... (H-2074), XVI-XVII სს.

1467. რა჻ მოეგონის჻ მოყუარე჻ სდინდიან჻ ცრემლნი჻ მწარენი჻ ტარიელისკენ჻ იარნა჻ მან჻ გზანი჻ საწყინარენი჻ უდაბურნი჻ და჻ უგზონი჻ უცხონი჻ რამე჻ არენი჻ სადაცა჻ ნახის჻ დაჴოცის჻ ლომ჻ ვეფხნი჻ მოშამბნარენი჻

1468. ქუაბნი჻ გამოჩნდეს჻ იამა჻ იცნა჻ თქუა჻ იგი჻ კლდენია჻ სადაა჻ ჩემი჻ მოყუარე჻ და჻ ვისთუის჻ ცრემლი჻ მდენია჻ ღირს჻ ვარმცა჻ ვნახო჻ პირისპირ჻ უამბო჻ რაცა჻ მსმენია჻ არ჻ მოსრულ჻ იყოს჻ რაღა჻ ვქნა჻ ცუდ჻ ჩემი჻ განავლენია჻

1469. თუ჻ მოსრულა჻ უღონიოდ჻ შინა჻ ხანსა჻ არ჻ დაზმიდა჻ მინდორს჻ სადმე჻ წავიდოდა჻ მჴეცისაებრ჻ ველთა჻ ჰვლიდა჻ სჯობს჻ თუ჻ შამბშამბ჻ წავიარო჻ იგონებდა჻ იხედვიდა჻ ესე჻ თქუა჻ და჻ მიუქცია჻ მინდორთაკე჻ წამოვიდა჻

1470. მიაცორვებს჻ და჻ იმღერის჻ მხიარულითა჻ გულითა჻ მართ჻ სახელდებით჻ უყივის჻ ჴმითა჻ მით჻ სიხარულითა჻ ცოტაი჻ წავლო჻ გამოჩნდა჻ მზე჻ სინათლითა჻ სრულითა჻ შამბისა჻ პირსა჻ ტარიელ჻ დგას჻ ჴრმლითა჻ მომახულითა჻

1471. ტარიელს჻ ლომი჻ მოეკლა჻ მით჻ ჴრმალსა჻ სისხლი჻ სცხებოდა჻ შამბისა჻ პირსა჻ ქუეითი჻ დგა჻ ცხენი჻ არა჻ ხლებოდა჻ ყივილი჻ ავთანდილისა჻ ესმოდა჻ ეოცებოდა჻ შეხედნა჻ იცნა჻ გაიქცა჻ მისკენ჻ მირბოდა჻ ხლტებოდა჻

1472. ჴრმალი჻ გასტყორცა჻ ტარიელ჻ მიმართა჻ მისსა჻ ძმობილსა჻ ყმა჻ ცხენისაგან჻ გარდიჭრა჻ ჰგუანდა჻ ეტლისა჻ სწრობილსა჻ მართ჻ ერთმანერთსა჻ აკოცეს჻ ჰგუანან჻ ყელ჻ გარდაჭდობილსა჻ ჴმა჻ შაქრის჻ ფერად჻ გაუხდა჻ ვარდსა჻ ჴშირ჻ ჴშირად჻ პობილსა჻

1473. ტარიელ჻ მოთქუა჻ ტირილით჻ სიტყუა჻ ნატიფი჻ მჭევრები჻ სისხლისა჻ ღუარმან჻ შეღება჻ წითლად჻ გიშრისა჻ ტევრები჻ ალვასა჻ წყარო჻ ცრემლისა჻ მორწყავს჻ ნაკადი჻ ბევრები჻ რადგან჻ შენ჻ გნახე჻ რა჻ მგამა჻ პატიჟი჻ მჭირდეს჻ ბევრები჻

1474. ტარიელ჻ ტირს჻ და჻ ავთანდილ჻ სიცილით჻ ეუბნებოდა჻ გაღიმდის჻ ძოწი჻ გააპის჻ კბილთაგან჻ ელვა჻ ჰკრთებოდა჻ ეტყოდა჻ ვცანო჻ ამბავი჻ შენ჻ რომე჻ გიამებოდა჻ აწ჻ გაახლდების჻ ყუავილი჻ ვარდი჻ აქამდის჻ ჭკნებოდა჻

1475. ამა჻ ამბავსა჻ გიამბობ჻ არს჻ ჩემგან჻ მონასმინები჻ მასცა჻ მოშორდა჻ საწუთრო჻ ვის჻ ჰგუანდეს჻ ფერად჻ მინები჻ კიდე჻ შემოგჴსნის჻ ჯინჯილსა჻ ხელობისათუის჻ ვინ჻ ები჻ კულა჻ მასვე჻ გიზამს჻ სოფელი჻ თუ჻ სჭმუნავ჻ რაცა჻ ინები჻

1476. ტარიელ჻ უთხრა჻ ჰე჻ ძმაო჻ კმა჻ არს჻ დღეს჻ რაცა჻ მლხენია჻ ყოველი჻ ჩემი჻ სალხინო჻ მინახავს჻ ნახვა჻ შენია჻ სხუად჻ ნუ჻ ყოს჻ ღ~თნ჻ წამალი჻ არცა჻ რა჻ მოგისმენია჻ კაცმანმცა჻ სოფელს჻ ვით჻ პოვა჻ რაცა჻ რა჻ საქმე჻ ზენია჻

1477. რა჻ ტარიელ჻ არ჻ შესჯერდა჻ ავთანდილცა჻ არ჻ დასწყნარდა჻ მის჻ ამბისა჻ დაყოვნება჻ ვეღარ჻ გასძლო჻ აუჩქარდა჻ გამოიღო჻ რიდე჻ მისცა჻ ვინ჻ ბაგეთა჻ ვარდი჻ ვარდა჻ რა჻ ტარიელ჻ ნახა჻ იცნა჻ გამოუღო჻ შემოვარდა჻

1478. წიგნი჻ და჻ კიდე჻ რიდისა჻ იცნა჻ და჻ გაცაშალა჻ მან჻ პირსა჻ დაიდვა჻ დაეცა჻ ვარდმან჻ ფერითა჻ მკრთალამან჻ სულნი჻ გაიქცნეს჻ მოდრიკა჻ თავი჻ გიშრისა჻ ტალამან჻ მისნი჻ ვერ჻ გასძლნეს჻ პატიჟნი჻ ვერ჻ ყაენ჻ ვერცა჻ სალამან჻

1479. ავთანდილ჻ უჭვრეტს჻ ტარიელს჻ უსულოდ჻ ქუემდებარესა჻ შეფრინდა჻ შუელად჻ მიმართა჻ მას჻ ტკბილად჻ მოუბარესა჻ ვერა჻ ვერ჻ არგო჻ დამწუარსა჻ სრულად჻ ცეცხლნადებარესა჻ მისთა჻ ნიშანთა჻ სიცოცხლე჻ მართ჻ მისი჻ მიებარესა჻

1480. ავთანდილ჻ დაჯდა჻ ტირილად჻ ტირს჻ ჴმითა჻ შუენიერითა჻ ყორანსა჻ გაგლეჯს჻ ჴშირ჻ ჴშირად჻ აფრთხობს჻ ბროლისა჻ ჭერია჻ გახეთქა჻ ლალი჻ გათლილი჻ ანდამატისა჻ კვერითა჻ მუნით჻ წყარონი჻ გამოჰჴდეს჻ ძოწსა჻ ვამსგავსე჻ ფერია჻

1481. ტარიელს჻ ეგრე჻ გასულა჻ მზე჻ დასტირს჻ იტყუის჻ ახა჻ ვად჻ ღ~თო჻ ნუ჻ მოჰკლავ჻ ჯერ჻ ჟამად჻ თქვა჻ ბრალ჻ არს჻ დასამარხავად჻ ნუ჻ გუწუავ჻ ცეცხლითა჻ ცხელითა჻ ნუ჻ გაგვხდი჻ სხუათა჻ მზრახავად჻ სოფელო჻ მოგვეც჻ სიახლე჻ ვისთუის჻ გვაქვს჻ გული჻ მჭმახავად჻

1482. პირსა჻ იხოკს჻ ღაწუთა჻ სისხლი჻ ჩასდიოდა჻ მისსა჻ მჭურეტსა჻ რაცა჻ ვქენო჻ არ჻ უქმნია჻ არცა჻ შმაგსა჻ არცა჻ რეტსა჻ წყალი჻ სწრაფით჻ რას჻ დავასხი჻ ცეცხლსა჻ ძნელად჻ დასაშრეტსა჻ ჩქარად჻ ეცეს჻ ვერ჻ გაუძლებს჻ გული჻ ლხინსა჻ მეტის჻ მეტსა჻

1483. მე჻ მოვკალ჻ ჩემი჻ მოყვარე჻ რა჻ მმართებს჻ გაწბილებულსა჻ თავსა჻ ვაბრალობ჻ საქმესა჻ არ჻ დასუმით჻ გაგონებულსა჻ ცრუ჻ კაცი჻ კარგად჻ ვერა჻ იქს჻ საქმესა჻ გაძნელებულსა჻ თქმულა჻ სიწყნარე჻ გმობილი჻ სჯობს჻ სიჩქარესა჻ ქებულსა჻

1484. უცნობო჻ ქმნილი჻ ტარიელ჻ ძეს჻ მსგავსად჻ ნატუსალისად჻ ავთანდილ჻ ადგა჻ გამოვლნა჻ შამბნი჻ საძებრად჻ წყალისად჻ მან჻ პოვა჻ სისხლი჻ ლომისა჻ მოაქუს჻ სავსებლად჻ ალისად჻ მკერდსა჻ დაასხა჻ გავეჴდა჻ ლაჟვარდი჻ ფერად჻ ლალისად჻

1485. ავთანდილ჻ მკერდსა჻ დაასხა჻ მას჻ ლომსა჻ სისხლი჻ ლომისა჻ ტარიელ჻ შეჰკრთა჻ შეიძრა჻ რაზმი჻ ჰინდოთა჻ ტომისა჻ თუალნი჻ აახუნა჻ მიეცა჻ ძალი჻ ზე჻ წამოჯდომისა჻ ლურჯათ჻ ჩანს჻ შუქი჻ მთუარისა჻ მზისგან჻ შუქ჻ ნაკრთომისა჻

1486. ზამთარი჻ ვარდთა჻ გააჴმობს჻ ფურცელნი჻ ჩამოსცვივიან჻ ზაფხულის჻ მზისა჻ სიახლე჻ დასწუავს჻ გუალვასა჻ ჩივიან჻ მაგრა჻ მას჻ ზედა჻ ბულბულნი჻ ტურფასა჻ ჴმასა჻ ჰყივიან჻ სიცხე჻ სწუავს჻ ყინვა჻ დააზრობს჻ წყლულნი჻ ორჯელვე჻ სტკივიან჻