... (H-54), 1680 წ.

1580. კაცსა: უკრავად: დაბნედდის: ჴმა: ტარიელის: ხაფისა: აბჯარსა: ფრეწდის: გაცუდდა: სიმაგრე: ჯავშან: ქაფისა: სამგნითვე: კართა: შესჯარნეს: ჭირი: არ: ნახეს: კაფისა: რა: ქალაქს: შეჰჴდეს: შეიქმნა: სიხარკე: ციხეს: სწრაფისა:

1581. ავთანდილ: და: ლომი: ფრიდონ: შიგნით: ერთად: შეიყარნეს: მტერნი: სრულად: აეწყუიდნეს: სისხლი: მათნი: მოეღუარნეს: უყივლეს: და: ერთმანერთი: ნახეს: დიდად: გაეხარნეს: თქუეს: ტარიელ: რა: იქნაო: მისად: ჭურეტად: თუალნი: არნეს:

1582. ერთმანცა: არა: იცოდა: ვერა: ცნეს: ტარიერისა: ციხესა: კარსა: მიჰმართეს: რიდი: არ: ჰქონდა: მტერისა: მუნ: ნახეს: რიყე: აბჯრისა: ნალეწი: ჴრმალთა: წუერისა: ათი: ათასი: ნობათი: უსულო: მსგავსი: მტუერისა:

1583. ციხისა: მცველნი: ყველაი: იდვა: მართ: ვითა: სნეული: თავით: ფერჴამდი: დაჭრილი: აბჯარი: მუნ: დახეული: ციხისა: კარნი: განხმულნი: კართა: ნალეწი: სრეული: ცნეს: ნაქმრად: ტარიელისად: თქუეს: საქმე: არს: მისეული:

1584. გზანი: დახვდეს: შეკაფულნი: შევიდეს: და: გაძურეს: ჴურელსა: ნახეს: მზისა: შესაყრელად: გამოეშვა: მთუარე: გუელსა: მუზარადი: მოეჴადა: ჰშუენის: აკვრა: თმისა: ლელსა: მკერდი: მკერდსა: შეეწება: გარდაეჭდო: ყელი: ყელსა:

1585. ეხუეოდეს: ერთმანერთსა: აკოცეს: და: ცრემლნი: ღუარნეს: ამას: ჰგუანდეს: ოდეს: ერთგან: მუშთარ: ზუალ: შეიყარნეს: მზე: რა: ვარდთა: შემოადგეს: დაშუენდენ: და: შუქნი: არნენ: აქანამდის: ჭირ: ნახულთა: ამას: იქით: გაიხარნეს:

1586. მათ: ერთმანერთსა: აკოცეს: დგანან: ყელ: გარდაჭდობილნი: კულა: შეეწებნეს: ჴშირ: ჴშირად: ვარდნი: ბაგეთათ: პობილნი: აწ: ესენიცა: გავიდეს: შეკრბეს: სამნივე: ძმობილნი: მას: მზესა: მისცეს: სალამი: წადგეს: მართ: ვითა: ჴმობილნი:

1587. მზე: მოეგება: პირითა: ტურფითა: მოცინარითა: აკოცა: მისთა: მეშუელთა: ლაღმან: ცნობითა: წყნარითა: მათ: მდაბლად: მადლი: უბრძანა: სიტყუითა: მით: ნარნარითა: ორივე: ერთგან: უბნობდეს: ტურფითა: საუბარითა:

1588. ტარიელსცა: უსალამეს: მას: ალვისა: მორჩსა: ვით: ხეს: მიულოცეს: გამარჯუება: ერთმანერთი: მოკითხეს: არა: სჭირდა: არ: ინანეს: რომ: აბჯარი: არ: გაითხეს: თავნი: მათნი: გაალომეს: მათი: მბრძოლი: იშვლეს: ითხეს:

1589. სამასისა: კაცისაგან: ასსამოცი: შეჰყოლოდა: ფრიდონს: უმძიმს: სპათა: მისთა: მაგრა: ცალ: კერძ: უხაროდა: მონახეს: და: არ: აცოცხლეს: რაცა: მბრძოლი: დარჩომოდა: რომე: პოვნეს: საჭურჭლენი: აწმცა: თუალვა: ვით: ითქუმოდა:

1590. მოკრიფეს: ჯორი: აქლემი: რაცა: ვით: პოვეს: მალები: სამიათასსა: აჰკიდეს: მარგალიტი: და: თუალები: თუალი: ყუელაი: დათლილი: იაგუნდი: და: ლალები: იგი: მზე: შესუეს: კუბოსა: არს: მათგან: განაკრძალები:

1591. სამოცი: კაცი: დააგდეს: ქაჯეთს: ციხისა: მცველია: წამოიყუანეს: იგი: მზე: მათიღა: წაგურა: ძნელია: ზღუათა: ქალაქსა: დაჰმართეს: თუცა: გზა: მუნით: გრძელია: თქუეს: ფატმან: ვნახოთ: მუქაფა: გუაც: მისი: გარდუხდელია:

ტარიელისაგან ზღვათა მეფისას მისვლა ნესტან დარეჯანითურთ:

1592. ზღუათა: მეფესა: წინაშე: გაგზავნა: მახარობელი: შესთვალა: მოვალ: ტარიელ: მტერთა: მძლე: მოსრვით: მსპობელი: ქაჯეთით: მომყავს: ჩემი: მზე: ჩემი: ლახუართა: მსობელი: მწადიან: გნახნე: პატივით: ვითა: მამა: და: მშობელი:

1593. აწ: მე: მაქუს: ქაჯთა: ქუეყანა: და: მათი: დანადებია: მეფეო: კარგი: ყუელაი: მე: თქუენგან: წამკიდებია: ფატმანს: უხსნია: ჩემი: მზე: სდედებია: და: სდებია: ამისად: მუქფად: რა: გიძღუნა: მძულს: ცუდი: ნაქადებია:

1594. მოდი: გუნახენ: გავიარდეთ: ქუეყანასა: შენსა: ვირე: სრულად: ქაჯთა: სამეფოსა: გიძღუნი: ჩემგან: შეიწირე: კაცნი: შენნი: შეაყენენ: ციხე: მაგრად: დაიჭირე: მე: ვისწრაფი: ვერა: გნახავ: შენ: წამოდი: ჩემ: კერძ: ირე:

1595. თქუენ: უბრძანე: ჩემაგიერ: უსენს: ქმარსა: ფატმანისსა: გამოგზავნოს: იამების: ნახუა: მისი: ჴსნილსა: მისსა: მისგან: კიდე: ინატრიდა: ჭურეტასამცა: სხუადღა: ვისსა: ვინ: მზესაცა: უნათლეა: ასრე: ვითა: ბროლი: ფისსა:

1596. რა: კაცი: ტარიელისა: ესტუმრა: ზღუათა: მფლობელსა წესია: გული: გაჰკრთების: ამბავსა: გასაკრთომელსა მისცა: მადლი: და: დიდება: ღ~თსა: მართლისა: მბრჭობელსა: მაშინვე: შეჯდა: არ: უნდა: მისულა: სხუასაღა: მჴმობელსა:

1597. ბარგი: აჰკიდა: გააგო: ქნა: ქორწილისა: მათისა: მას: მიაქუს: რიცხვი: ტურფათა: არს: სიდიადე: სათისა: ფატმან: ჰყავს: თანა: იარა: სავალი: დღისა: ათისა: უხარის: ნახუა: ლომისა: და: მზისა: ჴმელთა: მნათისა:

1598. შორს: გაეგებნეს: სამნივე: დიდსა: მეფესა: ზღუათასა: გარდაჴდეს: მდაბლად: აკოცეს: გარესწყდეს: ჯარსა: სპათასა: შეასხეს: ქება: ტარიელს: მან: მადლი: გაუათასა: ქალი: რა: ნახეს: სტრფიალობს: შუქსა: მას: ბროლ: ბაკმათასა: