... (W-17), XVII ს.

1622. თვით მათვე მათსა ამბავსა უამბობს არის წყლიანი ფარსადან მეფე ინდოთა იყო ჴელმწიფე სვიანი მას ესვა ქალი მნათობი მზისაცა უფრო მზიანი კბილ მარგალიტი ტანალვა ღაწუ ბადახშ ყორან თმიანი

1623. მას ქალსა და ამირბარსა ერთმანერთი შეუყვარდა ამირბარმან სიძე მოკლა ჴმა მეფესა დაუვარდა იგი ქალი პატარაი მამის დასა გაეზარდა ბუქთა მისგან მონაქროლთა ჰინდოეთი გარდაჰქარდა

1624. მამიდაი ქაჯი იყო გრძნეულობა იცის კარგა მით შემართა საშინელი მზე ჴმელეთსა დაუკარგა თვითნცა მოკუდა უბედური მართ საცოცხლოდ არად ვარგა იგი ქალი დაიკარგა ალვა მორჩი სხუაგან დარგა

1625. ცნა ამირბარმან წავიდა ლომი მის მზისა მძებნელად იგიც წაჴდა ჰინდოეთს გაჴდა მთუარე და მზე ბნელად დაიკარგნეს და პოვნაღა მათი არს აწ საგებნელად მეფემან ბრძანა ჰე ღმერთო რად ცეცხლსა მომიდებ ნელად

1626. მეფე გაშმაგდა მათისა უღონოქმნილი ძებნისა ვად შეიცვალა ჰინდოეთს ჴმა წინწილისა ებნისა ცოტასა ხანსა გავესძლო დება სახმილთა გზნებისა აწ თვითცა მოკუდა შეექნა ბოლო სრისა და ტკებნისა

1627. რა ვაჭარმან ესე სიტყუა თქუა საქმენი გააკვლადნა ქალმან მწარედ დაიკივლნა ფიცხლა თავსა მოიჴადნა ტარიელცა დაიზახნა დაფარულნი გააცხადნა ნარგისთაგან ნაწუიმარი ღუარი ადგა თოვლი გადნა

აქა ფარსადან ჴელმწიფის სიკუდილის ცნობა და დიდი ტირილი

1628. მამკალ ქალსა თავ მოჴდილსა თუ მზე ვითა ეურჩოსა სული ვარდსა დავამსგავსე თავშიშველი ყაყაჩოსა თუ ბრძენიცა მაქებარი მისი იჴმობს ვირებ ჩოსა ჰგავს თუ ტყუბი მარგალიტი ზის ბროლისა ჴარჴანჩოსა

1629. ქალი საბრალოდ მამასა სტირს ბულბულისა მსგავსია თმა გაიგლიჯა[.........................................................................] ვარდი[ .......................................................................................] მზესა[ ..........................................................................................]

1630. იხოჭს და იგლეჯს ზახილით ტირს სიტყუა ჴაფი უარე სისხლი და წყალი თვალთაგან სდის ცრემლი გარე უარე მოვჰკეო შენთვის მამაო შვილი ყოველთა უარე ვერა გმსახურე ასულმან ვერცა რა შეგაგუარე

1631. ჩემთუის ბნელქმნილო მამაო ნათელო თვალთა ჩემთაო ჩემსა რა გაცნევს ამბავსა გულისა მონაცემთაო მზეო რადღა გაქუს სინათლე რადღა ანათობ თემთაო რად არ დაიქეც ქუეყანავ რადღა ჰმართიხარ ზე მთაო

1632. ტარიელ მოსთქუამს გამზრდელო ჰაი ჰაი რა საქმე მსმენია მიკუირს თუ მზეღა რად ნათობს რად არა დაუჩენია მზე მოჰკუე ყოვლთა სულდგმულთა სოფელი აღარ შენია ღ~თსა მიმადლე შემინდევ რაცა შენ ჩემგან გწყენია

1633. მაშინ გაჰჴდეს ყველაკანი მტირალად და ცრემლთა მღურელად დიდი ხანი მოიტირეს თავისთავის გაუყრელად ავთანდილ და ფრიდონ ტირან გულსადაგად არ თუ ჭრელად მაგრა ექმნნეს სულსა მღებელ კათოლიკოს მაწყუერელად

1634. ზე ადგეს და მოაჴსენეს ჰე მნათობნო ცისა მზენო დასთმეთ გული დაიწყნარეთ ქენით რაცა მოგახსენო [....................................................................................]ფრთენო [.........................................................................................]ჩვენო

1635. მადლი უბრძანეს აწუივნეს ქუე დასხეს ზე ადგომილნი მუნვე დგეს იგი ვაჭარნი პირსა ფერ აერ კრთომილნი გაკვირვებულნი საბრალოდ მართ ვერას ვერ მიხდომილნი უბრძანეს თუ ძმაო ჩუენ იგი ვართ წაჴდომილნი

1636. კულავ უბრძანებდეს გუიამბეთ ამბავი დანარჩომია მათ მოახსენეს პატრონო ინდოეთს დიდი ომია მოსულა ხატა ლაშქარი ქალაქსა შემოსდგომია რამაზ არს ვინმე ჴელმწიფე მათად პატრონად მჯდომია

1637. ჯერთ დედოფალი ცოცხალა მკუდართაგან უფრო მკუდარია იბრძვის ლაშქარი ინდოთა თუმც იმედ გარდამწყდარია გარეთ ციხენი წაუხმან ყუელაი გარდამჴდარია მზეო შენ შუქნი მიჰფინეთ ჰაი ჰაი რა ავი დარია

1638. მუნა მყოფსა ყუელაკასა შეეკერა ჩუენცა შავი რამაზს წინა გამოვედით მისრულად ვთქუით ჩვენი თავი მეფე ჩუენი დიდი არის მათ ეწადა მისი ზავი გამოგუიშვა წადითო არა გუიყო ყოლა ავი

1639. რა ტარიელს ესე ესმა მეტად ფიცხლად აიყარა ეჯი სამდღე წასავალი ერთსა დღესა წაიარა დროშა მისი აიმართა წინა არა მოიფარა აწ ნახე თუ გოლიეთნო გული ვითა ამაგარა

ტარიელისა და მისთა ძმათაგან ინდოვეთს მისულის ამბავი