... (H-54), 1680 წ.

1447. მე: რომ: მჭირს: კმარის: ნუ: მომკლავს: ამისითავე: სწორითა: მას: მკუდარსა: ვნახავ: მოვკუდები: მე: სიკუდილითა: ორითა: ვერას: ვინ: მარგებს: დასტურად: ვიცი: არ: რამე: ჭორითა: არ: დაგმორჩილდეს: დამქოლე: შავისა: ქუისა: ყორითა:

1448. გეთქვა: ნიშნისა: გაგზავნა: აწ: ესე: განამჟღავნია: მისეულთავე: რიდეთა: ნაკვეთი: გამიგზავნია: ესენი: ჩემთუის: მის: გამო: ტურფანი: სანახავნია: თუცა: თუ: ფერად: ბედისა: ჩემისა: მსგავსად: შავნია:

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყვარელთან მიწერილი:

1449. აწ: საყვარელსა: მიუწერს: გულამოსკუნილი: მტირალი: მისმანვე: ცრემლმან: დაუვსის: ვის: ედებოდა: ვის: ალი: დაწერა: წიგნი: მსმენელთა: გულისა: გასაგმირალი: ვარდი: გააპის: გამოჩნდის: მუნ: ბროლი: გამომჭუირვალი:

1450. ჰე: ჩემო: ესე: უსტარი: არს: ჩემგან: მონაღუაწები: ტანი: კალმად: მაქუს: კალამი: ნაღველსა: ამონაწები: მე: გული: შენი: ქაღალდად: გულსავე: ჩემსა: ვაწები: გულო: შავგულო: დაბმულხარ: ნუ: აეჴსნები: აწ: ები:

1451. ხედავცა: ჩემო: სოფელი: რათა: საქმეთა: მქმნელია: რაზომცა: ჰნათობს: სინათლე: ჩემთუის: ეგრეცა: ბნელია: ბრძენნი: იცნობენ: სწუნობენ: მით: მათგან: საწუნელია: უშენოდ: ჩემი: სიცოცხლე: ვაიმე: რა: დიდი: ძნელია:

1452. ხედავ: ჩემო: ვით: გაგუყარნა: სოფელმან: და: ჟამმან: კრულმან: ვეღარ: გნახე: საყუარელი: მხიარული: მხიარულმან: ნეტარ: რა: ქნას: უშენომან: გულმან: შენგან: დალახრულმან: გაგიცხადა: დამალული: გონებამან: დაფარულმან:

1453. შენმან: მზემან: აქანამდის: შენ: ცოცხალ: არ: მეგონე: ჩემი: მეთქუა: გარდასრულდა: სიცოცხლე: და: ყოვლი: ღონე: აწ: რა: მესმა: შემოქმედი: ვადიდე: და: ღმერთსა: ჰმონე: ჩემი: ყუელა: აქამდისი: ჭირი: ლხინსა: შევაწონე:

1454. შენი: სიცოცხლე: მეყოფის: ჩემად: იმედად: გულისად: გულისა: ერთობ: წყლულისა: და: ასრე: დადაგულისად: მომიგონებდი: გახსოვდე: მე: შენთუის: დაკარგული: სად: ვზი: მზრდელად: სიყუარულისა: მის: ჩემგან: დანერგულისად:

1455. სხუად: ჩემო: ჩემი: ამბავი: ჩემგან: არ: მოგეწერების: ენა: დაშურების: მოსმენით: არვისგან: დაიჯერების: ფატმან: წამგუარა: გრძნეულთა: ღმერთიმცა: მას: ეტერების: აწ: კულა: ქნა: იგი: სოფელმან: რაცა: მას: შეეფერების:

1456. აწ: სოფელმან: უარესი: ჭირი: ჭირსა: დამისართა: არ: დასჯერდა: ბედი: ჩემი: მას: პატიჟთა: მრავალ: გუართა: კულაცა: მიმცა: შესაპყრობლად: ქაჯთა: ძნელად: საომართა: ბედმან: გუიყო: ყუელაკაი: ჩემო: რაცა: დაგუემართა

1457. ციხეს: ვზი: ეგზომ: მაღალსა: თუალნი: ძლივ: გარდასწუდებიან: გზა: გუირაბითა: შემოვა: მცველნი: მუნ: ზედა: დგებიან: დღისით: და: ღამით: მოყმენი: ნობათსა: არ: დასცდებიან: მათთა: შემბმელთა: დაჰჴოცენ: მართ: ცეცხლად: მოედებიან:

1458. ნუთუ: ესენი: გეგონნეს: სხუათა: მებრძოლთა: წესითა: ნუცა: მე: მომკლავ: ჭირითა: ამისგან: უარესითა: შენ: მკუდარსა: გნახავ: დავიწვი: ვითა: აბედი: კუესითა: მოგშორდი: დამთმე: გულითა: კლდისაცა: უმაგრესითა:

1459. შენ: საყუარელო: ნუ: სჭმუნავ: ჭმუნვითა: ამისთანითა: ჩემი: სთქუა: სხუათა: მიხუდების: იგი: ალვისა: ტანითა: არამ: სიცოცხლე: უშენოდ: ვარ: აქამდისცა: ნანითა: ან: თავსა: კლდეთა: ჩავიქცევ: ანუ: მოვიკლავ: დანითა:

1460. შენმან: მზემან: უშენოსა: ვერვის: მიხუდეს: მთუარე: შენი: შენმან: მზემან: ვერვის: მიხუდეს: მოცავიდენ: სამნი: მზენი: აქა: თავსა: გარდავიქცევ: ახლოს: მახულან: დიდნი: კლდენი: სული: ჩემი: შეივედრე: ზეცით: მომხუდენ: ნუთუ: ფრთენი:

1461. ღ~თსა: შემვედრე: ნუთუ: კულა: დამჴსნა: სოფლისა: შრომასა: ცეცხლსა: წყალსა: და: მიწასა: ჰაერთა: თანა: ძრომასა: მომცნეს: ფრთენი: და: ავჰფრინდე: მივჰჴუდე: მას: ჩემსა: ნდომასა: დღისით: და: ღამით: ვხედვიდე: მზისა: ელვათა: კრთომასა:

1462. მზე: უშენოდ: ვერ: იქნების: რადგან: შენ: ხარ: მისი: წილი: გაღანამცა: მას: იახელ: მისი: ეტლი: არ: თუ: წბილი: მუნა: გნახო: მანდვე: გსახო: გამინათლო: გული: ჩრდილი: თუ: სიცოცხლე: მწარე: მქონდა: სიკუდილიმცა: მქონდა: ტკბილი:

1463. მე: სიკუდილი: აღარ: მიმძიმს: შემოგუედრებ: რადგან: სულსა: მაგრა: შენი: სიყუარული: ჩავიტანე: ჩამრჩა: გულსა: მომეგონოს: მოშორვება: მემატების: წყლული: წყლულსა: ნუცა: მტირ: და: ნუცა: მიგლოვ: ჩემო: ჩემსა: სიყუარულსა:

1464. წადი: ჰინდოეთს: მიმართე: არგე: რა: ჩემსა: მშობელსა: მტერთაგან: შეიწრებულსა: ყოვლგნით: ჴელ: აუპყრობელსა: გულსა: ალხინე: ჩემისა: მოშორვებისა: მთმობელსა: მომიგონებდი: მტირალსა: შენთუის: ცრემლ: შეუშრობელსა:

1465. რაცა: ვიჩივლე: ბედისა: ჩემისა: კმა: საჩივარად: ცან: სამართალი: მართალი: გულისა: გულსა: მივა: რად: შენთუის: მოვკუდები: გავხდები: ყორანთა: დასახივარად: ვირე: ცოცხალ: ვარ: გეყოფი: სატირლად: და: სატკივარად: