... (H-461), XVIII ს.

აქა თათბირი ნურადინ ფრიდონისა ქაჯთა საომარად჻

1470. ფრიდონ჻ თქვა჻ ვიტყვი჻ სიტყვასა჻ ვეჭუ჻ ჩემი჻ არ჻ დამცდარია჻ ჩვენ჻ ცოტანი჻ ვართ჻ ქალაქი჻ დიდთაგან჻ საომარია჻ პირის჻ პირ჻ ომი჻ არ჻ ძალგვიცს჻ არ჻ ჟამი჻ საკვეხარია჻ ათას჻ წელ჻ ვერსით჻ შევუვალთ჻ თუ჻ ზედ჻ დაგვიხშან჻ კარია჻

1471. ჩვენსა჻ სიმცროსსა჻ გამზრდელნი჻ სამუშაითოდ჻ მზრდიდიან჻ მასწავლნეს჻ მათი჻ საქმენი჻ მახლტუნებდიან჻ მწურთიდიან჻ ასრე჻ გავიდა჻ საბელსა჻ რომ჻ თვალნი჻ ვერ჻ მამკიდიან჻ ვინცა჻ მჭურეტდიან჻ ყმაწვილნი჻ იგიცა჻ ინატრიდიან჻

1472. აწ჻ ვინცა჻ ვიცით჻ უკეთუ჻ შეტყორცა჻ საგდებელისა჻ მან჻ ერთსა჻ ბურჯსა჻ გარდვავლოთ჻ წვერი჻ საბლისა჻ გრძელისა჻ მაზედან჻ გავლა჻ ადვილად჻ მიჩანს჻ მართ჻ ვითა჻ ველისა჻ თქვენ჻ ჭირად჻ გაყო჻ შიგანთა჻ პოვნა჻ კაცისა჻ მრთელისა჻

1473. აბჯრითა჻ გასულა჻ არად჻ მჩანს჻ ჭირად჻ გატანა჻ ფარისა჻ შიგან჻ ჩავხტები჻ კისკასად჻ ვეცემი჻ მგზავსად჻ ქარისა჻ ლაშქართა჻ დავჴოც჻ გავახვამ჻ ნახოთ჻ გაღება჻ კარისა჻ თქვენცა჻ მუნ჻ მოდით჻ სადაცა჻ გესმას჻ ზრიალი჻ ზარისა჻

აქა თათბირი ავთანდილისა და გამორჩევა მისი჻

1474. ავთანდილ჻ უთხრა჻ ჰე჻ ფრიდონ჻ მოყვასნი჻ ვერ჻ გიჩივიან჻ ლომთა჻ მკლავთაგან჻ იმედი჻ გაქუს჻ არა჻ წყლულნი჻ გტკივიან჻ სთათბირობ჻ ძნელთა჻ თათბირსა჻ მათ჻ მტერთა჻ ივაგლახივიან჻ მაგრა჻ თუ჻ გესმის჻ გუშაგნი჻ რა჻ ახლო჻ ახლო჻ ჰყივიან჻

1475. რა჻ გახვიდოდე჻ გუშაგთა჻ ესმას჻ აბჯრისა჻ ჩხერება჻ გიგრძნობენ჻ თოკსა჻ მოჰკვეთენ჻ ამისი჻ ჴამს჻ დაჯერება჻ წაგიჴდეს჻ ცუდად჻ ყველაი჻ დაგრჩეს჻ ცუდიღა჻ ფერება჻ ეგე჻ თათბირი჻ არ჻ ვარგა჻ სხვებრ჻ ჴამს჻ თავის჻ ტერება჻

1476. სჯობს჻ დადეგით჻ დამალულნი჻ თქვენ჻ ადგილსა჻ იდუმალსა჻ იგი჻ კაცნი჻ არ჻ იჭირვენ჻ მგზავრსა჻ ქალაქს჻ შემავალსა჻ სავაჭროდა჻ მოვეკაზმი჻ ვიქ჻ საქმესა჻ მე჻ მუხთალსა჻ ერთსა჻ ჯორსა჻ გარდავჰკიდებ჻ მუზარადსა჻ ჯაჭუსა჻ ჴმალსა჻

1477. სამთავე჻ შესულა჻ არ჻ ვარგა჻ თუ჻ გვიგრძნან჻ არს჻ სათუები჻ მე჻ მარტო჻ შევალ჻ ვაჭრულად჻ და჻ კარგად჻ შევეტყუები჻ მალვით჻ ჩავიცუამ჻ აბჯარსა჻ გავჩნდები჻ გავეცრუები჻ ღმერთმან჻ ქნას჻ უხუათ჻ ვადინო჻ შიგნით჻ სისხლისა჻ რუები჻

1478. შიგანია჻ მცველთა჻ მოვიცლი჻ მე჻ უნახავად჻ ჭირისად჻ თქვენ჻ გარეთ჻ კართა჻ ეცენით჻ ყოველნი჻ მგზავსად჻ გმირისად჻ კართა჻ გავახვამ჻ მომართეთ჻ კივილი჻ გესმათ჻ ხშირისა჻ თვარა჻ სხვა჻ სჯობდეს჻ თქვენ჻ ბრძანეთ჻ ვარ჻ მრჩევლად჻ ამა჻ პირისა჻

აქა თათბირი ტარიელისა მათცა ესე დაასკვნეს჻

1479. ტარიელ჻ უთხრა჻ მე჻ თქვენი჻ ვსცან჻ გმირთა჻ მეტი჻ გმირობა჻ ვიცი჻ გწადს჻ ომი჻ ფიცხელი჻ არ჻ ცუდი჻ ჴმალთა჻ ღირობა჻ თქვენსა჻ ძალ჻ გულსა჻ თქვენივე჻ ჰგავს჻ თათბირობა჻ პირობა჻ კაციმცა჻ მაშინ჻ თქვენ჻ გახლავს჻ რა჻ ომმან჻ ქნას჻ გაჭირობა჻

1480. მაგრა჻ იყვენით჻ ჩემთვისცა჻ საქმისა჻ რასმე჻ რჩევითა჻ ჴმა჻ ესმას჻ ჩემსა჻ ხელ჻ მქმნელსა჻ ზედა჻ გარდმოდგეს჻ მზე჻ ვითა჻ თქვენ჻ გქონდეს჻ ომი჻ ფიცხელი჻ უომრად჻ მნახოს჻ მე჻ ვითა჻ ესე჻ მე჻ შემგმობს჻ ნუ჻ უბნობთ჻ სიტყვითა჻ თქვენ჻ სათნევითა჻

1481. მაგა჻ თათბირსა჻ ესე჻ სჯობს჻ ვქმნათ჻ ჩემი჻ მონახსენები჻ გავიყოთ჻ კაცი჻ ასასი჻ რა჻ ღამე჻ ჩნდეს჻ ნათენები჻ სამთავე჻ სამგნით჻ მივმართოთ჻ ფიცხლად჻ დავსხლიტოთ჻ ცხენები჻ მოგვეგებვიან჻ ვემცრობით჻ ჩვენ჻ ჴმალთა჻ მივჰყოთ჻ მძლედ჻ ნები჻

1482. ფიცხლად჻ შევიჭრნთ჻ შევებნათ჻ ვერ჻ მოგვასწრებენ჻ კარებსა჻ სამთაგან჻ ერთი჻ შევუვალთ჻ სხუა჻ გარეთ჻ ვსცემდეთ჻ გარებსა჻ მან჻ ერთმან჻ შიგნით჻ შიგანნი჻ მივსცნეთ჻ სისხლისა჻ ღვარებსა჻ ჴელი჻ კვლავ჻ ვჰხადოთ჻ აბჯარსა჻ მას჻ ჩვენგან჻ მძლედ჻ ნახმარებსა჻

1483. ფრიდონ჻ უთხრა჻ შემიგნია჻ გამიგია჻ ვიცი჻ მე჻ რა჻ მაგა჻ ცხენსა჻ ჩემეულსა჻ წამოასწრობს჻ კართა჻ ვერა჻ ოდეს჻ გიძღუენ჻ არ჻ ვიცოდი჻ ქაჯეთს჻ გვინდა჻ ქაჯთა჻ მზერა჻ თვარა჻ ყოლა჻ არ჻ გიძღვნიდი჻ ჩემი჻ გითხრა჻ სიძუნწე჻ რა჻

1484. ფრიდონ჻ ლაღი჻ ამხაანგობს჻ საუბართა჻ ესოდენთა჻ ამაზედან჻ გაიცინეს჻ მათ჻ წყლიანთა჻ სიტყვა჻ ბრძენთა჻ ერთმანეთსა჻ ელაღობნეს჻ ლაღობათა჻ მათთა჻ მშვენთა჻ გარდაჴდეს჻ და჻ დაეკაზმნეს჻ უკეთესთა჻ შესხდეს჻ ცხენთა჻

1485. კვლავ჻ ერთმანერთსა჻ მიუგეს჻ სიტყვები჻ არ჻ პირმკვახები჻ დაასკუნეს჻ იგი჻ თათბირი჻ ტარიას჻ განაზრახები჻ გაიყვეს჻ კაცი჻ ასასი჻ ყველაი჻ გმირთა჻ სახები჻ გაემართნენ჻ და჻ აიღეს჻ თავთავის჻ ჩაბალახები჻

1486. იგი჻ ჭაბუკნი჻ შვენოდენ჻ ვნახენ჻ მზისაცა჻ მეტითა჻ მათ჻ სამთა჻ შვიდსა჻ მნათობნი჻ ჰფარვენ჻ ნათლისა჻ სვეტითა჻ ტარიელ჻ შავსა჻ ზედა჻ ზის჻ ტანითა჻ მით჻ წერწეტითა჻ დალივნეს჻ მტერნი჻ ომითა჻ ვითა჻ მჭურეტელნი჻ ჭურეტითა჻