... (H-461), XVIII ს.

1450. იარეს჻ და჻ ზედა჻ შეჰჴდეს჻ ნურადინის჻ მეჯოგეთა჻ ჯოგი჻ ნახეს჻ მოეწონა჻ ფრიდონისთვის჻ ეაგეთა჻ მუნ჻ ავთანდილს჻ ინდო჻ ეტყვის჻ გაქნევ჻ კარგთა჻ სიშმაგეთა჻ მოდი჻ ფრიდონს჻ გაველაღნეთ჻ ჯოგსა჻ მისას჻ მოვადგეთა჻

1451. ჯოგი჻ წაუღოთ჻ მოსრულნი჻ ვესმნათ჻ ჯოგისა჻ წაღებად჻ გამოემართუის჻ საომრად჻ ველთა჻ სისხლისა჻ დაღებად჻ ანაზდად჻ გვიცნობს჻ დაჰკრთების჻ გულსა჻ შეელმის჻ დაღებად჻ ამოა჻ ტურფა჻ ლაღობა჻ ლაღსავე჻ შეიქს჻ ლაღებად჻

1452. დაუწყეს჻ პყრობა჻ ტაიჭთა჻ ფრიდონის჻ უკეთესებსა჻ მუნ჻ მეჯოგეთა჻ ფანოსი჻ შეექნა჻ ეკრა჻ კვესებსა჻ უყივლეს჻ ვინ჻ ხართ჻ მოყმენო჻ ვინ჻ იქთ჻ საქმესა჻ ზესებსა჻ ჯოგი჻ მისია჻ ვინ჻ მტერსა჻ ჴმალსა჻ ჰკრავს჻ არ჻ აკვნესებსა჻

1453. მათ჻ მშვილდები჻ დაიწვადეს჻ მეჯოგეთა჻ გაეკიდნეს჻ მეჯოგენი჻ მიიძახდეს჻ ჴმანი჻ მათნი჻ გაადიდნეს჻ გვიშველეთო჻ გვიშველეთო჻ მეკობრეთა჻ ამოგვწყვიტნეს჻ ჴმა჻ შეიქნა჻ შეიყარნეს჻ ფრიდონს჻ ჰკადრეს჻ არ჻ დარიდნეს჻

1454. შეეკაზმა჻ ფრიდონ჻ შეჯდა჻ შეკაზმული჻ გამოვიდა჻ ჴმა჻ დავარდა჻ შეიყარნეს჻ რაზმი჻ ველთა჻ დაჰფარვიდა჻ იგი჻ მზენი჻ მოეგებნეს჻ ვის჻ ზამთარი჻ ვერ჻ დაზვრიდა჻ დაეხურათ჻ ზარადები჻ პირსა჻ მათსა჻ უფარვიდა჻

1455. რა჻ ტარიელ჻ ფრიდონ჻ იცნა჻ თქვა჻ ვნახეო჻ ვინცა჻ მინა჻ მუზარადი჻ მოიჴადა჻ გაიღიმნა჻ გაიცინა჻ ფრიდონს჻ უთხრა჻ რასა჻ ლამი჻ ჩვენი჻ მოსლვა჻ რას჻ გეწყინა჻ პურად჻ ავი჻ მასპინძელი჻ მოგვეგებვი჻ ომად჻ წინა჻

1456. ფრიდონ჻ ფიცხლა჻ გარდაიჭრა჻ დავარდა჻ და჻ თაყვანისსცა჻ იგინიცა჻ გარდაუხდეს჻ მოეხუივნეს჻ აკოცესცა჻ ფრიდონ჻ ღმერთსა჻ უსაზომოდ჻ ჴელ჻ აპყრობით჻ მადლი჻ მისცა჻ დიდებულნი჻ აკოცებდეს჻ იცნობდიან჻ იგი჻ ვისცა჻

1457. ფრიდონ჻ უთხრა჻ რასა჻ სდეგით჻ მოგელოდი჻ უწინარე჻ მე჻ მზა჻ ვარო჻ სამსახური჻ თქვენი჻ რამცა჻ დავიზარე჻ გვანდა჻ თუცა჻ შეყრილიყვნეს჻ ორნი჻ მზენი჻ ერთი჻ მთვარე჻ ერთმანერთი჻ დააშვენეს჻ გაემართნეს჻ იქცნენ჻ გარე჻

1458. ფრიდონის჻ სახლსა჻ გარდაჴდეს჻ ორნივე჻ ტურფად჻ გებულსა჻ გვერცა჻ დაისვამს჻ ავთანდილს჻ მისსა჻ ძმად჻ შეფიცებულსა჻ იგინი჻ დასხდნენ჻ სასხდომსა჻ ოქსინო჻ გარდაგებულსა჻ მათ჻ უძღუნეს჻ იგი჻ აბჯარი჻ ფრიდონს჻ ჭაბუკად჻ ქებულსა჻

1459. უთხრეს჻ ჯერთ჻ ჟამად჻ არა჻ გვაქვს჻ სხუა჻ შენთვის჻ არმაღანია჻ მაგრა჻ ტურფანი჻ მრავალნი჻ ქვე჻ სადმე჻ გვისხენ჻ სხვანია჻ მან჻ დასდვა჻ პირი჻ მიწასა჻ არ჻ დაიყოვნა჻ ხანია჻ ჩემთვის჻ ამისი჻ ბოძება჻ არს჻ თქვენი჻ შესაგვანია჻

1460. გამოისვენეს჻ მას჻ ღამით჻ ფრიდონის჻ მასპინძლობითა჻ აბანოს჻ ბანნა჻ აავსნა჻ შესამოსლისა჻ ძღვნობითა჻ დამოსნა჻ ტურფატურფითა჻ ერთმანერთისა჻ მჯობითა჻ თვალ჻ მარგალიტი჻ ღარიბი჻ უძღუნა჻ ოქროსა჻ გობითა჻

1461. კვლავ჻ ფრიდონ჻ ჰკადრა჻ რაც჻ გინდეს჻ ჩემგან჻ თქვენ჻ ნუ჻ გაქვთ჻ რიდია჻ ეს჻ თავი჻ ჩემი჻ თქვენისა჻ ფერჴისა჻ გზა჻ და჻ ჴიდია჻ თვალ჻ მარგალიტი჻ აიღეთ჻ ორნივ჻ სალაროს჻ მიდია჻ ესეცა჻ ბრძანეთ჻ ლაშქარი჻ მცირე჻ გვინდა჻ თუ჻ დიდია჻

1462. უთხრა჻ თუ჻ ესე჻ სიტყვაა჻ ავისა჻ მასპინძელისა ჰგავს჻ მამწყენოდეს჻ სტუმრობა჻ თქვენისა჻ გვერცა჻ ხლებისა჻ მაგრა჻ აწ჻ ყოფნა჻ არ჻ ვარგა჻ მე჻ კადრო჻ გზა჻ გრძელობისა჻ თუ჻ ქაჯნი჻ მოგვესწრებიან჻ ეჭვი჻ მაწვს჻ სიძნელებისა჻

1463. დიდსა჻ რას჻ ვაქმნევთ჻ ლაშქართა჻ კარგნი჻ გვინდა჻ და჻ ცოტანი჻ სამასი჻ კაცი჻ გვეყოფის჻ წავიდეთ჻ მართ჻ მეტოვაანი჻ ჩვენ჻ ქაჯეთს჻ ქაჯთა჻ საომრად჻ დავაგნეთ჻ ჴმალთა჻ კოტანი჻ მას჻ ადრე჻ ვჰპოებთ჻ ვისიცა჻ მოგუკლავს჻ ალვისა჻ მოტანი჻

1464. ქაჯეთს჻ ერთხელ჻ მეც჻ ვყოფილვარ჻ ნახავთ჻ თქვენცა჻ გემაგრების჻ ყოვლგნით჻ კლდეა჻ გარეშემო჻ მტერი჻ ვერსით჻ მიუდგების჻ თუ჻ იდუმალ჻ არ჻ შეუვალთ჻ ცხადად჻ შებმა჻ არ჻ ეგების჻ მით჻ ლაშქარი჻ არად჻ გუინდა჻ მალვით჻ რაზმი჻ ვერ჻ მოგუყუების჻

1465. იგინიცა჻ დაემოწმნეს჻ ამა჻ მისსა჻ ნაუბარსა჻ მუნ჻ დააგდეს჻ ქალი჻ ასმათ჻ ფრიდონ჻ მისცემს჻ საჩუქარსა჻ იგ჻ სამასსა჻ ცხენოსანსა჻ წაიტანდეს჻ გმირთა჻ დარსა჻ ბოლოდ჻ ღმერთი჻ გაუმარჯვებს჻ ყოვლსა჻ პირველ჻ შენაზარსა჻

1466. ზღვა჻ გაიარეს჻ სამთავე჻ ერთგან჻ ძმად჻ შეფიცებულთა჻ ფრიდონ჻ გზა჻ იცის჻ იარეს჻ დღისით჻ და჻ ღამით჻ რებულთა჻ ფრიდონ჻ თქვა჻ ვახლავთ჻ არეთა჻ ჩვენ჻ ქაჯეთს჻ მიახლებულთა჻ აქათგან჻ ღამით჻ ვლა჻ გვინდა჻ მით჻ არას჻ გამჟღავნებულთა჻

1467. ამა჻ ფრიდონის჻ თათბირთა჻ სამნივე჻ ერთად჻ ზმიდიან჻ რა჻ გაუთენდის჻ დადგიან჻ და჻ ღამით჻ ფიცხლა჻ ვლიდიან჻ მივიდეს჻ აჩნდეს჻ ქალაქი჻ მცველთა჻ ვერ჻ დასთვალვიდიან჻ გარე჻ კლდე჻ იყო჻ გუშაგთა჻ ჴმა჻ ჯარვით჻ გაადიდიან჻

1468. ყოვლგნით჻ მგურგულივ჻ შეუვალია჻ არსით჻ იყო჻ ყოლე჻ პირი჻ სამთა჻ კართა჻ ცხრა჻ ათასი჻ ზედა჻ სცვიდნენ჻ მოყმე჻ გმირი჻ შუა჻ ციხე჻ ამართული჻ კლდე჻ კეკლუცი჻ არ჻ დუხჭირი჻ გვირაბითა჻ შესავალი჻ ახურეტილი჻ ვითა჻ სტუირი჻

1469. გვირაბის჻ კარსა჻ ჭაბუკი჻ ათი჻ ათასი჻ მცველია჻ მათ჻ ლომთა჻ ნახეს჻ ქალაქი჻ მთუარე჻ დგას჻ მუნ჻ ნათელია჻ თქვეს჻ ვითათბიროთ჻ ვითა჻ ვთქვათ჻ აწ჻ გამორჩევა჻ ძნელია჻ ასი჻ ათასსა჻ აჯობებს჻ თუ჻ გამორჩევით჻ მქმნელია჻