... (H-54), 1680 წ.

1561. რა: გახუიდოდე: გუშაგთა: ესმას: აბჯრისა: ჩხერება: გიგრძნობენ: თოკსა: მოჰკუეთენ: ამისი: ჴამს: დაჯერება: წაგიჴდეს: ცუდად: ყუელაი: დაგრჩეს: ცუდიღა: ფერება: ეგე: თათბირი: არ: ვარგა: სხუაებრ: ვქნათ: თავის: ტერება:

1562. სჯობს: დადეგით: დამალულნი: თქუენ: ადგილსა: იდუმალსა: ისი: კაცნი: არ: იჭირვენ: მგზავრსა: ქალაქს: შემავალსა: სავაჭროდა: შევეკაზმი: ვიქ: საქმესა: მე: მუხთალსა: ერთსა: ჯორსა: გარდავჰკიდებ: მუზარადსა: ჯაჭუსა: ჴრმალსა:

1563. სამთავე: შესულა: არ: ვარგა: თუ: გუიგრძნან: არს: სათუები: მე: მარტო: შევალ: ვაჭრულად: და: კარგად: შევეტყუები: მალვით: ჩავიცუამ: აბჯარსა: გავჩნდები: გავეცრუები: ღმერთმან: ქნას: უხუად: ვადინო: შიგნით: სისხლისა: რუები:

1564. შიგანთა: მცველთა: მოვიცლი: მე: უნახავად: ჭირისად: თქუენ: გარეთ: კართა: ეცენით: ყოველნი: მსგავსად: გმირისად: კლიტეთა: დავლეწ: გავახუამ: ნახოთ: გაღება: კარისად: თურა: სხუა: გვიჯბს: თქუენ: ბრძანეთ: ვარ: მრჩევლად: ამა: პირისად:

თათბირი ტარიელისა:

1565. ტარიელ: უთხრა: მე: თქუენი: ვცან: გმირთა: მეტი: გმირობა: თქუენსა: ძალგულსა: თქუენივე: ჰგავს: თათბირობა: პირობა: ვიცი: გწადს: ომი: ფიცხელი: არ: ცუდი: ჴრმალთა: ღირობა: კაციმცა: მაშინ: თქუენ: გახლავს: რა: ომმან: ქნას: გაჭირობა:

1566. მაგრა: იყუენით: ჩემთუისცა: საქმისა: რასმე: რჩევითა: ჴმა: ესმას: ჩემსა: ხელ: მქმნელსა: ზედა: გარდმოდგეს: მზე: ვითა: თქუენ: გქონდეს: ომი: ფიცხელი: უომრად: მნახოს: მე: ვითა: ესე: მე: დამსურის: ნუ: უბნობთ: სიტყუითა: თქუენ: სათნევითა:

1567. მაგა: თათბირსა: ესე: სჯობს: ვქმნათ: ჩემი: მონაჴსენები: გავიყოთ: კაცი: ასასი: რა: ღამე: ჩნდეს: ნათენები: სამთავე: სამგნით: მივმართოთ: ფიცხლად: დავსხლიტოთ: ცხენები: მოგუეგებვიან: ვემცრობით: ჩუენ: ჴრმალსა: მივსცემთ: მძლედ: ნები:

1568. ვინცა: შეუსწრას: ჰფარავსმცა: მას: ღმრთისა: საფარველია: კარნი: დალეწნეს: დაჴოცნეს: ყოველი: კართა: მცველია: სამთავე: იქით: მივმართოთ: მაშინ: აღარა: ძნელია: ძლევა: მან: მოგუცეს: რომელი: სათქმლადცა: საზარელია:

1569. ფიცხლად: შევებნეთ: შევსჯარნეთ: ვერ: მოგვასწრებენ: კარებსა: სამთაგან: ერთი: შეუვალთ: სხუა: გარეთ: ვსცემდეთ: გარებსა: მან: ერთმან: შიგნით: შიგანნი: მივსცნეთ: სისხლისა: ღუარებსა: ჴელი: კვლა: ვჰხადოთ: აბჯარსა: მას: ჩუენგან: მძლედ: ნაჴმარებსა:

1570. ფრიდონ: უთხრა: შემიგიან: გამიგია: ვიცი: მე: რა: მაგა: ცხენსა: ჩემეულსა: წამოასწრობს: კარსა: ვერა: ოდეს: გიძღუენ: არ: ვიცოდი: ქაჯეთს: გუინდა: ქაჯთა: მზერა: თუარა: ყოლა: არ: გიძღუნიდი: ჩემი: გითხრა: სიძუნწე: რა:

1571. ფრიდონ: ლაღი: ამხაანგობს: საუბართა: ესოდენთა: ამაზედან: გაიცინნეს: მათ: წყლიანთა: სიტყუა: ბრძენთა: ერთმანეთსა: ელაღობნეს: ლაღობათა: მათთა: მშუენთა: გარდაჴდეს: და: დაეკაზმნეს: უკეთესთა: შესხდეს: ცხენთა:

1572. კულავ: ერთმანერთსა: მიუგეს: სიტყუები: არ: პირმკუახები: დაასკვნეს: იგი: თათბირი: ტარიას: განაზრახები: გაიყვეს: კაცი: ასასი: ყუელაი: გმირთა: სახები: ცხენებსა: შესხდეს: აიღეს: მათ: მათი: ჩაბალახები:

1573. იგი: ჭაბუკნი: შუქითა: ვნახენ: მზისაცა: მეტითა: მათ: სამთა: შუიდნი: მნათობნი: ჰფარვენ: ნათლისა: სვეტითა: ტარიელ: შავსა: ზედა: ზის: ტანითა: მით: წერწეტითა: დალივნეს: მტერნი: ომითა: ვითა: მჭურეტელნი: ჭურეტითა:

1574. ჩემი: აწ: ესე: ნათქვამი: მათი: სახე: და: დარია: რა: ზედა: სწუიმდეს: ღრუბელნი: და: მთათა: აღტყდეს: ღუარია: მოვა: და: ჴევთა: მოგრაგნის: ისმის: ზათქი: და: ზარია: მაგრა: რა: ზღუათა: შეერთუის: მაშინ: ეგრეცა: წყნარია:

1575. თუცა: ფრიდონ: და: ავთანდილ: სიკეთე: მიუწდომნია: მაგრა: ტარიას: შემბმელნი: არვისგან: მოსანდომნია: მზე: მნათობთაცა: დაჰფარავს: არცაღა: ნათლად: ჴომნია: აწ: იყურებდით: მსმენელნო: გესმნენ: ფიცხელი: ომნია:

1576. სამთავე: სამად: გაიყვეს: თუითომან: თუითო: კარები: თანა: ჰყვა: კაცი: სამასი: ყუელაი: გმირთა: დარები: მას: ღამით: უქნეს: სადარნო: უცრუო: ანაჩქარები: გათენდა: გაჩნდეს: მიმართეს: თავისთავ: ჰქონდა: ფარები:

1577. პირველ: ამოდ: მიდიოდეს: მგზავრთა: რათმე: მაგიერად: მათ: შიგანთა: ვერა: უგრძნეს: ვერცა: დახუდეს: გულხმიერად: გულსა: შიში: არა: ჰქონდა: ამოდ: დგეს: და: ნებიერად: მიდგეს: გარე: მუზარადნი: დაიხურნეს: ჟამიერად:

1578. ანაზდად: ცხენი: გაქუსლეს: მათრაჴმან: შექნა: წრიალი: რა: ნახნეს: კარნი: გაახუნეს: ქალაქით: გაჰჴდა: ზრიალი: სამთავე: სამგნით: მიჰმართეს: თავსა: მით: უყვეს: რიალი: იკრეს: ნობსა: და: დაბდაბსა: შეიქნა: ბუკთა: ტკრციალი:

1579. მაშინ: ქაჯეთს: მოიწია: უსაზომო: რისხუა: ღმრთისა: კრონოს: წყრომით: შემხედუელმან: მოიშორვა: სიტკბო: მზისა: მათვე: რისხუით: გარდუბრუნდა: ბორბალი: და: სიმგრგულე: ცისა: ველნი: მკუდართა: ვერ: იტევდა: გადიადდა: ჯარი: მკუდრისა: