... (H-54), 1680 წ.

1618. დიდებულთა: თაყუანისსცეს: მოახსენეს: დიდი: ქება: რომე: ღ~თნ: გაგუახარნა: კურთხეულა: მისი: ღმრთება: ჩუენ: გუიჩვენნა: პირი: თქუენი: აღარა: გუწუავს: ცეცხლთა: დება: წყლულსა: მისგან: დაკოდილსა: მასვე: ძალუც: განკურნება:

1619. მოვიდეს: და: პირი: ხელსა: დასდვეს: აგრე: გარდაჰკოცნეს: მეფე: ეტყუის: ძმათა: თქუენთა: თავნი: ჩუენთუის: დაიჴოცნეს: იგი: შუებას: საუკუნო: ცხადად: პოვეს: არ: იოცნეს: ერთსა: მიხუდეს: საზიაროდ: დიდებანი: იასოცნეს:

1620. თუცა: მე: მათი: დაჴოცა: მტკივის: და: სატკივარია: მაგრა: მათ: მიხუდა: უკვდავი: მუნ: დიდი: საჩუქვარია: ესე: თქუა: ნელად: ატირდა: და: წვიმა: თოვლსა: არია: ნარგისთათ: იძურის: ბორიო: ვარდსა: ზრავს: იანვარია:

1621. მუნ: ატირდეს: ყუელაკანი: რა: ტირილად: იგი: ნახეს: რაცა: ვისცა: დაჰკლებოდა: მათ: ტირილით: სულთქმით: ახეს: დადუმდეს: და: მოახსენეს: რადგან: ბრძენთა: მზეებრ: გსახეს: თქუენთა: მჭურეტთა: მღერა: ჰმართებს: რასათუისმცა: ივაგლახეს:

1622. ვინ: ღირსა: თქუენგან: ეგზომსა: ტირილსა: შეჭირვებასა: თქუენთვის: სიკვდილი: დია: სჯობს: მიწათა: ზედა: რებასა: კულა: ფრიდონ: ჰკადრა: მეფესა: ნურათ: იქთ: გამწარებასა: ღ~თიმცა: მუქფად: მოგიზღავს: ათასსა: გახარებასა:

1623. ავთანდილცა: მიუმტკივნა: იტყუის: დიდსა: სიმძიმილსა: მათ: შეასხეს: ქება: უთხრეს: თავნი: მივსცნეთ: აწ: ღიმილსა: რადგან: მიხუდა: დაკარგული: ლომი: მზესა: წაჴდომილსა: აღარა: ვსტირთ: სატირალსა: აღარ: დავსდებთ: თუალთა: მილსა:

1624. მივიდეს: სადა: ქალაქი: დიდი: მულღაზანზარია: სცემდეს: ბუკსა: და: ტაბლაკსა: გაჰჴდა: ზათქი: და: ზარია: დაბდაბისა: და: ქოსისა: ჴმა: ტურფად: შენათხზარია: მოატყდეს: მოქალაქენი: დააგდეს: მუნ: ბაზარია:

1625. შუკათათ: მოდგნეს: ვაჭარნი: ყოვლგნით: მჭურეტელთა: ჯარია: შორს: უარებდეს: სარანგნი: ჴელთა: აქუს: მათ: აბჯარია: მოიჯრებოდეს: ჯალაბნი: სრაანგთა: დამსაჯარია: მათად: საჭურეტლად: მიშუება: მუნ: მათგან: ნააჯარია:

1626. გადაჴდეს: და: ფრიდონისსა: სრა: ნახეს: მოსაწონები: გამოეგება: მრავალი: ოქროს: სარტყლითა: მონები: ფერჴთა: საფენლად: ოქსინო: მართ: მათგან: არს: ნაქონები: თავსა: აყრიდეს: ოქროსა: ხუეტს: ჯარი: მუნ: ნარონები:

ქორწილი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ფრიდონისაგან:

1627. მათ: ქალ: ყმათათუის: საჯდომი: დაედგა: თეთრძოწეული: წითელ: ყუითლითა: თუალითა: ზედა: კეკლუცად: ფრქვეული: ავთანდილისთუის: ყუითელი: და: შავი: ერთგან: რეული: მოვიდეს: დასხდა: მჭურეტელი: ვცან: მათი: სულ: დალეული:

1628. მგოსანნი: მოდგეს: ისმოდა: ჴმა: სიმღერისა: ტკბილისა: ქორწილი: ქნეს: და: გამრავლდა: ძღუნობა: ლარისა: ლბილისა: ფრიდონის: პურად: კარგისა: არ: მასპინძლისა: წბილისა: ნესტან: დარეჯანს: უშუენის: ღიმილი: ჩენა: კბილისა:

1629. მოიღეს: ძღუენი: უსახო: ფრიდონის: არ: ალქატისა: ცხრა: მარგალიტი: სიდიდით: მართ: ვითა: კუერცხი: ბატისა: კულა: ერთი: თუალი: სამსგავსო: მზისა: შუქ: მონამატისა: მას: წინა: ღამით: ძალ: ედუის: მხატვარსა: ხატვა: ხატისა:

1630. კულა: უძღუნა: თუითო: ფარღული: გარდასაყრელი: ყელისა: მრგულად: დათლილისა: თუალისა: იაგუნდისა: მრთელისა: კულა: მოაქუ: ერთი: ტაბაკი: მძლედ: საჭირავი: ჴელისა: ავთანდილისთუის: ლომისა: ძღუენი: ფრიდონის: ქველისა:

1631. იგი: ტაბაკი: სავსეა: მარგალიტითა: სხუილითა: ავთანდილს: უძღვნა: ყველაი: არა: სიტყუითა: წბილითა: აივსო: სახლი: სტავრითა: და: ოქსინოთა: ლბილითა: ტარიელ: მადლი: უბრძანა: ლაღმან: სიტყუითა: ტკბილითა:

1632. ფრიდონისგან: უსაზომო: ქორწილია: დღესა: რვასა: ყოვლთა: დღეთა: მიართმიდეს: უფასოსა: ძღუენსა: მზასა: დღე: და: ღამე: არ: გასწყუედდის: ჩაღანა: და: ჩანგი: ჴმასა: აჰა: მიხუდეს: შესაფერნი: ყმა: ქალსა: და: ქალი: ყმასა:

1633. ტარიელ: ფრიდონს: უბრძანა: დღეერთ: სიტყუები: გულისა: არს: გული: თქუენი: საჩემო: უფროსი: ძმისა: სრულისა: არ: გემუქფების: სიცოცხლე: არცა: მოცემა: სულისა: მე: თქუენგან: ვჰპოვე: მოკუდავმან: ჩემი: წამალი: წყლულისა:

1634. ავთანდილისგან: შენც: იცი: ჩემთუის: თავისა: დადება: აწ: მე: მაქუს: ნაცულად: მისისა: მოჴმარებისა: წადება: შენ: მიდი: ჰკითხე: რა: უნდა: მან: ქნას: ამისი: ცხადება: ვითა: დამივსო: საჴუმილი: ეგრე: მისიცა: კმა: დება:

1635. უთხრა: ძმაო: რა: გარდიჴდის: შენგან: ჩემსა: ჭირნახულსა: ღმერთი: მოგცემს: წყალობასა: მისგან: ზეცით: შესახულსა: თუ: ვერა: ვიქ: საწადელსა: შენსა: შენთუის: გაზრახულსა: არა: ვნახავ: სახლსა: ჩემსა: არ: დარბაზსა: არცა: ხულსა:

1636. აწ: მითხარ: ჩემგან: რა: გინდა: ანუ: რით: მოგეჴმარები: ვარჩევ: წავიდეთ: არაბეთს: იყავ: ჩემიცა: მარები: ტკბილი: სიტყუითა: გავმართოთ: და: ჴრმლითა: საომარები: თუ: შენ: შენს: ცოლსა: არ: შეგრთავ: მე: ჩემსა: არ: ვექმარები: