... (H-54), 1680 წ.

1504. პირსა: იხოკს: ღაწუთა: სისხლი: ჩასდიოდა: მისსა: მჭურეტსა: რაცა: ვქენო: არ: უქმნია: არცა: შმაგსა: არცა: რეტსა: წყალი: სწრაფით: რად: დავასხი: ცეცხლსა: ძნელად: დასაშრეტსა: ჩქარად: ეცეს: ვერ: გაუძლებს: გული: ლხინსა: მეტის: მეტსა:

1505. მე: მოვჰკალ: ჩემი: მოყვარე: რა: მმართებს: გაწბილებულსა: თავსა: ვაბრალობ: საქმესა: არ: დასუმით: გაგონებულსა: ცრუ: კაცი: კარგად: ვერა: იქს: საქმესა: გაძნელებულსა: თქმულა: სიწყნარე: გმობილი: სჯობს: სიჩქარესა: ქებულსა:

1506. უცნობო: ქმნილი: ტარიელ: ძეს: მსგავსად: ნატუსალისად: ავთანდილ: ადგა: გამოვლნა: შამბნი: საძებრად: წყალისად: მან: პოვა: სისხლი: ლომისა: მოაქუს: სავსებლად: ალისად: მკერდსა: დაასხა: გავეჴდა: ლაჟუარდი: ფერად: ლალისად:

1507. ავთანდილ: მკერდსა: დაასხა: მას: ლომსა: სისხლი: ლომისა: ტარიელ: შეჰკრთა: შეიძრა: რაზმი: ჰინდოთა: ტომისა: თუალნი: აახუნა: მიეცა: ძალი: ზე: წამოჯდომისა: ლურჯათ: ჩანს: შუქი: მთუარისა: მზისგან: შუქ: ნაკრთომისა:

1508. ზამთარი: ვარდთა: გაახმობს: ფურცელნი: შთამოსცვივიან: ზაფხულის: მზისა: სიახლე: დასწუავს: გუალვასა: ჩივიან: მაგრა: მას: ზედა: ბულბულნი: ტურფასა: ჴმასა: ყივიან: სიცხე: სწუავს: ყინვა: დააზრობს: წყლულნი: ორჯელვე: სტკივიან:

1509. აგრევე: გული: კაცისა: მოსაგვარებლად: ძნელია: ჭირსა: და: ლხინსა: ორსავე: ზედა: მართ: ვითა: ხელია: მიწყივ: წყლულდების: საწუთრო: მისი: აროდეს: მრთელია: იგი: მიენდოს: სოფელსა: ვინცა: თავისი: მტერია:

1510. ტარიელ: ნახა: ნაწერი: კულაცა: მკვლელისა: მისისა: იკითხავს: თუცა: აშეთებს: კითხვა: წიგნისა: მისისა: დაუყუის: ცრემლმან: სინათლე: ბნელად: ჩანს: შუქი: დღისისა: ავთანდილ: ადგა: დაუწყო: თხრობა: სიტყუისა: მქისისა:

1511. მიკუირს: თუ: რად: ნამუსად: გიჩს: ცრემლნი: მიდგიან: მორევად: მზე: პატიმრად: გყავს: სოფელი: იჭირვის: ჩუენდა: მორევად: ფრიდონ: მოვიჴმოთ: ლომ: გულო: ძმად: ფიცი: ჩუენდა: სწორევად: მან: მოგუაშველოს: ლაშქარი: მათ: გრძნეულთათუის: მორევად:

1512. იტყუის: თუ: ნაქმრად: არ: ვარგა: კაცისა: გასწავლილისად: აწ: რადღა: გუმართებს: ტირილი: ჴამს: დავსხდეთ: ქნად: ღიმილისა: ადეგ: წავიდეთ: საძებრად: მის: მზისა: წაჴდომილისა: ადრე: მიგიყუან: მიყუანა: არს: შენგან: მონდომილისა:

1513. ვითა: გუმართებს: გახარება: პირველ: აგრე: გავიხარნეთ: მერმე: შევსხდეთ: გავემართნეთ: ქაჯეთისკენ: თავნი: ვარნეთ: ჴრმალნი: ჩვენნი: ვიწინამძღვრნეთ: მათნი: ზურგით: დავიყარნეთ: უჭირველნი: შემოვიქცეთ: იგი: მძორთა: დავადარნეთ:

1514. მერმე: ტარიელ: ამბავსა: ჰკითხავს: აღარა: ბნდებოდა: შეხედნის: თუალნი: აჰმართნის: შავ: თეთრი: ელვა: ჰკრთებოდა: მართ: ვითა: ლალსა: მზისაგან: მას: ფერი: ეზარდებოდა: ვინ: ღირსა: თუმცა: წყალობით: ცა: მიწყივ: მობრუნდებოდა:

1515. ავთანდილს: მადლი: უბრძანა: ქნა: უყო: საუბარისა: მე: შენი: ქება: ვითა: ვთქუა: ბრძენთაგან: საქებარისა: ვითა: ზე: მთისა: წყარომან: მომრწყე: ყუავილი: ბარისა: დამწყუიტე: დენა: ცრემლისა: ნარგისთათ: ნაგუბარისა:

1516. მე: ვერა: გიყო: ნაცვალსა: ღმერთი: გარდგიჴდის: ციერი: ზეგარდმო: მისით: შემოგზღოს: მუქაფა: ჩემ: მაგიერი: შესხდეს: და: შინა: წავიდეს: მათ: ლხინი: ჰქონდა: ძლიერი: აწ: გავეაძღო: სოფელმან: ასმათ: ადრითგან: მშიერი:

1517. ქუაბისა: კარსა: ასმათი: მარტო: ზის: არ: ბარგოსანი: შეხედნა: იცნა: ტარიელ: თანა: ყმა: ჭარმაგოსანი: ორნივე: ტურფად: იმღერდეს: ვით: იადონი: მგოსანი: მაშინვე: იცნა: ავარდა: მოშლილი: პერანგოსანი:

1518. აქამდის: მიწყივ: ენახა: ქუაბს: მისლვა: მოტირალისა: აწ: გაუკვირდა: დანახვა: სიცილით: მომღერალისა: ზარაღებული: ავარდა: ცნობა: უც: ვითა: მთურალისა: არ: იცის: სმენა: ამბვისა: ჯერთ: მისგან: სასურვალისა:

1519. მათ: რა: ნახეს: შემოჰყივლეს: სიცილით: და: კბილთა: ჩენით: ჰე: ასმათო: მოგუივიდა: მოწყალება: ღმრთისა: ზენით: ვჰპოვეთ: მთუარე: დაკარგული: რაცა: გწადდა: იგი: ვქენით: აწ: გავჴედით: ბედისაგან: ცეცხლთა: შრეტით: ჭირთა: ლხენით:

1520. ავთანდილ: ცხენსა: გარდაჴდა: ასმათის: მოსახვეველად: მან: მიჰყო: ხელი: ალვასა: რტო: მოჰყვა: მოსარხეველად: ყელსა: და: პირსა: აკოცებს: არის: ცრემლისა: მფრქვეველად: რა: სცანო: რა: ჰქენ: მიამბე: ვტირ: შენი: მოაჯე: ველად:

1521. ავთანდილ: ასმათს: უსტარი: მისცა: მისისა: ზრდილისა: ალვისა: შტო: დამჭკნარისა: მთუარისა: ფერ: მიჴდილისა: უთხრა: თუ: ნახე: ნაწერი: მის: პატიჟ: გარდაჴდილისა: მზე: მოგუეახლა: მოგუეცა: ჩუენ: მოშორვება: ჩრდილისა:

1522. ასმათ: რა: ნახა: უსტარი: ცნა: მისი: დანაწერობა: გაჰკუირდა: ზარმან: აიღო: ათრთოლებს: ვითა: ხელობა: ტერფით: თხემამდის: გაუჴდა: მას: მეტი: საკუირველობა: იტყუის: რა: ვნახე: რა: მესმის: არსცა: ამისი: მრთელობა:

1523. ავთანდილ: უთხრა: ნუ: გეშის: ეგე: ამბავი: მრთელია: ლხინი: მოგუეცა: მოგვშორდა: ყოველი: ჭირი: ძნელია: მზე: მოგუეახლა: უკუნი: ჩუენთუის: აღარა: ბნელია: ბოროტსა: სძლია: კეთილმან: არსება: მისი: გრძელია: