... (H-54), 1680 წ.

1524. ჰინდოთ: მეფე: მხიარული: ასმათს: რასმე: უბრძანებდა: ერთმანერთსა: ეხუეოდეს: სიხარული: ატირებდა: ვარდსა: ზედა: ყორნის: ბოლო: ნამსა: თხელსა: აპკურებდა: კაცსა: ღმერთი: არ: გასწირავს: თუცა: კაცი: შეიგებდა:

1525. ღმერთსა: მისცეს: დიდი: მადლი: თქუეს: გუიყოო: რაცა: სჯობდა: აწყა: ვცანით: უარესსა: პირი: თქუენი: არ: გაჰბრჭობდა: ჰინდოთ: მეფე: ჴელ: განპყრობით: მხიარული: ამას: ჴმობდა: ქუაბს: შევიდეს: მხიარული: ასმათ: რასმე: მასპინძლობდა:

1526. ტარიელ: ეტყუის: ავთანდილს: ისმინე: სიტყუა: ასები: გიამბობ: რასმე: ამბავსა: მოამბვედ: ნუ: გენასები: მე: ოდეს: ქუაბნი: წაუხვენ: დავჴოცენ: დევთა: დასები: მას: აქათ: მათი: აქა: ძეს: საჭურჭლე: ძუირ: ნაფასები:

1527. მე: აგრე: არა: მინახავს: მართ: ვითა: არა: მდომია: მოდი: და: გავჴსნათ: შევიგნეთ: საჭურჭლე: თუ: რა: ზომია: იამა: ადგეს: ორნივე: არცა: ქუე: ასმათ: მჯდომია: დალეწეს: კარი: ორმოცი: მათგან: არ: ზედა: ომია:

1528. პოვეს: საჭურჭლე: უსახო: კულა: უნახავი: თვალისა: მუნ: იდვა: რიყე: თუალისა: ჴელწმიდად: განათალისა: ჩნდის: მარგალიტი: ოდენი: ბურთისა: საბურთალისა: ვინმცა: ქნა: რიცხვი: ოქროსა: ვერვისგან: დანათვალისა:

1529. იგი: სახლი: ორმოცივე: შიგან: იყო: გატენილი: პოეს: ერთი: ზარდახანა: აბჯრისათვის: ახლად: ქნილი: მუნ: აბჯარი: ყოვლი: ფერი: ასრე: იდვა: ვითა: მწნილი: შიგან: ერთი: კიდობანი: დაბეჭდილი: არ: გაჴსნილი:

1530. ზედა: ეწერა: აქა: ძეს: აბჯარი: საკუირველიო: ჯაჭუ: მუზარადი: ალმასი: ჴმალი: ბასრისა: მჭრელიო: თუ: ქაჯნი: დევთა: შეებნენ: დღე: იყოს: იგი: ძნელიო: უმისჟამისოდ: ვინც: გაჴსნას: არის: მეფეთა: მკვლელიო:

1531. კიდობანი: გახსნეს: პოვეს: მუნ: აბჯარი: სამი: ტანი: რასაცა: ვით: შეიმოსენ: მეომარნი: სამნი: ყმანი: ჯაჭუ: ჴრმალი: მუზარადი: საბარკული: მათი: გვანი: ზურმუხტისა: ბუდებითა: იყუნეს: ვითა: ლუსკუმანი:

1532. თუითომან: თუითო: ჩაიცვეს: თავის: თავს: გამოსცდიდიან: ჯაჭუ: მუზარადსა: აბჯარი: მართ: ვერა: ვერ: დაჰკიდიან: ჴრმალი: რკინისა: მოჰკრიან: ვით: ბამბის: მკედსა: სჭრიდიან: მათ: უღირს: ყოვლად: ქუეყანად: შევატყევ: არ: გაჰყიდიან:

1533. თქუეს: ესე: ნიშნად: გუეყოფის: ვართო: კარგითა: ბედითა: ღმერთმან: მოგუხედნა: თუალითა: ზეგარდმო: მონახედითა: აიღეს: იგი: აბჯარი: თავის: თავისა: ქედითა: თუითო: მათ: ერთი: ფრიდონის: საძღვნობლად: შეკრეს: ღუედითა:

1534. ოქროც: რამე: წაიტანეს: მარგალიტი: ღარიბები: გამოვიდეს: გამობეჭდეს: ორმოცივე: საჭურჭლები: ავთანდილ: თქუა: ამას: იქით: დავამაგრო: ჴმალთა: ნები: ამას: ღამე: არსად: წავალ: რა: გათენდეს: არ: დავდგები:

1535. აქა: მხატვარო: დახატე: ძმად: უმტკიცესნი: ძმობილნი: იგი: მიჯნურნი: მნათობთა: სხუისა: ვერვისგან: სწრობილნი: ორნივე: გმირნი: მოყმენი: მამაცობისა: ცნობილნი: რა: ქაჯეთს: მივლენ: გასინჯეთ: ომი: ლახუართა: სობილნი:

ტარიელისა და ავთანდილისა წასვლა ფრიდონისასა:

1536. რა: გათენდა: გაემართნეს: წაიტანეს: ასმათ: თანა: ნურადინის: ქუეყანამდის: შეისუიან: მათ: უკანა: მუნ: ვაჭარმან: ოქროს: ფასად: ცხენი: მისცა: არ: უძღუანა: ავთანდილ: ჰყვა: ყოლაოზად: სხუამცა: ვინღა: წაიტანა:

1537. იარეს: და: ზედა: შეჰჴდეს: ნურადინის: მეჯოგეთა: ჯოგი: ნახეს: მოეწონა: ფრიდონისთუის: იაგეთა: მუნ: ავთანდილს: ჰინდო: ეტყუის: გაქნევ: კარგთა: სიშმაგეთა: მოდი: ფრიდონს: ველაღობნეთ: ჯოგსა: მისსა: მოვადგეთა:

1538. ჯოგი: წაუღოთ: მოსრულნი: ვესმით: ჯოგისა: წაღებად: გამოემართუის: საომრად: ველთა: სისხლისა: დაღებად: ანასდად: გუიცნობს: გაჰკრთების: გულსა: შეელმის: დაღებად: ამოა: კარგი: ლაღობა: ლაღსა: შევეიქს: ლაღებად:

1539. დაუწყეს: პყრობა: ტაიჭსა: ფრიდონის: უკეთესებსა: მუნ: მეჯოგეთა: ფანოსი: შეექნა: ეკრა: კუესებსა: უყივლეს: ვინ: ხართ: მოყმენო: ვინ: იქთ: საქმესა: ზესებსა: ჯოგი: მისია: ვინ: მტერსა: ჰკრავს: ჴრმალსა: არ: აკუნესებსა:

1540. მათ: მშვილდები: დაიწუადეს: მეჯოგეთა: გაეკიდნეს: მეჯოგენი: მიიზახდეს: ჴმანი: მათნი: გაადიდნეს: გვიშველეთო: გვიშველეთო: მეკობრეთა: ამოგვწყუიტნეს: ჴმა: შეიქნა: შეიყარნეს: ფრიდონს: ჰკადრეს: არ: დარიდნეს:

1541. შეეკაზმა: ფრიდონ: შეჯდა: შეკაზმული: გამოვიდა: ჴმა: შეიქნა: შეიყარნეს: რაზმი: ველთა: დაჰფარვიდა: იგი: მზენი: მოეგებნეს: ვის: ზამთარი: ვერ: დაზურიდა: დაეხურა: ზარადები: პირსა: მათსა: უფარვიდა:

1542. რა: ტარიელ: ფრიდონ: იცნა: თქუა: ვნახეო: ვინცა: მინა: მუზარადი: მოიჴადა: გაიღიმნა: გაიცინა: ფრიდონს: უთხრა: რასა: ჰლამი: ჩუენი: მოსულა: რას: გეწყინა: პურად: ავი: მასპინძელი: მოგუეგებვი: ომად: წინა: