... (H-2074), XVI-XVII სს.

1449. ხათუნმან჻ უთხრა჻ ჱე჻ ლომო჻ ცეცხლი჻ აწ჻ უფრო჻ ცხელდების჻ მოეშორვების჻ ნათელსა჻ გული჻ ამისთუის჻ ბნელდების჻ ისწრაფე჻ ჩემი჻ ნუ჻ გაგვა჻ ხელი჻ ეგრეცა჻ ხელდების჻ თუ჻ ქაჯნი჻ მოგესწრებიან჻ მუნ჻ მისლვა჻ გაგიძნელდების჻

1450. ყმამან჻ ფრიდონის჻ მონანი჻ უჴმნა჻ მასთანა჻ ხლებულნი჻ უბრძანა჻ მკუდარნი჻ აქამდის჻ აწყა჻ ვართ჻ დაცოცხლებულნი჻ რაცა჻ გუინდოდა჻ მისითა჻ სმენითა჻ გაახლებულნი჻ ჩუენთა჻ მტერთანი჻ გიჩვენნე჻ წყლულნი჻ მით჻ ვაგლახებულნი჻

1451. მიდით჻ და჻ ფრიდონს჻ უამბეთ჻ ამბავი჻ არ჻ ნაცქაფავი჻ მე჻ ვერა჻ ვნახავ჻ ვისწრაფი჻ გზა჻ ჩემი჻ არს჻ ნასწრაფავი჻ მან჻ გააჴაფოს჻ ჴმა჻ ჴაფი჻ კულა჻ უფრო჻ გასაჴაფავი჻ თქუენ჻ მოგცე჻ ლარი჻ ყუელაი჻ მე჻ ჩემი჻ ნაალაფავი჻

1452. ჩემსა჻ ზედა჻ დიდი჻ არის჻ ვალი჻ თქუენგან჻ დანადები჻ მადლსა჻ სხუაებრ჻ გარდავიხდი჻ თუღა჻ ფრიდონს჻ შევეყრები჻ აწ჻ წაიღეთ჻ ყველაკაი჻ მეკობრეთა჻ წანაღები჻ ამის჻ მეტსა჻ ვერას჻ მოგცემ჻ ვიცი჻ ამად჻ გეძუნწები჻

1453. სახლი჻ არ჻ მახლავს჻ არ჻ ძალმაქვს჻ გაცემა჻ საბოძვარისა჻ მისცა჻ მართ჻ სავსე჻ ხომალდი჻ რიცხვი჻ ტურფათა჻ ჯარისა჻ უბრძანა჻ წადით჻ წაიღეთ჻ გზა჻ წავლეთ჻ მისვე჻ არისა჻ ფრიდონს჻ მიართვით჻ უსტარი჻ ჩემგან჻ ძმად჻ ნაფიცარისა჻

წიგნი ავთანდილისა ფრიდონის წინაშე჻

1454. დაწერა჻ ფრიდონ჻ მაღალო჻ სუე჻ სრულო჻ მეფეთ჻ მეფეო჻ ლომისა჻ მსგავსო჻ ძალგულად჻ მზეო჻ შუქ჻ მოიეფეო჻ მოვლენილო჻ და჻ მორჭმულო჻ მტერთა჻ სისხლისა჻ მჩქეფეო჻ უმცროსმან჻ ძმამან჻ შორი჻ შორ჻ სალამი჻ დავიყეფეო჻

1455. ჭირნი჻ ვნახენ჻ და჻ მოცამხუდა჻ ნაცვალი჻ ჭირ჻ ნახულისა჻ კარგა჻ მოჴდომა჻ საქმისა჻ ჩემისა჻ გაზრახულისა჻ მიცნია჻ მართლად჻ ამბავი჻ პირისა჻ მზედ჻ სახულისა჻ დამარჩენელი჻ ლომისა჻ მის჻ ქუესკნელს჻ დამარხულისა჻

1456. იგი჻ მზე჻ ქაჯთა჻ მეფესა჻ ჰყავს჻ ქაჯეთს჻ პატიმარია჻ მუნ჻ მისულა჻ მიჩანს჻ თამაშად჻ თუცა჻ გზა჻ საომარია჻ ნარგისთათ჻ წვიმა჻ ბროლისა჻ წვიმს჻ ვარდი჻ ნაწუიმარია჻ ჯერთ჻ ქალსა჻ ქაჯნი჻ არ჻ ახლვან჻ მაგრა჻ სპა჻ უამარია჻

1457. გულ჻ მხიარული჻ ვიხარებ჻ ამად჻ არ჻ ცრემლი჻ მმილდების჻ სადაცა჻ შენ჻ და჻ შენი჻ ძმა჻ ხართ჻ ძნელი჻ გაადვილდების჻ რაცა჻ მოგინდეს჻ უცილოდ჻ იქთ჻ იგი჻ არ჻ აგცილდების჻ არ჻ თურემ჻ კაცმან჻ დაგიდგნა჻ ვეჭუ჻ კლდეცა჻ გაგილბილდების჻

1458. აწ჻ შემინდევ჻ ვერა჻ გნახე჻ შორს჻ ამისთუის჻ წაგიარე჻ გზა჻ გზა჻ ყოვნა჻ აღარა჻ მცალს჻ პატიმრად჻ ა჻ იგი჻ მთუარე჻ ადრე჻ მოვალთ჻ მხიარულნი჻ ჩუენი჻ ნახვა჻ გაიხარე჻ ამის჻ მეტი჻ რაღა჻ გკადრო჻ ძმასა჻ ძმურად჻ მოეჴმარე჻

1459. ამა჻ მონათა჻ ჩემზედა჻ გარდაუჴდელი჻ გულია჻ ამოდ჻ მმსახურეს჻ თქუენიმცა჻ გული჻ ამათთვის჻ სრულია჻ ქება჻ რად჻ უნდა჻ მას჻ ვინცა჻ თქუენთანა჻ ხანდაზმულია჻ მსგავსი჻ ყუელაი჻ მსგავსსა჻ შობს჻ ესე჻ ბრძენთაგან჻ თქმულია჻

1460. ესე჻ უსტარი჻ დაწერა჻ შეკრა჻ და჻ წაცახუია჻ მან჻ მისცა჻ ფრიდონის჻ მონათა჻ ვარდმან჻ და჻ ვითა჻ იამან჻ შესთუალა჻ ზეპირ჻ რაცა჻ ჴმდა჻ სრულად჻ მართ჻ ვითა჻ გია჻ მან჻ მათ჻ მარგალიტი჻ უჩუენის჻ ძოწისა჻ კარმან჻ ღიამან჻

1461. მოქარავნეთა჻ უბრძანა჻ საქმე჻ მიც჻ გითხარ჻ განაო჻ კარგად჻ მომიჴდა჻ მოყუსობა჻ მე჻ თქუენი჻ მესვიანაო჻ რაცა჻ მინდოდა჻ ყუელაი჻ ვქენ჻ ღ~თნ჻ მაგულვანაო჻ აწ჻ აღარა჻ მცალს჻ ბადრაგა჻ სხუა჻ წაიტანეთ჻ თანაო჻

1462. მონახა჻ პოვა჻ ავთანდილ჻ ნავი჻ მისისა჻ მხარისა჻ გამოემართა჻ იგი჻ მზე჻ პირითა჻ სავსე჻ მთუარისა჻ მაგრა჻ დაგდება჻ უმძიმდა჻ ფატმანის჻ გულმწუხარისა჻ მისთა჻ გამყრელთა჻ ნაკადი჻ ჩასდის჻ სისხლისა჻ ღუარისა჻

1463. ფატმან჻ უსენ჻ და჻ მონანი჻ ტირან჻ ცრემლითა჻ ცხელითა჻ იტყუიან჻ მზეო჻ რა჻ გვიყავ჻ დაგუწვენ჻ ცეცხლითა჻ მწუელითა჻ რად჻ დაგვაბნელენ჻ შენისა჻ მოშორვებისა჻ ბნელითა჻ დაცაგუმარხენო჻ ჴელითა჻ ჩუენისა჻ დამმარხველითა჻

ავთანდილისაგან გულანშაროთ წასვლა და ტარიელის შეყრა჻

1464. გამოვლნა჻ ზღუანი჻ ავთანდილ჻ მგზავრითა჻ რითმე჻ ნავითა჻ პირმხიარული჻ აცორვებს჻ მართ჻ ოდენ჻ მარტო჻ თავითა჻ მას჻ შეყრა჻ ტარიელისი჻ უხარის჻ მით჻ ამბავითა჻ ჴელ჻ განპყრობილი჻ გულითა჻ არს჻ ღ~თისა჻ საესავითა჻

1465. მოწურვილ჻ იყო჻ ზაფხული჻ ქუეყნით჻ ამოსლვა჻ მწუანისა჻ ვარდის჻ ფურცლობის჻ ნიშანი჻ დრო჻ მათის჻ პაემანისა჻ ეტლის჻ ცვალება჻ მზისაგან჻ შეჯდომა჻ საროსტანისა჻ სულთქნა჻ რა჻ ნახა჻ ყუავილი჻ მან჻ უნახავმან჻ ხანისა჻

1466. აგრგუინდა჻ ცა჻ და჻ ღრუბელნი჻ ცროდეს჻ ბროლისა჻ ცუარითა჻ ვარდთა჻ აკოცა჻ ბაგითა჻ მითვე჻ ვარდისა჻ დარითა჻ უბრძანა჻ გიჭურეტ჻ თუალითა჻ გულტკბილად჻ შემხედვარითა჻ მისად჻ სანაცულოდ჻ მოვილხენ჻ თქუენთანა჻ საუბარითა჻