... (W-17), XVII ს.

1544. მეფე შეჯდა გაეგებნეს თავადნი და სრულად სპანი ვისცა ესმის მოვიდიან მას წინაშე სხვაგნით სხვანი ყუელაკაი ღმერთსა მადლობს გაამაღლნეს მათნი ჴმანი თქუეს ბოროტსა უმყოფოა კეთილნია შენთვის მზანი

1545. რა ერთმანერთი აუჩნდა მიგებულ მოსაგებავთა ავთანდილ ეტყუის ტარიელს სიტყუათა დანაზებავთა აგერა ხედავთ მინდორთა მტვერითა შენაღებავთა ამად მედების სახმილი გულსა ეცხელა ებავთა

1546. ისია ჩემი გამზრდელი და თქუენდა მოგებებულა იქი ვერ მივალ მრცხვენიან გულსა საჴმილი დებულა ჩემად არაკად სულდგმული კაცი არ გაწბილებულა რასაცა მიზამთ თქუენ იცით ფრიდონ თქუენადვე ხლებულა

1547. ტარიელ უთხრა კარგსა იქ შენ პატრონისა კრძალვასა აწ დადეგ იქი ნუ მიხვალ იქმცა უჩემოდ ხალვასა მე მივალ უთხრობ მეფესა შენგან თავისა მალვასა ვეჭუ რომე ადრე შეგყარო მზესა მას ტანად ალვასა

1548. მუნ დადგა ლომი ავთანდილ დაიდგა მცირე კარავი ნესტანდარეჯან მუნვე დგას იგია მჭურეტთა მზარავი ვისთა წამწამთა ნიავი ქრის ვითა ქარი არავი წავიდა მეფე ინდოთა მისრული მიუპარავი

1549. ფრიდონ წაჰყვა გაღანამცა გავლეს ველი დიდსა ხანსა ცნა მეფემან ტარიელი მარტო მოვა მოხრის ტანსა გარდაჴდა და თაყვანისცა მას უკადრსა ლომებრ ჯანსა სდებს პატივსა ინდოთ მეფე მართ მამისა შესაგვანსა

1550. ტარიელცა თაყუანისცა მივა კოცნად სასალამოდ მეფე ყელსა აკოცებდა მართ ბაგისა დასაამოდ გაკვირვებით ეუბნების არის მისგან სათამამოდ შენ მზე ხარო შენი გაყრა არის დღისა შესაღამოდ

1551. გაეკვირვა მეფე მისსა თუალადობა სიტურფესა პირსა უჭურეტს გაკვირვებით უქებს მკლავთა სიალფესა კულავ ფრიდონცა უსალამა თაყუანი სცა მან მეფესა მას მეფესა ავთანდილის ნახვისათვის მოსწრაფესა

1552. მეფე ტარიას ქებასა დაჰკრთების დაეღონების ტარიელ ეტყუის მეფეო აწ გული შენ გემონების მიკუირს თუ ეგრე სიკეთე თქვენ ჩემი რად გეგონების რადგან ავთანდილ შენია სხვა რად ვინ მოგეწონების

1553. კულავ მეფე ჰკითხავს რა უყავთ თქვენი უღირსი ძმობილი თან რად არ გახლავსთ ეს მიკვირს სჭირს რამე დასაგმობილი შენთა წამალთა ძებნითა გულსა ლახვარი სობილი ამა ლაშქართა თავადნი ჩემგან ძეობით ხმობილი

1554. ნუ გიკვირს მისი ვერ ნახუა და დაყოვნება ხანისა მოდი და დავსხდეთ მეფეო ამოა კორდი მწვანისა კადრო მიზეზი მისისა თქუენს წინა ვერ მოტანისა ვიაჯი რასმე აწ მმართებს მოთხოვა მე ფარმანისა

1555. დასხდეს მეფენი მოადგა გარე სიმრავლე რაზმისა ტარიელს პირსა ციმციმი ათქს უნათლესი ბაზმისა ჭურეტა ახელებს მჭვრეტელთა ყოფა ქცევისა და ზმისა დაუწყო თხრობა მეფესა სიტყუისა ბრძნად ნაკაზმისა

1556. მეფეო თავი მემცრობის მე მისად მოსახსენებლად მაგრა მოსრული თქუენს წინა ვარ შემოხვეწლად ქენებლად თვით იგი იაჯს რომელიც ჩანს მზეებრ შუქთა მფენებლად ვინ არის ჩემად სინათლედ და ჩემად გამათენებლად

1557. აწ ამას გკადრებთ ორნივე ხვეწით და შემუდარებით ავთანდილ დაგვდვა წამალი მისგან თავისა დადებით დავიწყდეს რომე პატიჟნი სჭირდეს ჩვენთავე დარებით არ გაწყენ გრძელი ამბავი არს ჩუენგან მიუმხვდარებით

1558. თქუენით უყვარ ერთმანერთი ქალი მას და იგი ქალსა მით ვიგონებ საბრალოსა მტირალსა და ფერნამკრთალსა მუჴლ მოყრილი გიაჯები ნუღარ აწვევ იმათ ალსა რომე მისცე ქალი თქუენი მკლავმაგარსა გულფიქალსა

1559. ამის მეტსა არას კადრებ არ მოკლესა არცა გრძელსა ამოიღო ჴელმანდილი მოინასკუა ზედან ყელსა ადგა მუჴლნი მიუყარნა იაჯების ვითა მზრდელსა გაუკვირდა ყოვლსა კაცსა მის ამბისა მამსმენელსა

1560. რა ტარიელ მუჴლმოყრილი ნახა მეფე შეუზარდა შორს უკუდგა თაყუანისსცა ქვე მიწამდის დაუვარდა მოახსენა ჴელმწიფეო ლხინი ყოვლი გამიქარდა თქუენმან აგრე სიმდაბლემან ნახვა თქუენი ჩამადარდა

1561. ვით ეგების რაცა გწადდეს რომე კაცი არ მოგთმინდეს ანუ მშურდეს ქალი ჩემი საკუდავად და ტყვედცა გინდეს გებრძანამცა სახლით თქუენით ცრემლი არცა მაშინ მდინდეს ქალმან მისებრი ვერა ჰპოოს ცათამდისცა გაცაფრინდეს

1562. მე სიძესა ავთანდილის უკეთესსა ვჰპოვებ ვერა თვით მეფობა ჩემსა ქალსა მივეც აქვს და მას ეფერა ვარდი ახლად იფურჩნების მე ყუავილი დამებერა რადმცა ვჰკადრე შეცილება რასაც ოდენ იგი ჯერა

1563. ქალსაცა ჰკითხეთ აცნობეთ იქს თქვენსა გაგონებასა მათ ერთმანერთი უნდოდეს მეცა ღმრთით დავრთავ ნებასა მემცა ნუ ვნახავ ცოცხალი მე რასმე მათსა ვნებასა რადგან შეყარა მიზეზი რა მოაქვს დაყოვნებასა