... (H-54), 1680 წ.

1637. რა: ფრიდონ: უთხრა: ავთანდილს: ტარიას: მოციქულობა: მას: გაეცინნეს: გაღიმდა: ჰშუენოდა: მხიარულობა: თქუა: თუ: მეშველი: რად: მინდა: მჭირს: არავისგან: წყლულობა: ჩემი: მზე: არცა: ქაჯთა: ჰყავს: არცა: სჭირს: ლხინ: ნაკლულობა:

1638. ჩემი: მზე: ტახტსა: ზედა: ზის: მორჭმული: ღმთისა: ნებითა: საკრძალავი: და: უკადრი: ლაღი: არვისგან: ვნებითა: არცა: რა: უმძიმს: ქაჯთაგან: არცა: გრძნეულთა: გრძნებითა: მას: ზედა: შუელა: რად: მინდა: რად: მეჭუ: რასაცა: თნებითა:

1639. რა: მოვა: ჩემთუის: განგება: ზეცით: მოსრულნი: ზენანი: ღ~თი: იწადებს: მომივლენ: გულის: საჴუმილთა: ლხენანი: მაშინღა: მომხუდეს: მოკუდავსა: მზისა: ელვათა: ფენანი: უმისჟამისოდ: ცუდია: ჩემგან: მიდამო: რბენანი:

1640. მიდი: და: ჰკადრე: ტარიელს: პასუხი: ჩემგან: თხრობილი: მადლი: რად: უნდა: მეფეო: ხარ: რაზომ: გინდა: ლმობილი: ვარ: მუცლითგანვე: დედისა: თქუენად: სამონოდ: შობილი: ღ~თნ: მუნამდის: მიწა: მყოს: ვირ: მეფე: იყო: ცნობილი:

1641. გებრძანა: შეყრა: მწადიან: საყუარელისა: შენისა: ეგე: არს: მსგავსი: გულისა: ლმობიერისა: თქუენისა: მუნა: მე: ჴრმალი: არ: მიკუეთს: არცა: სივრცელე: ენისა: მიჯობს: მოლოდნა: საქმისა: მის: განგებისა: ზენისა:

1642. ესეა: ჩემი: საწადი: და: ჩემი: მოსანდომარე: ჰინდოეთს: გნახო: მორჭმული: საჯდომთა: ზედა: მჯდომარე: გუერდსავე: გიჯდეს: მნათობი: პირი: ელვათა: მკრთომარე: მებრძოლნი: თქუენნი: მოგესრნეს: არვინ: ჩნდეს: მუნ: მეომარე:

1643. რა: გამისრულდენ: ესენი: ჩემნი: გულისა: ნებანი: მაშინღა: მივალ: არაბეთს: მომხუდენ: მის: მზისა: ხლებანი: ოდისცა: სწადდეს: დამივსნეს: ამა: ცეცხლისა: დებანი: სხუად: თქუენგან: არა: არ: მინდა: მძულან: რასაცა: თნებანი:

1644. რა: ფრიდონ: ჰკადრა: ტარიელს: ესე: სიტყუანი: ყმისანი: მან: ბრძანა: მაგას: არა: ვიქ: ამას: არ: უნდა: მისანი: ვითა: მან: პოვნა: მიზეზი: ჩემისა: სულთა: დგმისანი: ეგრევე: მანცა: სამისოდ: ნახნეს: ძალ: გულნი: ძმისანი:

1645. მიდი: უთხარ: ჩემაგიერ: სიტყუა: ჩემგან: არ: ნათნები: მე: შენისა: გამზრდელისა: უნახავად: არ: დავდგები: ვეჭუ: მრავალი: დამეჴოცნეს: მონა: მისგან: საყუარლები: ვითხოვ: ხოლე: შენდობასა: ეგეთივე: მოვბრუნდები:

1646. ესე: უთხარ: ამის: მეტსა: ჰმოციქულობ: ნურას: ნუო: ხუალე: წასლუა: არ: დავშალო: არცა: საქმე: გავათუო: მე: არ: მიზამს: არაბთ: მეფე: რომე: სიტყუა: გავაცრუო: ამოდ: ვსთხოვო: ქალი: მისი: შევეხუეწო: შევაგუო:

1647. უამბო: ფრიდონ: ავთანდილს: ტარიას: მოციქულობა: არ: დადგებისო: ცუდია: შენგან: ცდისაღა: თქმულობა: მას: დაუმძიმდა: მოედვა: კულა: გულსა: კუამლ: ალმულობა: ასრე: ჴამს: რიდი: მეფეთა: ყმათაგან: მოკრძალულობა:

1648. ავთანდილ: მივა: მუჴლ: მოყრით: ტარიას: შესახუეწელად: ფერჴთა: ეხუევის: აკოცებს: აღარ: შეხედავს: ზე: წელად: ეტყუის: კმა: რაცა: შევსცოდე: როსტანს: წლეულად: მე: წელად: კულა: ნუ: მიქ: ერდგულობისა: გამტეხლად: დაცამლეწელად:

1649. რასაცა: ჰლამი: არ: მოგცემს: მას: ღმრთისა: სამართალია: გამზრდელსა: ჩემსა: ვით: ვჰკადრო: მე: საქმე: სამუხთალია: მე: მისთუის: ჴელი: ვით: გავსძრა: ვინ: ჩემთუის: ფერ: ნამკრთალია: ვით: მოიჴმაროს: მონამან: პატრონსა: ზედა: ჴრმალია:

1650. ეგე: საქმე: მე: და: ჩემსა: საყუარელსა: შეგუამდურვებს: ვაი: თუ: გაწყრეს: გაგულისდეს: კუშტი: გულსა: შეაურვებს: ამბავსაცა: დამიძუირებს: ჭურეტისათვის: მომასურვებს: შენდობასა: ჴორციელი: კაცი: ვერა: დამიურვებს:

1651. ტარიელ: უთხრა: სიცილით: მან: მზემან: შუქ: ნაფენამან: ჴელი: მოჰკიდა: ავთანდილს: აჰმართა: ააყენა: მან: მიყოო: კარგი: ყუელაი: მომართებამან: შენამან: მაგრა: სჯობს: შენცა: გალხინოს: ჩემმან: შენითა: ლხენამან:

1652. დია: მძულს: მეტი: მოყურისა: შიში: კრძალვა: და: რიდობა: მძულს: გაუწყვედლად: კუშტობა: და: სულ: მძიმობა: დიდობა: თუ: მოყუარეა: გულისა: ქნას: ჩემკენ: მონაზიდობა: თუარა: მე: ჩემდა: იგ: მისდა: დია: სჯობს: კიდის: კიდობა:

1653. მე: ვიცი: გული: საშენოდ: შენისა: საყუარელისა: არ: ეწყინების: სტუმრობა: შენისა: მე: შემყრელისა: რადმცა: რა: ვჰკადრე: მეფესა: თხრობა: რასაცა: ჭრელისა: ოდენ: ნახუისა: მათისა: ნატრა: მაქვს: სანატრელისა:

1654. ამას: ოდენ: მოვახსენებ: მუდარით: და: შეპოვნებით: რომე: მოგცეს: ქალი: მისი: მან: მისითა: მოგონებით: რადგან: ბოლო: შეყრავეა: სიშორესა: ვით: ეთნებით: დააშუენეთ: ერთმანერთი: თავის: თავის: ნუ: დასჭკნებით:

1655. რა: ავთანდილ: ტარიასგან: ცნა: წასულასა: არ: დაშლიდა: არა: ჰკადრა: შეცილება: საუბარსა: ზედა: ჰრთვიდა: ფრიდონ: კაცსა: დარჩეულსა: სათანაოდ: გარდასთულიდა: თანა: წაჰყუა: გაღანამცა: მას: თანავე: გზასა: ვლიდა:

ტარიელისაგან ქვაბსავე მისვლა მეორედ: