... (H-2074), XVI-XVII სს.

1487. აგრევე჻ გული჻ კაცისა჻ მოსაგუარებლად჻ ძნელია჻ ჭირსა჻ და჻ ლხინსა჻ ორსავე჻ ზედა჻ მართ჻ ვითა჻ ხელია჻ მიწყივ჻ წყლულდების჻ საწუთრო჻ მისი჻ აროდეს჻ მრთელია჻ იგი჻ მიენდოს჻ სოფელსა჻ ვინცა჻ თავისი჻ მტერია჻

1488. ტარიელ჻ ნახა჻ ნაწერი჻ კულაცა჻ მკულელისა჻ მისისა჻ იკითხავს჻ თუცა჻ აშეთებს჻ კითხვა჻ წიგნისა჻ მისისა჻ დაუყვის჻ ცრემლმან჻ სინათლე჻ ბნელად჻ ჩანს჻ შუქი჻ დღისისა჻ ავთანდილ჻ ადგა჻ დაუწყო჻ თხრობა჻ სიტყუისა჻ მქისისა჻

1489. მიკუირს჻ თუ჻ რად჻ ნამუსად჻ გიჩს჻ ცრემლნი჻ მიდგიან჻ მორევად჻ მზე჻ პატიმრად჻ გყავს჻ სოფელი჻ იჭირვის჻ ჩვენდა჻ მორევად჻ ფრიდონ჻ მოვიჴმოთ჻ ლომ჻ გულო჻ ძმადფიცი჻ ჩუენდა჻ სწორევად჻ მან჻ მოგუაშველოს჻ ლაშქარი჻ მათ჻ გრძნეულთათვის჻ მორევად჻

1490. იტყუის჻ თუ჻ ნაქმრად჻ არ჻ ვარგა჻ კაცისა჻ გასწავლილისად჻ აწ჻ რადღა჻ გუმართებს჻ ტირილი჻ ჴამს჻ დავსხდეთ჻ ქნად჻ ღიმილისა჻ ადეგ჻ წავიდეთ჻ საძებრად჻ მის჻ მზისა჻ წაჴდომილისა჻ ადრე჻ მიგიყუან჻ მიყუანა჻ არს჻ შენგან჻ მონდომილისა჻

1491. ვითა჻ გუმართებს჻ გახარება჻ პირველ჻ აგრე჻ გავიხარნეთ჻ მერმე჻ შევსხდეთ჻ გავემართნეთ჻ ქაჯეთისკენ჻ თავნი჻ ვარნეთ჻ ჴრმალნი჻ ჩუენნი჻ ვიწინამძღვრნეთ჻ მათნი჻ ზურგით჻ დავიყარნეთ჻ უჭირველნი჻ შემოვიქცეთ჻ იგი჻ მძორთა჻ დავადარნეთ჻

1492. ტარიელ჻ მითხარ჻ სიმღერა჻ მო჻ ჴმითა჻ მოგურინავითა჻ ამ჻ ჩემს჻ ასულსა჻ ზღუას჻ შევრთავ჻ მზესა჻ შინ჻ მოგური჻ ნავითა჻ სულ჻ ქაჯთა჻ პირქვე჻ დავამხობ჻ გველებრივ჻ მოგვრინავითა჻ თუ჻ ჩემი჻ მოსულა჻ გრძნებისა჻ მოვალ჻ და჻ მოგვრი჻ ნავითა჻

1493. მერმე჻ ტარიელ჻ ამბავსა჻ ჰკითხავს჻ აღარა჻ ბნდებოდა჻ შეხედნის჻ თუალნი჻ აჰმართნის჻ შავ჻ თეთრი჻ ელვა჻ ჰკრთებოდა჻ მართ჻ ვითა჻ ლალსა჻ მზისაგან჻ მას჻ ფერი჻ ეზარდებოდა჻ ვინ჻ ღირსა჻ თუმცა჻ წყალობით჻ ცა჻ მიწყივ჻ მობრუნდებოდა჻

1494. ავთანდილს჻ მადლი჻ უბრძანა჻ ქნა჻ უყო჻ საუბარისა჻ მე჻ შენი჻ ქება჻ ვითა჻ ვთქუა჻ ბრძენთაგან჻ საქებარისა჻ ვითა჻ ზე჻ მთისა჻ წყარომან჻ მომრწყე჻ ყუავილი჻ ბარისა჻ დამწყუიტე჻ დენა჻ ცრემლისა჻ ნარგისთა჻ ნაგუბარისა჻

1495. მე჻ ვერა჻ გიყო჻ ნაცვალსა჻ ღ~თი჻ გარდგიჴდის჻ ციერი჻ ზეგარდმო჻ მისით჻ შემოგზღოს჻ მუქაფა჻ ჩემმაგიერი჻ შესხდეს჻ და჻ შინა჻ წავიდეს჻ მათ჻ ლხინი჻ ჰქონდა჻ ძლიერი჻ აწ჻ გავეაძღო჻ სოფელმან჻ ასმათ჻ ადრითგან჻ მშიერი჻

1496. ქუაბისა჻ კარსა჻ ასმათი჻ მარტო჻ ზის჻ არ჻ ბარგოსანი჻ შეხედნა჻ იცნა჻ ტარიელ჻ თანა჻ ყმა჻ ჭარმაგოსანი჻ ორნივე჻ ტურფად჻ იმღერდეს჻ ვით჻ იადონი჻ მგოსანი჻ მაშინვე჻ იცნა჻ ავარდა჻ მოშლილი჻ პერანგოსანი჻

1497. აქამდის჻ მიწყივ჻ ენახა჻ ქუაბს჻ მისლვა჻ მოტირალისა჻ აწ჻ გაუკუირდა჻ დანახვა჻ სიცილით჻ მომღერალისა჻ ზარაღებული჻ ავარდა჻ ცნობა჻ უც჻ ვითა჻ მთურალისა჻ არ჻ იცის჻ სმენა჻ ამბვისა჻ ჯერთ჻ მისგან჻ სასურვალისა჻

1498. მათ჻ რა჻ ნახეს჻ შემოჰყივლეს჻ სიცილით჻ და჻ კბილთა჻ ჩენით჻ ჱე჻ ასმათო჻ მოგუივიდა჻ მოწყალება჻ ღ~თისა჻ ზენით჻ ვჰპოვეთ჻ მთუარე჻ დაკარგული჻ რაცა჻ გწადდა჻ იგი჻ ვქენით჻ აწ჻ გავჴედით჻ ბედისაგან჻ ცეცხლთა჻ შრეტით჻ ჭირთა჻ ლხენით჻

1499. ავთანდილ჻ ცხენსა჻ გარდაჴდა჻ ასმათის჻ მოსახვეველად჻ მან჻ მიჰყო჻ ხელი჻ ალვასა჻ შტო჻ მოჰყუა჻ მოსარხეველად჻ ყელსა჻ და჻ პირსა჻ აკოცებს჻ არის჻ ცრემლისა჻ მფრქუეველად჻ რა჻ სცანო჻ რა჻ ჰქენ჻ მიამბე჻ ვტირ჻ შენი჻ მოაჯე჻ ველად჻

1500. ავთანდილ჻ ასმათს჻ უსტარი჻ მისცა჻ მისისა჻ ზრდილისა჻ ალვისა჻ შტო჻ დამჭკნარისა჻ მთუარისა჻ ფერ჻ მიჴდილისა჻ უთხრა჻ თუ჻ ნახე჻ ნაწერი჻ მის჻ პატიჟ჻ გარდაჴდილისა჻ მზე჻ მოგუეახლა჻ მოგუეცა჻ ჩუენ჻ მოშორვება჻ ჩრდილისა჻

1501. ასმათ჻ რა჻ ნახა჻ უსტარი჻ ცნა჻ მისი჻ დანაწერობა჻ გაჰკუირდა჻ ზარმან჻ აიღო჻ ათრთოლებს჻ ვითა჻ ხელობა჻ ტერფით჻ თხემამდის჻ გაუჴდა჻ მას჻ მეტი჻ საკუირველობა჻ იტყუის჻ რა჻ ვნახე჻ რა჻ მესმის჻ არსცა჻ ამისი჻ მრთელობა჻

1502. ავთანდილ჻ უთხრა჻ ნუ჻ გეშის჻ ეგე჻ ამბავი჻ მრთელია჻ ლხინი჻ მოგუეცა჻ მოგუშორდა჻ ყოველი჻ ჭირი჻ ძნელია჻ მზე჻ მოგუეახლა჻ უკუნი჻ ჩუენთვის჻ აღარა჻ ბნელია჻ ბოროტსა჻ სძლია჻ კეთილმან჻ არსება჻ მისი჻ გრძელია჻

1503. ჰინდოთ჻ მეფე჻ მხიარული჻ ასმათს჻ რასმე჻ უბრძანებდა჻ ერთმანერთსა჻ ეხუეოდეს჻ სიხარული჻ ატირებდა჻ ვარდსა჻ ზედა჻ ყორნის჻ ბოლო჻ ნამსა჻ თხელსა჻ აპკურებდა჻ კაცსა჻ ღ~თი჻ არ჻ გასწირავს჻ თუცა჻ კაცი჻ შეიგებდა჻

1504. ღ~თსა჻ მისცეს჻ დიდი჻ მადლი჻ თქუეს჻ გუიყოო჻ რაცა჻ სჯობდა჻ აწყა჻ ვცანით჻ უარესსა჻ პირი჻ თქუენი჻ არ჻ გაჰბრჭობდა჻ ჰინდოთ჻ მეფე჻ ჴელ჻ განპყრობით჻ მხიარული჻ ამას჻ ჴმობდა჻ ქუაბს჻ შევიდეს჻ მხიარული჻ ასმათ჻ რასმე჻ მასპინძლობდა჻

1505. ტარიელ჻ ეტყუის჻ ავთანდილს჻ ისმინე჻ სიტყუა჻ ასები჻ გიამბობ჻ რასმე჻ ამბავსა჻ მოამბვედ჻ ნუ჻ გენასები჻ მე჻ ოდეს჻ ქუაბნი჻ წაუხვენ჻ დავჴოცე჻ დევთა჻ დასები჻ მას჻ აქათ჻ მათი჻ აქა჻ ძეს჻ საჭურჭლე჻ ძუირ჻ ნაფასები჻

1506. მე჻ აგრე჻ არა჻ მინახავს჻ მართ჻ ვითა჻ არა჻ მდომია჻ მოდი჻ და჻ გავხსნათ჻ შევიგნეთ჻ საჭურჭლე჻ თუ჻ რა჻ ზომია჻ იამა჻ ადგეს჻ ორნივე჻ არცა჻ ქუე჻ ასმათ჻ მჯდომია჻ დალეწეს჻ კარი჻ ორმოცი჻ მათგან჻ არ჻ ზედა჻ ომია჻