... (H-54), 1680 წ.

1715. მას: დღე: ავთანდილ: ჴელმწიფედ: ზის: და: ჴელმწიფე: ზენია: მასთანა: მჯდომსა: ტარიელს: ჰშუენიან: სინაზენია: ნესტანჯარ: ახლავს: თინათინს: ვინ: მჭურეტთა: ამაზრზენია: ჰგავს: თუ: ცა: მოდრკა: ქუეყანად: შეყრილან: ორნი: მზენია:

1716. დაიწყეს: მორთმა: პურისა: ლაშქართა: მის: მესავსისა: ზროხა: და: ცხუარი: დაკლული: არს: უმრავლესი: მხავსისა: შეიქნა: ძღვნობა: ძღუენისა: მათისა: შესამგავსისა: მათ: ყოვლთა: შუქი: ანათობს: პირისა: მზისა: გავსისა:

1717. იაგუნდისა: ჯამები: იყუის: ლალისა: ჭიქები: კულა: უცხო: ფერთა: ჭურჭელთა: სხდის: უცხოუცხო: სიქები: მის: ქორწილისა: მაქები: კაცი: ბრძენთაგან: იქები: მჭურეტელო: გულსა: ეტყოდი: ნუ: აიხსნები: იქ: ები:

1718. მუტრიბნი: მოდგეს: ყოველგნით: ისმოდის: ჴმა: წინწილისა: შეყრით: ძეს: გორი: ოქროსა: და: ბადაჴშისა: თლილისა: მსმელთათუის: წყარო: ღუინისა: ასგან: დის: მსგავსი: მილისა: ბინდით: ცისკრამდის: სუმა: იყო: გარდაჴდა: ჟამი: დილისა:

1719. არა: დარჩა: უსაბოძვრო: არ: კოჭლი: და: არ: საპყარი: მოდიოდა: მარგალიტი: მოფანტული: მონაყარი: გაბედითდა: წასაღებლად: ატლასი: და: ოქრო: მყარი: სამ: დღე: იყო: ჰინდოთ: მეფე: ავთანდილის: ვით: მაყარი:

1720. ხუალისად: მეფე: არაბთა: კულა: პურობს: არ: ღაფალია: ტარიელს: უთხრა: შენი: მზე: საჭურეტლად: სატურფალია: მეფე: ხარ: ყოვლთა: მეფეთა: და: ეგე: დედოფალია: ჴამს: ყურსა: გუეგდოს: საყურად: ჩუენ: თქუენი: ნატერფალია:

1721. აწ: მეფეო: არ: ეგების: ჩუენი: სხდომა: თქუენად: სწორად: საჴელმწიფო: საჯდომი: და: სხუა: დაუდგა: ტახტი: შორად: ქუემოდ: დასხნა: ავთანდილ: და: მისი: ცოლი: მათად: სწორად: პირველ: ძღუენი: ტარიასთუის: მოიღიან: იდვის: გორად:

1722. არაბთა: მეფე: მასპინძლობს: იქს: ოდენ: არიფობასა: ზოგჯერ: მათ: ახლავს: ზოგჯერ: მათ: არ: იჴმობს: ჴელმწიფობასა: გასცემს: და: უქებს: ყოველნი: უხობა: იეფობასა: ფრიდონ: ზის: ახლოს: ავთანდილს: ჩუეული: ვით: მეფობასა:

1723. მეფესა: ქმრითურთ: პატივი: ჰქონდა: ინდოთა: ქალისა: სიყუარული: და: ჩუქება: ვით: სიძისა: და: სძალისა: რომე: სძღუნა: არა: ეგების: თქუმა: არცა: ნაათალისა: თუითო: სკიპტრა: და: პორფირი: და: გუირგუინები: თუალისა:

1724. კულა: უძღუნა: ძღუენი: ორთავე: მსგავსი: მათისა: ბედისა: ათასი: თუალი: ნაშობი: რომანულისა: დედისა: კულა: მარგალიტი: ათასი: მართ: ვითა: კუერცხი: ტრედისა: ათასი: ცხენი: ტაიჭი: სიდიდით: მსგავსი: ქედისა:

1725. ფრიდონს: უძღუნა: ცხრა: ტაბაკი: მარგალიტი: თავ: შედგმული: ცხრა: ტაიჭი: ძუირფასისა: უნაგრითა: შეკაზმული: ჰინდოთ: მეფე: თაყუანისცემს: ლაღი: ბრძენი: არ: მახმული: მადლი: ჰკადრა: ფხიზელურად: თუცა: იყო: ღუინო: სმული:

1726. რას: ვაგრძელებდე: გარდაჴდეს: დღენი: ერთისა: თუისანი: თამაშობდიან: არ: იყუნეს: ყოლა: გაყრანი: სმისანი: ტარიელს: სძღუნიან: უცხონი: თუალნი: ლალისა: ქუისანი: მათ: ყოვლთა: მათნი: ელვანი: ჰფარვენ: მართ: ვითა: მზისანი:

1727. ტარიელ: ჰგუანდის: ვარდსა: და: იყუის: ფიფქისა: მთოელად: ავთანდილ: როსტანს: წინაშე: გაგზავნა: დასათხოელად: შესთუალა: შენი: სიახლე: კმა: ჩემად: ლხინად: ყოელად: მტერთა: აქუს: ჩემი: სამეფო: ვიცი: მუნ: შიგან: მძოელად:

1728. უცებნი: მოსრნის: მცოდნელთა: ცოდნამან: ჴელოვნებამან: ვეჭუ: მოქცეს: თქუენცა: დაღრეჯა: ჩემმან: რასაცა: ვნებამან: წავიდე: ავი: არ: მიყოს: მე: აქა: დაყოვნებამან: ადრე: კულა: გნახნე: მორჭმულნი: ინებოს: ღმთისა: ნებამან:

1729. როსტევანს: ეთქუა: მეფეო: რად: ხართ: რასაცა: რიდითა: რაცა: გიჯობდეს: იქმოდით: გასჭურეტდით: გაიცდიდითა: ავთანდილ: თანა: წამოგყუესწადით: ლაშქრითა: დიდითა: თქუენთა: მტერთა: და: ორგულთა: დაჰფრეწდით: დაცასჭრიდითა:

1730. ავთანდილ: უთხრა: ტარიელს: ესე: სიტყუები: ორები: მან: უთხრა: გაე: ნუ: უბნობ: შეცევ: ბროლისა: ყორები: ახალ: შეყრილსა: მთუარესა: მზეო: ვით: მოეშორები: ავთანდილ: უთხრა: მაგითა: შენგან: არ: მოვიღორები:

1731. არ: დია: გინდა: დამაგდო: წახუიდე: ჩემად: მზრახავად: ცოლი: უყუარსო: გამწირაიყო: ამისად: მსახავად: მე: დავრჩე: შენი: გაყრილი: თავისა: მე: ვაგლახავად: კაცსა: მოყურისა: გაწირვა: ახ: მოუჴდების: ახ: ავად:

1732. ტარიელს: უგავს: სიცილი: ბროლისა: ვარდთათ: ფრქუევასა: უბრძანა: ვიტყუი: უშენოდ: შენისა: უფრო: მე: ვასა: რადგან: გწადიან: წამომყევ: დამწამებ: ნურას: თნევასა: ავთანდილ: ბრძანებს: ლაშქართა: ყოვლგნით: მის: თანა: წუევასა:

1733. შეყარნა: სპანი: არაბეთს: აღარა: ხანსა: ზმულია: კაცი: ოთხმოცი: ათასი: ყუელაი: დაკაზმულია: კაცსა: და: ცხენსა: ემოსა: აბჯარი: ხუარაზმულია: არაბთა: მეფე: მათითა: გაყრითა: ნაღუელჭმულია:

1734. ერთმანერთისა: გაყრილნი: ქალნი: ორნივე: დობილნი: ერთმანერთისა: დად: ფიცნი: სიტყუისა: გამონდობილნი: მკერდითა: მკერდსა: შეკრულნი: ყელისა: გარდაჭდობილნი: ტიროდეს: მათთა: მჭურეტელთა: გულნიცა: ესხნეს: წდობილნი: