გარდიჴდების: მაგრა: თქმულა: კარგის: მქმნელი: კაცი: ბოლოდ: არ: წაჴდების: აწ: საჭურჭლე: რაზომიცა: აქა: ძეს: და: ან: იდების: შენი: იყოს: ყუელაკაი: შენ: წაიღე: ვითა: გხუდების:

1665. ფრიდონ: მდაბლად: თაყუანისცა: ჰკადრა: მადლი: მეტის: მეტი: მე: მეფეო: რად: გგონივარ: უჭკუო: და: აგრე: რეტი: მტერი: ყოვლი: ჩალად: გიჩანს: ვინმცა: იყო: ვითა: კეტი: ჩემი: ლხინი: მუნამდისა: ვირე: ვიყო: შენი: მჭურეტი:

1666. ფრიდონ: კაცნი: დააბრუნნა: მოსასხმელად: აქლემისად: სახლსა: მისსა: მისაღებლად: მის: ყუელასა: საჭურჭლისად: აწ: მუნითგან: გაემართნეს: არაბეთით: წავლად: გზისად: ავთანდილა: გალეული: შესაყრელად: მთუარე: მზისად:

1667. მიხუდეს: არაბთა: სამზღუარსა: რა: ვლეს: მრავალნი: ხანები: დახუდა: სოფლები: ციხები: ჴშირ: ჴშირად: თანის: თანები: მუნ: შიგა: მყოფსა: ემოსა: ტანსა: ლურჯი: და: მწუანები: ავთანდილისთუის: ყუელაი: ცრემლითა: არს: ნაბანები:

1668. ავთანდილ: იცნეს: გაისმა: ჴმა: მათგან: სიხარულისა დაიწყეს: ყოვლგნით: ლაშქართა: ქნა: მათკენ: სიარულისა თაყუანის: სცემდა: სიმრავლე: სპისა: პირ: მხიარულისა: ქალი: ნახნიან: შუენება: თქუიან: არს: მზისა: სრულისა:

1669. ტარიელ: კაცი: გაგზავნა: წინაშე: როსტან: მეფესა: შესთალა: გკადრებ: მეფეო: სურვილთა: სიიეფესა: მე: მოუალ: მეფე: ჰინდოთა: დარბაზსა: თქუენსა: სეფესა: გიჩუენებ: ვარდსა: კოკობსა: უფრჭუნელსა: მოუკრეფესა:

1670. მაშინ: თქუენ: ჩემი: გეწყინა: ნახუა: მიწისა: შენისა: ცდა: შეპყრობისა: ავი: ჰქმენ: შემოტეობა: ცხენისა: მე: შენთა: სპათა: ვაჩუენე: ნიშანი: რამე: წყენისა: დავჰჴოცე: მონა: მრავალი: მსახურნი: სრისა: თქუენისა:

1671. აწ: ამად: მოვალ: წინაშე: დავყარენ: ჩემნი: გზანია: შემინდოთ: რაცა: შეგცოდე: ჰქნნეთ: გაწყრომისა: კმანია: ძღუენი: არა: გვაქუს: გუმოწმობენ: ფრიდონ: და: მისნი: ყმანია: ოდენ: ძღუნად: თქუენი: ავთანდილ: მე: თქუენთვის: მომიტანია:

1672. რა: მიუვიდა: მეფესა: მახარობელი: ჟამისა: ვით: გაეხარნეს: ვერ: იტყუის: ენა: ერთისა: წამისა: თინათინს: ღაწუთა: ემატა: ელვა: შუქისა: სამისა: ბროლსა: და: ლალსა: აშუენებს: მუნ: ჩრდილი: წარბ: წამწამისა:

1673. ტაბლაკსა: ჰკრეს: და: გაისმა: ხმა: მაშინ: თქარ: თქარებისა: ლაშქარნი: რბოდეს: მი: და: მო: ქნა: სწადდა: მათკენ: რებისა: დაიწყეს: მოსხმა: ცხენისა: მოღება: უნაგრებისა: შესხდა: სიმრავლე: მოყმისა: მკლავ: ფიცხელ: გულმაგრებისა:

1674. მეფე: შეჯდა: გაეგებნეს: თავადნი: და: სრულად: სპანი: ვისცა: ესმის: მოვიდიან: მას: წინაშე: სხუაგნით: სხუანი: ყველაკაი: ღ~თსა: ჰმადლობს: გაამაღლნეს: მათნი: ომანი: თქუეს: ბოროტსა: უმყოფოო: კეთილნია: შენთუის: მზანი:

1675. რა: ერთმანერთი: აუჩნდა: მიგებულ: მოსაგებავთა: ავთანდილ: ეტყუის: ტარიელს: სიტყუათა: დანაზებავთა: აგერა: ხედავთ: მინდორთა: მტუერითა: შენაღებავთა: ამად: მედების: საჴუმილი: გულსა: ეცხელა: ებავთა: