... (H-2074), XVI-XVII სს.

1429. ხედავცა჻ ჩემო჻ სოფელი჻ რათა჻ საქმეთა჻ მქმნელია჻ რაზომცა჻ ჰნათობს჻ სინათლე჻ ჩემთუის჻ ეგრეცა჻ ბნელია჻ ბრძენნი჻ იცნობენ჻ სწუნობენ჻ მით჻ მათგან჻ საწუნელია჻ უშენოდ჻ ჩემი჻ სიცოცხლე჻ ვაიმე჻ რა჻ დიდი჻ ძნელია჻

1430. ხედავ჻ ჩემო჻ ვით჻ გაგუყარნა჻ სოფელმან჻ და჻ ჟამმან჻ კრულმან჻ ვეღარ჻ გნახე჻ საყუარელი჻ მხიარული჻ მხიარულმან჻ ნეტარ჻ რა჻ ქნას჻ უშენომან჻ გულმან჻ შენგან჻ დალახრულმან჻ გაგიცხადა჻ დამალული჻ გონებამან჻ დაფარულმან჻

1431. შენმან჻ მზემან჻ აქანამდის჻ შენ჻ ცოცხალ჻ არ჻ მეგონე჻ ჩემი჻ მეთქუა჻ გარდასრულდა჻ სიცოცხლე჻ და჻ ყოვლი჻ ღონე჻ აწ჻ რა჻ მესმა჻ შემოქმედი჻ ვადიდე჻ და჻ ღმერთსა჻ ჰმონე჻ ჩემი჻ ყუელა჻ აქამდისი჻ ჭირი჻ ლხინსა჻ შევაწონე჻

1432. შენი჻ სიცოცხლე჻ მეყოფის჻ ჩემად჻ იმედად჻ გულისად჻ გულისა჻ ერთობ჻ წყლულისა჻ და჻ ასრე჻ დადაგულისად჻ მამიგონებდი჻ გაჴსოვდე჻ მე჻ შენთუის჻ დაკარგული჻ სად჻ ვზი჻ მზრდელი჻ სიყუარულისა჻ მის჻ ჩემგან჻ დანერგულისად჻

1433. სხუად჻ ჩემო჻ ჩემი჻ ამბავი჻ ჩემგან჻ არ჻ მოგეწერების჻ ენა჻ დაშურების჻ მოსმენით჻ არვისგან჻ დაიჯერების჻ ფატმან჻ წამგუარა჻ გრძნეულთა჻ ღ~თიმცა჻ მას჻ ეტერების჻ აწ჻ კულა჻ ქნა჻ იგი჻ სოფელმან჻ რაცა჻ მას჻ შეეფერების჻

1434. აწ჻ სოფელმან჻ უარესი჻ ჭირი჻ ჭირსა჻ მომისართა჻ არ჻ დასჯერდა჻ ბედი჻ ჩემი჻ მას჻ პატიჟთა჻ მრავალ჻ გუართა჻ კულაცა჻ მიმცა჻ შესაპყრობლად჻ ქაჯთა჻ ძნელად჻ საომართა჻ ბედმან჻ გუიყო჻ ყუელაკაი჻ ჩემო჻ რაცა჻ დაგუემართა჻ ჻

1435. ციხეს჻ ვზი჻ ეგზომ჻ მაღალსა჻ თუალნი჻ ძლივ჻ გარდასწუდებიან჻ გზა჻ გუირაბითა჻ შემოვა჻ მცველნი჻ მუნ჻ ზედა჻ დგებიან჻ დღისით჻ და჻ ღამით჻ მოყმენი჻ ნობათსა჻ არ჻ დასცდებიან჻ მათთა჻ შემბმელთა჻ დაჰჴოცენ჻ მართ჻ ცეცხლად჻ მოედებიან჻

1436. ნუთუ჻ ესენი჻ გეგონნეს჻ სხუათა჻ მებრძოლთა჻ წესითა჻ ნუცა჻ მე჻ მომკლავ჻ ჭირითა჻ ამისგან჻ უარესითა჻ შენ჻ მკუდარსა჻ გნახავ჻ დავიწვი჻ ვითა჻ აბედი჻ კუესითა჻ მოგშორდი჻ დამთმე჻ გულითა჻ კლდისაცა჻ უმაგრესითა჻

1437. შენ჻ საყუარელო჻ ნუ჻ სჭმუნავ჻ ჭმუნვითა჻ ამისთანითა჻ ჩემი჻ სთქუა჻ სხუათა჻ მიხუდების჻ იგი჻ ალვისა჻ ტანითა჻ არამ჻ სიცოცხლე჻ უშენოდ჻ ვარ჻ აქამდისცა჻ ნანითა჻ ან჻ თავსა჻ კლდეთა჻ ჩავიქცევ჻ ანუ჻ მოვიკლავ჻ დანითა჻

1438. შენმან჻ მზემან჻ უშენოსა჻ ვერვის჻ მიხუდეს჻ მთუარე჻ შენი჻ შენმან჻ მზემან჻ ვერვის჻ მიხუდეს჻ მოცავიდენ჻ სამნი჻ მზენი჻ აქა჻ თავსა჻ გარდავიქცევ჻ ახლოს჻ მახლვან჻ დიდნი჻ კლდენი჻ სული჻ ჩემი჻ შეივედრე჻ ზეცით჻ მომხუდენ჻ ნუთუ჻ ფრთენი჻

1439. ღ~თსა჻ შემვედრე჻ ნუთუ჻ კულა჻ დამხსნა჻ სოფლისა჻ შრომასა჻ ცეცხლსა჻ წყალსა჻ და჻ მიწასა჻ ჰაერთა჻ თანა჻ ძრომასა჻ მომცნეს჻ ფრთენი჻ და჻ აღვფრინდე჻ მივჰხუდე჻ მას჻ ჩემსა჻ ნდომასა჻ დღისით჻ და჻ ღამით჻ ვხედვიდე჻ მზისა჻ ელვათა჻ კრთომასა჻

1440. მზე჻ უშენოდ჻ ვერ჻ იქნების჻ რათგან჻ შენ჻ ხარ჻ მისი჻ წილი჻ განაღამცა჻ მას჻ იახელ჻ მისი჻ ეტლი჻ არ჻ თუ჻ წბილი჻ მუნა჻ გნახო჻ მანდვე჻ გსახო჻ განმინათლო჻ გული჻ ჩრდილი჻ თუ჻ სიცოცხლე჻ მწარე჻ მქონდა჻ სიკუდილიმცა჻ მქონდა჻ ტკბილი჻

1441. მე჻ სიკუდილი჻ აღარ჻ მიმძიმს჻ შემოგვედრებ჻ რადგან჻ სულსა჻ მაგრა჻ შენი჻ სიყუარული჻ ჩავიტანე჻ ჩამრჩა჻ გულსა჻ მომეგონოს჻ მოშორვება჻ მემატების჻ წყლული჻ წყლულსა჻ ნუცა჻ მტირ჻ და჻ ნუცა჻ მიგლოვ჻ ჩემო჻ ჩემსა჻ სიყუარულსა჻

1442. წადი჻ ჰინდოეთს჻ მიმართე჻ არგე჻ რა჻ ჩემსა჻ მშობელსა჻ მტერთაგან჻ შეიწრებულსა჻ ყოვლგნით჻ ჴელ჻ აუპყრობელსა჻ გულსა჻ ალხინე჻ ჩემისა჻ მოშორვებისა჻ მთმობელსა჻ მომიგონებდი჻ მტირალსა჻ შენთუის჻ ცრემლ჻ შეუშრობელსა჻

1443. რაცა჻ ვიჩივლე჻ ბედისა჻ ჩემისა჻ კმა჻ საჩივარად჻ ცან჻ სამართალი჻ მართალი჻ გულისა჻ გულსა჻ მივა჻ რად჻ შენთუის჻ მოვკუდები჻ გავხდები჻ ყორანთა჻ დასახივარად჻ ვირე჻ ცოცხალ჻ ვარ჻ გეყოფი჻ სატირლად჻ და჻ სატკივარად჻

1444. აჰა჻ ინიშნე჻ ნიშანი჻ შენეულისა჻ რიდისა჻ გარდმიკუეთია჻ ალამი჻ ჩემო჻ ერთისა჻ კიდისა჻ ესეღა჻ დაგრჩეს჻ სანაცულოდ჻ მის჻ იმედისა჻ დიდისა჻ რისხუით჻ მობრუნდა჻ ბორბალი჻ ჩუენზედა჻ ცისა჻ შუიდისა჻

1445. ესე჻ წიგნი჻ საყუარელსა჻ მისსა჻ თანა჻ მინაწერი჻ რა჻ დაწერა჻ გარდაჰკვეთა჻ მათ჻ რიდეთა჻ ერთი჻ წუერი჻ თავ჻ მოჴდილსა჻ დაუშვენდა჻ სისხო჻ თმათა჻ სიგრძე჻ წუერი჻ ალვისაგან჻ სული჻ მოქრის჻ ყორნის჻ ფრთათათ჻ მონაბერი჻

1446. ესე჻ სიტყუა჻ მართალია჻ არ჻ ჭრელად჻ და჻ არ჻ ხუასრულად჻ ნესტან჻ დარეჯ჻ ჰქვიან჻ ქალსა჻ ქართულადცა჻ კულა჻ სპარსულად჻ თავშიშველი჻ ყაყაჩოსა჻ ჰგავს჻ თუ჻ იყოს჻ ვარდი჻ სრულად჻ ტარიელის჻ გონებითა჻ ალვა჻ მჭკნარად჻ დანასრულად჻

1447. იგი჻ მონა჻ წამოვიდა჻ გულანშაროს჻ მიმავალი჻ წამერთ჻ მიჰჴდა჻ ფატმანისსა჻ დღე჻ იარა჻ არ჻ მრავალი჻ რა჻ ავთანდილს჻ გაუსრულდა჻ საქმე჻ მისი჻ სასურვალი჻ ჴელ჻ აბყრობით჻ ღ~თსა჻ ჰმადლობს჻ ცნობა჻ სრული჻ არა჻ მთრვალი჻

1448. ფატმანს჻ უთხრა჻ გამისრულდა჻ ჟამად჻ საქმე჻ საწადელი჻ დიდი჻ შენი჻ მოჭირვება჻ ჩემგან჻ არის჻ გარდუჴდელი჻ წავალ჻ დგომად჻ აღარა჻ მცალს჻ დრო჻ მოსრულა჻ შარშანდელი჻ ფიცხლა჻ ქაჯეთს჻ მოვიყვანო჻ მათი჻ მომსპობ჻ ამწყვედელი჻