... (H-54), 1680 წ.

1735. მთუარე: ცისკრისა: ნიავსა: რა: თანა: შეესწოროსა: ორნივე: სწორად: ნათობენ: მოშორდეს: მოეშოროსა: არა: თუ: იგი: მოშორდეს: მართ: ცამან: მოაშოროსა: მათად: საჭურეტლად: მჭურეტელმან: ჴამს: თავი: იქედ: გოროსა:

1736. მათთავე: სახედ: რომელსა: ესენი: დაუბადიან: იგივე: გაჰყრის: სიშორე: არა: თუ: ნებით: სწადიან: ვარდსა: წებვენ: და: აპობენ: ტირან: და: ცრემლნი: ჩასდიან: მათთა: გამყრელთა: ყუელათა: სიცოცხლე: არ: იქადიან:

1737. ნესტან: დარეჯან: თქუა: ნეტამც: ყოლე: არ: შემოგცნებოდი: მზისა: გამყრელი: გაყრითა: აწ: ასრე: არ: დავდნებოდი: ამბავსა: სცნეუდი: მაცნეუდი: წიგნითა: მეუბნებოდი: ვითა: მე: შენთუის: დამწუარვარ: აგრე: შენ: ჩემთუის: დნდებოდი:

1738. თინათინ: უთხრა: ჰე: მზეო: შენთა: მჭურეტელთა: ლხინებო: რადმცა: გაგწირე: თუ: ვითა: გაყრასა: მოვითმინებო: ღ~თისაგან: დღეთა: თხოვისა: ნაცულად: სიკუდილი: ვინებო: აგრემცა: მივი: რაზომსა: მე: ცრემლსა: დავიდინებო:

1739. კულა: აკოცეს: ერთმანერთსა: გაიყარნეს: იგი: ქალნი: ქუე: დამდგომმან: წამავალსა: ვერ: მოსწყვიტნა: ყოლა: თვალნი: იგი: იჭურეტს: უკუღმავე: ედებოდეს: ამით: ალნი: რომე: მწადდეს: ვერ: დავსწერენ: მე: სიტყუანი: ნაათალნი:

1740. როსტან: მათითა: გაყრითა: ხელთაგან: უფრო: ხელდების: ათასჯერ: იტყუის: ვაგლახსა: არ: სულთქმა: უერთხელდების: ცხელი: სდის: წყარო: ცრემლისა: მართ: ვითა: ქუაბი: ცხელდების: ტარიელ: არის: დაღრეჯით: ფიფქი: ნასდების: თხელდების:

1741. ტარიელს: ვარდსა: დაუტყლეჟს: მეფე: ხუევნით: და: კოცებით: იტყუის: თუ: თქუენი: სიახლე: მიჩს: აქამდისცა: ოცებით: რადგან: მოგშორდი: დავრჩები: პატიჟთა: გაასოცებით: შენგან: მოგუეცა: სიცოცხლე: შენგანვე: დავიჴოცებით:

1742. ტარიელ: შეჯდა: მეფისა: გამყრელი: გამომსალამე: სრულად: ლაშქართა: სდიოდა: ცრემლი: მინდორთა: სალამე: მზე: შენ: გელმისო: საომრად: და: თავი: შენ: მას: ალამე: უბრძანა: თქვენთუის: მტირალსა: ყოლა: არ: მიჩნდეს: სალა: მე:

1743. გაემართნეს: და: წავიდეს: დია: სპითა: და: ბარგითა: ტარიელ: ფრიდონ: ავთანდილ: თავითა: მეტად: კარგითა: კაცი: ორმოცი: ათასი: ჰყუა: ცხენებითა: ვარგითა: მივლენ: სამნივე: გულითა: ერთმანერთისა: მარგითა:

1744. სამ: თუე: ვლეს: ღმერთსა: მათებრი: სხუა: ნურა: ნუ: დაჰბადოსა: მოეგებნიან: მტერობა: ვერავინ: დაიქადოსა: მინდორსა: შიგან: სადილად: გარდაჴდეს: უდელადოსა: ვითა: მართებდათ: პურობდეს: ღუინოსა: სუმიდეს: არ: დოსა:

ტარიელისაგან ჰინდოთა მეფისა სიკვდილის ცნობა:

1745. ქედსა: ზედა: გარდამოდგა: მეტად: დიდი: ქარავანი: კაცები: და: საჴედრები: ერთობ: იყო: შაოსანი: გარეშემო: მოეკუეცნეს: უკანამო: დალალანი: მეფე: ბრძანებს: მოასხითო: ჩუენ: დავჰყოვნოთ: აქა: ხანი:

1746. მოასხნეს: იგი: ვაჭარნი: და: მათი: უხუცესია: უბრძანეს: ვინ: ხართ: შავითა: რად: ტანნი: შეგიბლესია: მათ: მოაჴსენეს: სით: მოვალთ: იქ: ასრე: დანაწესია: ჰინდოეთს: ნისრით: მოსრულთა: გუივლია: გზა: უგრძესია:

1747. გაეხარნეს: მათ: ვაჭართა: ინდოეთით: მომავლობა: მაგრა: თავი: უმეცარ: ჰყუეს: არა: მისცეს: ყოლა: გრძნობა: უცხოურად: ეუბნების: მათ: ვერა: ცნეს: მათი: ცნობა: არ: ესმოდა: ჰინდოური: არაბულად: ყუეს: უბნობა:

1748. უბრძანეს: გუითხარ: ვაჭარნო: ამბავი: ჰინდოეთისა: მათ: ჰკადრეს: ზეცით: მოსრულა: ჰინდოეთს: რისხუა: ზენისა: დიდსა: და: წურილსა: ყუელასა: ცრემლი: სდის: მსგავსი: წუეთისა: მუნ: შიგან: მყოფსა: ბრძენსაცა: ცნობა: აქვს: ვითა: შეთისა:

1749. თუით: მათვე: მათსა: ამბავსა: უამბობს: არის: წყლიანი: ფარსადან: მეფე: ჰინდოთა: იყო: ჴელმწიფე: სუიანი: მას: ესუა: ქალი: მნათობი: მზისაცა: უფრო: მზიანი: კბილ: მარგალიტი: ტანალვა: ღაწუ: ბალაჴშ: ყორან: თმიანი:

1750. მას: ქალსა: და: ამირბარსა: ერთმანერთი: შეუყუარდა: ამირბარმან: სიძე: მოკლა: ჴმა: მეფესა: დაუვარდა: იგი: ქალი: პატარაი: მამის: დასა: გაეზარდა: ბუქთა: მისგან: მონაქროლთა: ჰინდოეთი: გარდაჰქარდა:

აქა ტარიელ დიდვაჭართა ჰინდუსტნის ამბავსა ჰკითხავს:

1751. მამიდაი: ქაჯი: იყო: გრძნეულობა: იცის: კარგა: მით: შემართა: საშინელი: მზე: ჴმელეთსა: დაუკარგა: თუითცა: მოკუდა: უბედური: მართ: საცოცხლოდ: არად: ვარგა: იგი: ქალი: დაიკარგა: ალვა: მორჩი: სხუაგან: დარგა:

1752. ცნა: ამირბარმან: წავიდა: ლომი: მის: მზისა: მძებნელად: იგიცა: წაჴდა: ჰინდოეთს: გაჴდა: მთუარე: და: მზე: ბნელად: ორნივე: წაჴდეს: პოვნაღა: მათი: არს: აწ: საგებნელად: მეფემან: ბრძანა: ჰე: ღ~თო: რად: ცეცხლსა: მომიდებ: ნელად: