... (H-461), XVIII ს.

1487. ჩემი჻ აწ჻ ესე჻ ნათქვამი჻ მათი჻ სახე჻ და჻ დარია჻ რა჻ ზედა჻ წვიმდეს჻ ღრუბელნი჻ და჻ მთითა჻ ატყდეს჻ ღვარია჻ მოვა჻ და჻ ჴმელთა჻ მოგრაგნის჻ ისმის჻ ზათქი჻ და჻ ზარია჻ მაგრა჻ რა჻ ზღვასა჻ შეერთვის჻ მაშინ჻ ეგრეცა჻ წყნარია჻

1488. თუცა჻ ფრიდონ჻ და჻ ავთანდილ჻ სიკეთე჻ მიუწდომია჻ თუცა჻ ტარიას჻ შებმანი჻ არვისგან჻ მოსანდომია჻ მზე჻ მნათობთაცა჻ დაჰფარავს჻ არცაღა჻ ნათლად჻ ჴომია჻ აწ჻ იყურებდით჻ მსმენელნო჻ გესმას჻ ფიცხელი჻ ომია჻

1489. სამთავე჻ სამად჻ გაიყვეს჻ თვითომან჻ თვითო჻ კარები჻ თანა჻ ჰყვა჻ კაციას჻ ასი჻ ყველაი჻ გმირთა჻ დარები჻ მას჻ ღამით჻ უყვეს჻ სადარნო჻ უცრუო჻ ანაჩქარები჻ გათენდა჻ გაჩნდეს჻ მიმართეს჻ ყველას჻ გარდეგოთ჻ ფარები჻

1490. პირველ჻ ამოდ჻ მიდიოდეს჻ მგზავრთა჻ რადმე჻ მაგიერად჻ მათ჻ შიგანთა჻ ვერა჻ უგრძნეს჻ ვერცა჻ დახვდეს჻ გულ჻ ხმიერად჻ გულსა჻ შიში჻ არა჻ ჰქონდა჻ ამოთ჻ დგეს჻ და჻ ნებიერად჻ მიდგეს჻ გარე჻ მუზარადნი჻ დაიხურნეს჻ ჟამიერად჻

1491. ანაზდად჻ ცხენი჻ გაქუსლეს჻ მათრაჴმან჻ შექნა჻ წრიალი჻ რა჻ ნახნეს჻ კარნი჻ გაახუნეს჻ ქალაქით჻ გაჴდა჻ ზრიალი჻ სამთავე჻ სამგნით჻ მიუჴდენ჻ ქაჯთა჻ მათ჻ უყვეს჻ რიალი჻ იკრეს჻ ნობსა჻ და჻ დაბდაბსა჻ შეიქნა჻ ბუკთა჻ დრგიალი჻

1492. მაშინ჻ ქაჯეთს჻ მოიწივა჻ უსაზომო჻ რისხვა჻ ღმრთისა჻ კრონოს჻ წყრომით჻ შემხედველმან჻ მოიშორვა჻ სიტკბო჻ მზისა჻ მათვე჻ რისხვით჻ გარდუბრუნდა჻ ბორბალი჻ და჻ სიმგრგულე჻ ცისა჻ ველნი჻ მძორსა჻ ვერ჻ იტევდა჻ გადიადდა჻ ჯარი჻ მკვდრისა჻

1493. კაცსა჻ უკრავად჻ დაბნედდის჻ ჴმა჻ ტარიელის჻ ხაფისა჻ აბჯარსა჻ ფრეწდის჻ გაცუდდა჻ სიმაგრე჻ ჯავშან჻ ქაფისა჻ სამგნითვე჻ კართა჻ შესჯარნეს჻ ჭირი჻ არ჻ ნახეს჻ კაფისა჻ რა჻ ქალაქს჻ შეჰჴდეს჻ შეიქმნა჻ სიხარკე჻ ციხეს჻ სწრაფისა჻

1494. ავთანდილ჻ და჻ ლომი჻ ფრიდონ჻ შიგნით჻ ერთად჻ შეიყარნეს჻ მტერნი჻ მათნი჻ აეწყვიდნეს჻ სისხლი჻ მიწად჻ მოეღვარნეს჻ უყივლეს჻ და჻ ერთმანერთი჻ ნახეს჻ დიდად჻ გაეხარნეს჻ თქვეს჻ ტარიელ჻ რა჻ იქნაო჻ მისად჻ ჭურეტად჻ თვალნი჻ არნეს჻

1495. ერთმანცა჻ არა჻ იცოდა჻ ვერა჻ ცნეს჻ ტარიელისა჻ ციხესა჻ კარსა჻ მიჰმართეს჻ რიდი჻ არ჻ ჰქონდა჻ მტერისა჻ მუნ჻ ნახეს჻ რიყე჻ აბჯრისა჻ ნალეწი჻ ჴმალთა჻ წვერისა჻ ასი჻ ათასი჻ ნობათი჻ უსულო჻ მგზავსი჻ მტვერისა჻

1496. ციხისა჻ მცველნი჻ ყველაი჻ იდვა჻ მართ჻ ვითა჻ სნეული჻ თავით჻ ფერჴამდინ჻ დაჭრილი჻ აბჯარი჻ ტან჻ შემოხეული჻ ციხისა჻ კარნი჻ გაჴმულნი჻ კართა჻ ნალეწი჻ სრეული჻ სცნეს჻ ნაქმრად჻ ტარიელისად჻ თქვეს჻ საქმე჻ არს჻ მისეული჻

1497. გზანი჻ დახუდნენ჻ შეკაფულნი჻ შევიდეს჻ და჻ გაძურეს჻ ჴურელსა჻ ნახეს჻ მზისა჻ შესაყრელად჻ გამოეშვა჻ მთვარე჻ გუელსა჻ მუზარადი჻ მოეჴადა჻ შვენის჻ აკვრა჻ თმისა჻ ლელსა჻ მკერდი჻ მკერდსა჻ შეეწება჻ გარდაეჭდო჻ ყელი჻ ყელსა჻

1498. ეხვეოდეს჻ ერთმანერთსა჻ აკოცეს჻ და჻ ცრემლნი჻ ღვარნეს჻ ამას჻ გვანდეს჻ ოდეს჻ მუშთარ჻ ზუალ჻ ერთად჻ შეიყარნეს჻ მოეგონა჻ რომე჻ პირველ჻ ვითამც჻ იგი჻ გაიყარნეს჻ მაშინიგნით჻ ჭირნახულთა჻ ამას჻ იქით჻ გაიჴარნეს჻

1499. მათ჻ ერთმანერთსა჻ აკოცეს჻ დგანან჻ ყელ჻ გარდაჭდობილნი჻ კვლავ჻ შეეწებნეს჻ ბაგეთათ჻ ვარდნიხშირ჻ ხშირად჻ პობილნი჻ აწ჻ ესენიცა჻ გავიდეს჻ შეკრბეს჻ სამნივე჻ ძმობილნი჻ მას჻ მზესა჻ მისცეს჻ სალამი჻ წარდგეს჻ მართ჻ ვითა჻ ჴმობილნი჻

1500. მზე჻ მოეგება჻ ტურფითა჻ პირითა჻ მხიარულითა჻ აკოცა჻ მისთა჻ მეშველთა჻ ლაღმან჻ ცნობითა჻ წყნარითა჻ მათ჻ მდაბლად჻ მადლი჻ უბრძანა჻ სიტყვითა჻ მით჻ ნარნარითა჻ ორნივე჻ ერთად჻ უბნობდეს჻ ტკბილითა჻ საუბარითა჻

1501. ტარიელსცა჻ უსალამეს჻ მას჻ ალვისა჻ მორჩსა჻ ვით჻ ხეს჻ მიულოცეს჻ გამარჯუება჻ ერთმანერთი჻ მოკითხეს჻ არა჻ სჭირდა჻ არ჻ ინანეს჻ რომ჻ აბჯარი჻ არ჻ გაითხეს჻ თავნი჻ მათნი჻ გაალომეს჻ მათი჻ მბრძოლი჻ იშულეს჻ ითხეს჻

1502. სამასისა჻ კაცისაგან჻ ასსამოცი჻ შერჩომოდა჻ ფრიდონს჻ უმძიმს჻ სპათა჻ მისთა჻ მაგრა჻ ცალკერძ჻ უხაროდა჻ მონახეს჻ და჻ არ჻ აცოცხლეს჻ რაც჻ მებრძოლი჻ დარჩომოდა჻ რომე჻ ჰპოვეს჻ საჭურჭლენი჻ აწმცა჻ თვალვა჻ ვით჻ ითქმოდა჻

1503. მოკრიფეს჻ ჯორი჻ აქლემი჻ რაცა჻ სად჻ ჰპოვეს჻ მალები჻ სამიათასსა჻ აჰკიდეს჻ მარგალიტი჻ და჻ თვალები჻ ლალ჻ იაგუნდი჻ ზურმუხტი჻ ფირუზ჻ ზირბაჯნის჻ თვალები჻ იგი჻ მზე჻ შესვეს჻ კუბოსა჻ არს჻ მათგან჻ განაკრძალები჻

1504. სამოცი჻ კაცი჻ დააგდეს჻ ქაჯეთს჻ ციხისა჻ მცველია჻ წამოიყვანეს჻ იგი჻ მზე჻ მათიღა჻ წაგვრა჻ ძნელია჻ ზღვათა჻ ქალაქსა჻ დამართეს჻ გზა჻ იგი჻ მუნით჻ გრძელია჻ თქვეს჻ ფატმან჻ ვნახოთ჻ მუქაფა჻ გუაც჻ მისი჻ გარდუხდელია჻

აქა ტარიელისაგან და მისთა ძმათაგან ზღვათა მეფისას მისვლა჻

1505. ზღვათა჻ მეფესა჻ წინაშე჻ გაგზავნა჻ მახარობელი჻ შესთვალა჻ მოვალ჻ ტარიელ჻ მტერთა჻ მძლე჻ მოსურვით჻ მსპობელი჻ ქაჯეთით჻ მამყავს჻ ჩემი჻ მზე჻ ჩემი჻ ლახვართა჻ მსობელი჻ მწადიან჻ გნახნე჻ პატივით჻ ვითა჻ მამა჻ და჻ მშობელი჻