... (H-54), 1680 წ.

1485. ფატმან: უსენ: და: მონანი: ტირან: ცრემლითა: ცხელითა: იტყუიან: მზეო: რა: გვიყავ: დაგვწვენ: ცეცხლითა: მწველითა: რად: დაგვაბნელენ: შენისა: მოშორვებისა: ბნელითა: დაცაგუმარხენო: ჴელითა: ჩუენისა: დამმარხველითა:

ავთანდილისაგან გულანშაროთ წასვლა და ტარიელის შეყრა:

1486. გამოვლნა: ზღუანი: ავთანდილ: მგზავრითა: რითმე: ნავითა: პირმხიარული: აცორვებს: მართ: ოდენ: მარტო: თავითა: მას: შეყრა: ტარიელისი: უხარის: მით: ამბავითა: ჴელ: განპყრობილი: გულითა: არს: ღ~თისა: საესავითა:

1487. მოწურვილ: იყო: ზაფხული: ქუეყნით: ამოსლვა: მწუანისა: ვარდის: ფურცლობის: ნიშანი: დრო: მათის: პაემანისა: ეტლის: ცვალება: მზისაგან: შეჯდომა: საროსტანისა: სულთქმნა: რა: ნახა: ყუავილი: მან: უნახავმან: ხანისა:

1488. აგრგუინდა: ცა: და: ღრუბელნი: ცროდეს: ბროლისა: ცუარითა: ვარდთა: აკოცა: ბაგითა: მითვე: ვარდისა: დარითა: უბრძანა: გიჭურეტ: თვალითა: გულ: ტკბილად: შემხედვარითა: მისად: სანაცვლოდ: მოვილხენ: თქუენთანა: საუბარითა:

1489. რა: მოეგონის: მოყუარე: სდინდიან: ცრემლნი: მწარენი: ტარიელისკენ: იარნა: მან: გზანი: საწყინარენი: უდაბურნი: და: უგზონი: უცხონი: რამე: არენი: სადაცა: ნახის: დაჴოცის: ლომ: ვეფხნი: მოშამბნარენი:

1490. ქუაბნი: გამოჩნდეს: იამა: იცნა: თქუა: იგი: კლდენია: სადაა: ჩემი: მოყუარე: და: ვისთუის: ცრემლი: მდენია: ღირს: ვარმცა: ვნახო: პირისპირ: უამბო: რაცა: მსმენია: არ: მოსრულ: იყოს: რაღა: ვქნა: ცუდ: ჩემი: განავლენია:

1491. თუ: მოსრულა: უღონიოდ: შინა: ხანსა: არ: დაზმიდა: მინდორს: სადმე: წავიდოდა: მჴეცისაებრ: ველთა: ვლიდა: სჯობს: თუ: შამბშამბ: წავიარო: იგონებდა: იხედვიდა: ესე: თქუა: და: მიუქცია: მინდორთაკენ: წამოვიდა:

1492. მიაცორვებს: და: იმღერის: მხიარულითა: გულითა: მართ: სახელდებით: უყივის: ჴმითა: მით: სიხარულითა: ცოტაი: წავლო: გამოჩნდა: მზე: სინათლითა: სრულითა: შამბისა: პირსა: ტარიელ: დგას: ჴრმლითა: მომახულითა:

1493. ტარიელს: ლომი: მოეკლა: მით: ჴრმალსა: სისხლი: სცხებოდა: შამბისა: პირსა: ქუეითი: დგა: ცხენი: არა: ხლებოდა: ყივილი: ავთანდილისი: ესმოდა: ეოცებოდა: შეხედნა: იცნა: გაიქცა: მისკენ: მირბოდა: ხლტებოდა:

1494. ჴრმალი: გასტყორცა: ტარიელ: მიმართა: მისსა: ძმობილსა: ყმა: ცხენისაგან: გარდიჭრა: ჰგუანდა: ეტლისა: სწრობილსა: მართ: ერთმანერთსა: აკოცეს: ჰგუანან: ყელ: გარდაჭდობილსა: ჴმა: შაქრისფერად: გაუჴდა: ვარდსა: ჴშირ: ჴშირად: პობილსა:

1495. ტარიელ: მოთქუა: ტირილით: სიტყუა: ნატიფი: მჭევრები: სისხლისა: ღუარმან: შეღება: წითლად: გიშრისა: ტევრები: ალვასა: წყარო: ცრემლისა: მორწყავს: ნაკადი: ბევრები: რადგან: შენ: გნახე: რა: მგამა: პატიჟი: მჭირდეს: მე: რვები:

1496. ტარიელ: ტირს: და: ავთანდილ: სიცილით: ეუბნებოდა: გაღიმდის: ძოწი: გააპის: კბილთაგან: ელვა: ჰკრთებოდა: ეტყოდა: ვცანო: ამბავი: შენ: რომე: გიამებოდა: აწ: გაახლდების: ყუავილი: ვარდი: აქამდის: ჭკნებოდა:

1497. ამა: ამბავსა: გიამბობ: არს: ჩემგან: მონასმინები: მასცა: მოშორდა: საწუთრო: ვის: ჰგუანდეს: ფერად: მინები: კიდე: შემოგხსნის: ჯინჯილსა: ხელობისათუის: ვინ: ები: კულა: მასვე: გიზამს: სოფელი: თუ: სჭმუნავ: რაცა: ინები:

1498. ტარიელ: უთხრა: ჰე: ძმაო: კმა: არს: დღეს: რაცა: მლხენია: ყოველი: ჩემი: სალხინო: მინახავს: ნახვა: შენია: სხუად: ნუ: ყოს: ღმერთმან: წამალი: არცა: რა: მოგისმენია: კაცმანცა: სოფელს: ვით: პოვა: რაცა: რა: საქმე: ზენია:

1499. რა: ტარიელ: არ: შესჯერდა: ავთანდილცა: არ: დასწყნარდა: მის: ამბვისა: დაყოვნება: ვეღარ: გასძლო: აუჩქარდა: გამოიღო: რიდე: მისი: ვინ: ბაგეთა: ვარდი: ვარდა: რა: ტარიელ: ნახა: იცნა: გამოუღო: შემოვარდა:

1500. წიგნი: და: კიდე: რიდისა: იცნა: და: გაცაშალა: მან: პირსა: დაიდვა: დაეცა: ვარდმან: ფერითა: მკრთალამან: სულნი: გაიქცნეს: მოდრიკა: თავი: გიშრისა: ტალამან: მისნი: ვერ: გასძლნეს: პატიჟნი: ვერ: ყაენ: ვერცა: სალამან:

1501. ავთანდილ: უჭვრეტს: ტარიელს: უსულოდ: ქუე: მდებარესა: შეჰფრინდა: შველად: მიმართა: მას: ტკბილად: მოუბარესა: ვერა: ვერ: არგო: დამწუარსა: სრულად: ცეცხლ: ნადებარესა: მისთა: ნიშანთა: სიცოცხლე: მართ: მისი: მიებარესა:

1502. ავთანდილ: დაჯდა: ტირილად: ტირს: ჴმითა: შუენიერითა: ყორანსა: გაგლეჯს: ჴშირ: ჴშირად: აფრთხობს: ბროლისა: ჭერია: გახეთქა: ლალი: გათლილი: ანდამატისა: კვერითა: მუნით: წყარონი: გამოჰჴდეს: ძოწსა: ვამსგავსე: ფერია:

1503. ტარიელს: ეგრე: გასრულა: მზე: დასტირს: იტყუის: ახა: ვა: ღმერთო: ნუ: მოჰკლავ: ჯერ: ჟამად: თქუა: ბრალ: არს: დასამარხავა: ნუ: გუწუავ: ცეცხლითა: ცხელითა: ნუ: გაგვხდი: სხუათა: მზრახავა: სოფელო: მოგვეც: სიახლე: ვისთუის: გვაქუს: გული: მჭმახავი: