... (W-17), XVII ს.

1679. დედოფალმან ეგრე ბრძანა ობოლქურივნი მოასხენით ყუელაკაი დაამდიდრეთ საბოძვრითა აავსენით მათ უბოძა უსაზომო რომ არ ითქუმის ყოლა ენით ულოცეთო დღეგრძელობა ესე ღმერთსა შევედრენით

1680. ტარიელ თქუა დედოფალო გკადრებ ერთსა მოსახსენსა შეიწყალე რამაზ მეფე მიავალე ღმერთსა შენსა ვნახე მეტად შემებრალნეს შეუშინდა ჴრმალსა ჩუენსა ღ~თი ალხენს მოცთომილსა მონანულსა ცრემლნადენსა

1681. დედოფალმან ლმობიერად შევუნდობო ესე ბრძანა მოიყუანეს რამაზ მეფე ჴელმწიფეთა ათაყვანა ყოვლგნით კერძო მომღერალთაჴმები გაეთანისთანა ჭირთა მათგან გარდაჴდილთა ესე ლხინი შეაგუანა

1682. ოქრო თვალი მარგალიტი შვენიერი სანახავად ყოვლგან იდვის ვითა გორი მოდის ველთა მოსარწყავად ვისცა სწადდის ალაფობდის წაიღიან უკითხავად მანდატურნი არვის სცვიდის ბოლოს ვინ ჯდის ანუ თავად

1683. ავთანდილ და ფრიდონისთა სპათა ეტყუის მეფე დიდი სტუმარნი ხართ შოვებისა სირცხვილი და ნუ გაქუსთ რიდი თვითოს კაცსა თვითო ჯორი მარგალიტი ანაკიდი ესე მისცა საბოძვარსა სხვას ყუელასა ვერ დავსთულიდი

1684. ავთანდილ და ფრიდონისთვის საბოძვარსა ვინ დასთვალავს ვერ გამოსთქუამს სიმრავლესა ენა ამად თავსა კრძალავს რაცა იდვა უკეთესსა დედოფალი არ დამალავს მათ უჴმობდა მჴსნელად მათად იტყუის ღ~თიმც შეიწყალავს

1685. სრულნი ინდონი ავთანდილს და ფრიდონს ღ~თად ხადოდიან თქუენგან გუჭირს კარგი ყველაი მართ ამას მოიტყოდიან ვითა პატრონსა სჭურეტდიან რაც სწადდის მას იტყოდიან სადარბაზობლად ნიადაგ მათ წინა მოვიდოდიან

1686. ტარიელ რამაზ მეფესა უბოძვა საბოძვარია უბრძანა ხარკსა მოგუცემდი მართ ვითა შენი გვარია მან თაყუანისცა პირისა ქუე მ მიწად დამდებარია წავიდა მისი მლოცველი არ ომთა მომკვეხარია

1687. ინდოთ მეფე უბრძანებდა ასმათს მისსა შეკდომილსა რაცა შენ ქენ არ უქმნია არ გამზრდელსა არცა ზრდილსა აწ ინდოეთს სამეფოსა მეშვიდესა ერთსა წილსა ზედა დაგსუამ შენი იყოს გუმსახურებდი ტკბილი ტკბილსა

1688. ვინცა გინდა ქმრად შეირთე სამეფოსა ეპატრონე მუნიდაღმა გუმსახურებდი თავი შენი დაგუამონე ასმათ ფერჴნი გარდუკოცნა შენგან არის ჩემი ღონე მონობისა უკეთესი რამც ვიშოვნე რამც ვიქონე

1689. მოახსენა ჴელმწიფეო ვიკადრებ და ნუ გაწყრები თუ ჴმელეთი სრულად მქონდეს ვერცა[ ..................] მე მეყოფა შუქი თქვენი[ ................................................] ვერ გავსწირავ [.................................................................]

1690. კულაცა უბრძანა ტარიელ კმარს შენი ჭირთ ნახულები გვახსოვან შენი ჩვენზედა თვალნი ცრემლ ნაფახულები სჯობს მოისმინო ნათქვამი ქნა ჩემგან გაზრახულები ბოროტი სცვალო კეთილად გყვენ სპანი ჴრმალ მახულები

1691. დამორჩილდა მოახსენა ჭირთა ჟამი ერთხელია მოიყუანეს კარგი მოყმე გონიერი არ ხელია ასმათ მისცეს მიუძღვების დაუჭირა სახელია იგი კაცი გაადიდეს აქვს მეფობის სახელია

1692. ერთგან სამთავე ძმობილთა დაყვნეს ცოტანი დღენია თამაშობდიან უსახო მოუდიოდეს ძღუენია რა მარგალიტი ღარიბი რა უკეთესი ცხენია მაგრა ავთანდილს სურვილმან დაღრეჯა დააჩენია

1693. ტარიელ სცნა ამა ყმასა ცოლისათვის მოესურვა უბრძანებდა გული შენი ვიცი ამად მომემდურვა აწ ვაგლახ მენ ჭირი შენი გონებამან შვიდი თუ რვა მოგშორდები საწუთრომან ლხინი ასრე დამიშურვა

1694. [.............]ცა დაეთხოვა წავიდეო სახლსა ჩემსა [.............] დავსტკეპნიდე დარბაზსა და ამა თემსა [.............]ნებდი უხუცესი ვითა მრწემსა [..............] წყაროსათვის ვით ირემსა

1695. მასცა უბოძა ფარმანი წა სახლი მოიარეო მე ნუ გამწირავ მიახლე ადრე მობრუნდი გარეო ავთანდილს უთხრა უშენოდ რამცაღა გავიხარეო რათგან ისწრაფი ნუ გაგვა მოგელის ლომსა მთვარეო

1696. როსტანისთვის წაატანა ძღვნად ტურფები ჯუბაჩები კულავ ჭურჭელნი თლილთა თვალთა არ კოვზები არ ჩამჩები ჩემაგიერ მიუტანე წადი ნურას მეურჩები ავთანდილ თქვა არა ვიცი მე უშენოდ ვით დავრჩები

1697. ქალსა ქალმან გაუგზავნა ყაბაჩა და ერთი რიდე რომე ჩაცმა დაბურვასა ვინმც ღირს იყო მათგან კიდე ერთი თვალი წამღებელმან ვერა თქვას თუ ცუდად ვზიდე ღამე მზეებრ გაანათლოს ჩნდა სადაცა შეხედვიდე

1698. ავთანდილ შეჯდა წავიდა ტარიას გაესალამა იგი ორნივე გაყრისა დაწვნა ცეხლისა ალამა სრულად ინდონი მისტირან ცრემლმან მინდორი დალამა ავთანდილ მიჴდა არაბეთს სოფლისა მე სამსალამა