... (H-54), 1680 წ.

1466. აჰა: ინიშნე: ნიშანი: შენეულისა: რიდისა: გარდმიკუეთია: ალამი: ჩემო: ერთისა: კიდისა: ესეღა: დაგრჩეს: სანაცლოდ: მის: იმედისა: დიდისა: რისხუით: მობრუნდა: ბორბალი: ჩუენზედა: ცისა: შუიდისა:

1467. ესე: წიგნი: საყუარელსა: მისსა: თანა: მინაწერი: რა: დაწერა: გარდაჰკუეთა: მათ: რიდეთა: ერთი: წუერი: თავ: მოჴდილსა: დაუშვენდა: სისხო: თმათა: სიგრძე: წუერი: ალვისაგან: სული: მოქრის: ყორნის: ფრთათათ: მონაბერი:

1468. ესე: სიტყვა: მართალია: არ: ჭრელად: და: არ: ხვასრულად: ნესტან: დარეჯ: ჰქვიან: ქალსა: ქართულადცა: კულა: სპარსულად: თავშიშველი: ყაყაჩოსა: ჰგავს: თუ: იყოს: ვარდი: სრულად: ტარიელის: გონებითა: ალვა: მჭკნარად: დანასრულად:

1469. იგი: მონა: წამოვიდა: გულანშაროს: მიმავალი: წამერთ: მიჰჴდა: ფატმანისსა: დღე: იარა: არ: მრავალი: რა: ავთანდილს: გაუსრულდა: საქმე: მისი: სასურვალი: ჴელ: აპყრობით: ღმერთსა: ჰმადლობს: ცნობა: სრული: არა: მთრვალი:

1470. ფატმანს: უთხრა: გამისრულდა: ჟამად: საქმე: საწადელი: დიდი: შენი: მოჭირვება: ჩემგან: არის: გარდუჴდელი: წავალ: დგომად: აღარა: მცალს: დრო: მოსრულა: შარშანდელი: ფიცხლა: ქაჯეთს: მოვიყიანო: მათი: მომსპობ: ამწყუედელი:

1471. ხათუნმან: უთხრა: ჰე: ლომო: ცეცხლი: აწ: უფრო: ცხელდების: მოეშორვების: ნათელსა: გული: ამისთუის: ბნელდების: ისწრაფე: ჩემი: ნუ: გაგვა: ხელი: ეგრეცა: ხელდების: თუ: ქაჯნი: მოგესწრებიან: მუნ: მისლვა: გაგიძნელდების:

1472. ყმამან: ფრიდონის: მონანი: უჴმნა: მას: თანა: ხლებულნი: უბრძანა: მკუდარნი: აქამდის: აწყა: ვართ: დაცოცხლებულნი: რაცა: გუინდოდა: მისითა: სმენითა: გაახლებულნი: ჩუენთა: მტერთანი: გიჩვენნე: წყლულნი: მით: ვაგლახებულნი:

1473. მიდით: და: ფრიდონს: უამბეთ: ამბავი: არნაცქაფავი: მე: ვერა: ვნახავ: ვისწრაფი: გზა: ჩემი: არს: ნასწრაფავი: მან: გააჴაფოს: ჴმა: ჴაფი: კულა: უფრო: გასაჴაფავი: თქუენ: მოგცე: ლარი: ყუელაი: მე: ჩემი: ნაალაფავი:

1474. ჩემსა: ზედა: დიდი: არის: ვალი: თქუენგან: დანადები: მადლსა: სხუაებრ: გარდავიხდი: თუღა: ფრიდონს: შევეყრები: აწ: წაიღეთ: ყუელაკაი: მეკობრეთა: წანაღები: ამის: მეტსა: ვერას: მოგცემ: ვიცი: ამად: გეძუნწები:

1475. სახლი: არ: მახლავს: არ: ძალ: მაქუს: გაცემა: საბოძვარისა: მისცა: მართ: სავსე: ხომალდი: რიცხვი: ტურფათა: ჯარისა: უბრძანა: წადით: წაიღეთ: გზა: წავლეთ: მისვე: არისა: ფრიდონს: მიართუით: უსტარი: ჩემგან: ძმად: ნაფიცარისა:

წიგნი ავთანდილისა ფრიდონის წინაშე:

1476. დაწერა: ფრიდონ: მაღალო: სუე: სრულო: მეფეთ: მეფეო: ლომისა: მსგავსო: ძალ: გულად: მზეო: შუქმოიეფეო: მოვლენილო: და: მორჭმულო: მტერთა: სისხლისა: მჩქეფეო: უმცროსმან: ძმამან: შორიშორ: სალამი: დავიყეფეო:

1477. ჭირნი: ვნახენ: და: მოცამხუდა: ნაცუალი: ჭირ: ნახულისა: კარგა: მოჴდომა: საქმისა: ჩემისა: გაზრახულისა: მიცნია: მართლად: ამბავი: პირისა: მზედ: სახულისა: დამარჩენელი: ლომისა: მის: ქუესკნელს: დამარხულისა:

1478. იგი: მზე: ქაჯთა: მეფესა: ჰყავს: ქაჯეთს: პატიმარია: მუნ: მისლვა: მიჩანს: თამაშად: თუცა: გზა: საომარია: ნარგისთათ: წვიმა: ბროლისა: წუიმს: ვარდი: ნაწუიმარია: ჯერთ: ქალსა: ქაჯნი: არ: ახლვან: მაგრა: სპა: უამარია:

1479. გულ: მხიარული: ვიხარებ: ამად: არ: ცრემლი: მმილდების: სადაცა: შენ: და: შენი: ძმა: ხართ: ძნელი: გაადუილდების: რაცა: მოგინდეს: უცილოდ: იქთ: იგი: არ: აგცილდების: არ: თურემ: კაცმან: დაგიდგნა: ვეჭუ: კლდეცა: გაგილბილდების:

1480. აწ: შემინდევ: ვერა: გნახე: შორს: ამისთუის: წაგიარე: გზა: გზა: ყოვნა: აღარა: მცალს: პატიმრადა: იგი: მთუარე: ადრე: მოვალთ: მხიარულნი: ჩუენი: ნახვა: გაიხარე: ამის: მეტი: რაღა: გკადრო: ძმასა: ძმურად: მოეჴმარე:

1481. ამა: მონათა: ჩემზედა: გარდაუჴდელი: გულია: ამოდ: მსახურეს: თქუენიმცა: გული: ამათთვის: სრულია: ქება: რად: უნდა: მას: ვინცა: თქუენთანა: ხანდაზმულია: მსგავსი: ყველაი: მსგავსსა: შობს: ესე: ბრძენთაგან: თქმულია:

1482. ესე: უსტარი: დაწერა: შეკრა: და: წაცახუია: მან: მისცა: ფრიდონის: მონათა: ვარდმან: და: ვითა: იამან: შესთუალა: ზეპირ: რაც: ჴამდა: სრულად: მართ: ვითა: გია: მან: მათ: მარგალიტი: უჩუენის: ძოწისა: კარმან: ღიამან:

1483. მოქარავნეთა: უბრძანა: საქმე: მიც: გითხარ: განაო: კარგად: მომიჴდა: მოყვსობა: მე: თქუენი: მესვიანაო: რაცა: მინდოდა: ყუელაი: ვქენ: ღმერთმან: მაგულვანაო: აწ: აღარა: მცალს: ბადრაგა: სხვა: წაიტანეთ: თანაო:

1484. მონახა: პოვა: ავთანდილ: ნავი: მისისა: მჴარისა: გამოემართა: იგი: მზე: პირითა: სავსე: მთვარისა: მაგრა: დაგდება: უმძიმდა: ფატმანის: გულ: მწუხარისა: მისთა: გამყრელთა: ნაკადი: ჩასდის: სისხლისა: ღუარისა: