... (H-54), 1680 წ.

1696. მეფე: ადგა: მოეგება: ყმა: გარდაჴდა: რა: მივიდა: ხელთა: ჰქონდა: ჴელ: მანდილი: პირსა: მითა: იფარვიდა: მზე: ღრუბელსა: მოჰფარვოდა: ქუშდებოდა: ვარდსა: ზრვიდა: მაგრა: მისსა: შუენებასა: რამცა: ვითა: დაფარვიდა:

1697. მეფე: კოცნასა: ჰლამობდა: აღარა: ცრემლნი: სდენიან: ავთანდილ: ფეჴთა: ეხუევის: შუქნი: ქუე: დაუფენიან: უბრძანა: ადეგ: ნუ: ირცხუი: შენ: ზნენი: გამოგჩენიან: რადგან: მერჩიო: ნუ: მერცხუი: გაე: რასაღა: გრცხუენიან:

1698. მოეხუია: გარდაჰკოცნა: მან: პირისა: არემარე: დამივსეო: ცეცხლი: ცხელი: მაგრა: წყალი: არე: მარე: ვინ: გიშერი: დააჯოგა: და: წამწმისა: არემა: რე: გუალე: შეგყრი: ლომო: მზესა: თავი: მისკენ: არე: მარე:

1699. მეფე: ყელსა: ეხუეოდა: მას: ლომსა: და: ვითა: გმირსა: ახლოს: უზის: ეუბნების: აკოცებს: და: უჭურეტს: პირსა: იგი: მზეა: ჴელმწიფობა: ასრე: მიხუდა: ვითა: ღირსა: მაშინღაა: ლხინი: ამო: რა: გარდიჴდის: კაცი: ჭირსა:

1700. ყმა: მეფესა: მოახსენებს: მიკუირს: სხუასა: რად: რას: ბრძანებ: რად: არ: გინდა: ნახუა: მზისა: ანუ: რადღა: აგუიანებ: მიეგებვი: მხიარული: სახლსა: თქუენსა: მოიყვანებ: შემოიმოს: შუქთა: მისთა: ნათლად: გარე: მოივანებ:

1701. ტარიელსცა: მოახსენა: შესხდეს: ქალსა: მიეგებნეს: მათ: სამთავე: გოლიათთა: მზისა: ფერად: ღაწუნი: ღებნეს: მიხუდეს: მათსა: საწადელსა: იგი: პოვეს: რაცა: ძებნეს: ჴელი: ჰჴადეს: ჴმალთა: მათთა: არა: ცუდად: წელთა: ებნეს:

1702. მეფემან: ქალს: უსალამა: მან: შორით: გარდაჴდომილმან: დაუყუნა: თუალნი: ელვამან: მისთა: ღაწუთაგან: კრთომილმან: გამოეგება: აკოცა: კუბოსა: შიგან: მჯდომილმან: დაუწყო: ქება: მეფემან: თუით: ვერას: ვერ: მიჴდომილმან:

1703. ეტყუის: მზეო: ვითა: გაქო: ნათელო: და: დარიანო: შენთუის: ხელნი: გონებანი: არა: ცუდად: არიანო: მზიანო: და: მთუარიანო: ეტლად: რაო: და: რიანო: თქუენ: საჭურეტლად: აღარ: მინდით: არ: ვარდნო: და: არ: იანო:

1704. გაჰკუირდეს: ყოვლნი: მხედველნი: მისთა: ელვათა: ფენასა: ვით: მზემან: დაყუნა: მჭურეტელთა: თუალნი: ნათლისა: ჩენასა: მისგან: დამწუარნი: მისცნიან: გულნი: ჭურეტითა: ლხენასა სითცა: გამოჩნდის: იქმოდეს: ჯარნი: მუნითკენ: რბენასა:

1705. შინა: წავიდეს: ყველანი: შესხდნეს: თავისა: მარებად: ჰქონდეს: შუიდნივე: მნათობნი: მის: მზისა: დასადარებად: არ: მიიხდომის: სიტურფე: არს: მათგან: მიუხუდარებად: ადრე: მივიდეს: მეფისა: სახლად: სამყოფად: არებად:

1706. შევიდეს: ნახეს: თინათინ: მჭურეტთა: მიმცემი: ჭირისა: სკიპტროსან: გუირგუინოსანსა: ჰშუენოდა: ცმა: პორფირისა: მისრულთა: პირსა: შეადგა: ელვა: მისისა: პირისა: შევიდა: მეფე: ჰინდოთა: იგი: მზე: მსგავსი: გმირისა:

1707. ტარიელ: და: ცოლმან: მისმან: ქალსა: მდაბლად: უსალამეს: მოეგებნეს: აკოცეს: და: საუბარი: დააჰამეს: იგი: სახლი: გაანათლეს: არ: ნათელი: შეაღამეს: ბროლ: ბალაჴში: გააღაწუეს: და: გიშერი: აწამწამეს:

1708. თინათინ: ზედა: აწუივა: ტახტსა: მეფეთა: ზეთასა: ტარიელ: უთხრა: შენ: დაჯე: სწადიან: ბრჭესა: ბრჭეთასა: დღეს: ტახტი: შენი: შენ: გმართებს: მეტად: ყოველთა: დღეთასა: მე: ლომი: ლომთა: დაგისუა: გუერდსა: შენ: მზესა: მზეთასა:

1709. ორთავე: ჴელი: მოჰკიდეს: და: დასვეს: ტახტსა: თუისასა: გუერდსა: დაუსვეს: ავთანდილ: სურვილს: მოეკლა: ვისასა: უნახავსა: და: ნახულსა: სჯობს: ყოვლსა: სანახაუისასა: ნუ: ეჭუ: მიჯნურად: მათებრსა: ნუცა: თუ: რამინს: და: ვისასა:

1710. ქალსა: შესწბა: გაუკვირდა: ავთანდილის: გუერდსა: ჯდომა: ფერი: ჰკრთა: და: გაუფიცხა: შედა: გამო: გულმან: კრთომა: მეფე: ეტყუის: შვილო: ჩემო: ნუ: გაქვს: სირცხუილი: თუ: რა: ზომა: ბრძენთა: უთქუამს: სიყუარული: ბოლოდ: მისი: არ: წაჴდომა:

1711. აწ: შვილო: ღ~თნ: თქუენ: მოგცეს: ათას: წელ: დღეთა: გრძელობა: სუე: სუიანობა: დიდობა: კულა: ჭირთა: გარდუჴდელობა: ცამცა: ნუ: შეგცულის: მოგხუდების: თუით: მისებრ: შეუცულელობა: თქუენით: ჴელითა: მეღირსოს: მიწათა: შემომყრელობა:

1712. მართ: მეფემან: სპათა: ბრძანა: ავთანდილის: თაყუანება: ესეაო: მეფე: თქუენი: ასრე: იქნა: ღმრთისა: ნება: დღეს: ამას: აქვს: ტახტი: ჩემი: მე: სიბერე: ვითა: სნება: ჩემად: სწორად: ჰმსახურებდით: დაიჭირეთ: ჩემი: მცნება:

1713. ლაშქარნი: და: დიდებულნი: დადრკეს: მდაბლად: ეთაყუანნეს: მოახსენეს: მიწად: ვექმნნეთ: ვინცა: მიწად: მიგუიყუანნეს: მორჩილ: ქმნილნი: დაგუადიდნეს: ურჩნი: მკუდართა: დაგუაგვანნეს: მტერთა: მკლავნი: შეაძუტნეს: გულნი: ჩვენნი: აგულვანნეს:

1714. ტარიელცა: უთხრა: ქებით: იმედისა: გათავება: ქალსა: ეტყუის: შემიყრიხართ: აღარა: გწუავს: ცეცხლთა: დება: ქმარი: შენი: ძმაა: ჩემი: მწადს: ეგრევე: თქუენი: დება: ორგულთა: და: შემცილეთა: შენთა: მე: ვქნა: გაფლიდება:

ქორწილი ავთანდილისა და თინათინისა: