... (W-17), XVII ს.

1660. კარნი გაახუნეს გამოჩნდეს მოიხუნეს მათ კლიტენია ერთობ ფლასითა მოსილნი მათ მზეთა ზედ მჭურეტენია ტირან ორნივე ქალყმანი ვარდისა ბაღსა ტენია ზარითა თავსა იგლეჯენ ყორნის თმა ბროლსა ტენია

1661. ვითა გამზრდელსა მართებდა გაზრდილი აგრე ხელია რომე სდის ცრემლი თუალთაგან ცეცხლთაგან უფრო ცხელია თავსა იგლეჯს და იზახის ტირს მეტად გულფიცხელია გიშრისა ტევრსა მოჰფოცხუდა ბროლისა საფოცხელია

1662. რა ნახა ხასნი ვაზირნი ფლასითა დამოსილნია კულავ დაიძახნა ტარიელ უფროსნი დანაკივლნია სისხლი და ცრემლი თვალთაგან სდის და მიწყობით მილნია მოვიდეს ყელსა მოეჭუდნეს ვითა ძმანი და შვილნია

1663. დიდებულნი მოეხვივნეს მოუზრუნვეს მათ ცოლქმართა ქალი დაბნდა მამისათვის ტირილიცა ვერ შემართა ვარდსა შტონი შთამოსცუივდეს ზე ვერავინ წამომართა მაშინ კაცთა ვერ ვხედვიდი გაცინებით მოღიმართა

1664. დედოფალი გამოჭრილი მოვიდოდა მათად ნახვად უბრძანებდა რად ვინ სტირთო ესე ჰქონდა წყრომაზრ ახვად ღ~თან რისხვა მოაქცია წყალობისა გამოსახვად გუმართებს რომე მადლი მივსცეთ აღარა გვცალს სულთქმა ახვად

1665. ტარიელ ზედა მოიჭდნა მხურვალთა ცრემლთა მდენელმან იტყუის თუ ცეცხლი დამევსო ქარმან მამქროლა მე ნელმან დადუმდი სული დაიღე ჩემგან ამისმან მსმენელმან თქუენი სიცოცხლე მალხინა ღმერთმან ობოლთა მლხენელმან

1666. ქალმან დედასა შესტირნა ჰაი ჰაი რაღა ვქნა დედაო წიტელ ტუითლითა დაგაგდე აწ შაოსანსა გხედაო მამამან ტახტი დასცალა არა ზის მასსა ზედაო დედამან ცრემლნი მოსწურნა ეტყუის დადუმდი ბედაო

1667. გარდაუკოცნა პირი და ბაგეთა ვარდი თხელები ვარდსა დაუტყლეჟს ბაგეთათ გაჴდა ალვისა მთხელები დარეჯანს ეტყუის რადღა ვთქუათ სიტყუები ბედით ხელები ჩვენ ყოვლთა გვმართებს ნეტარძი ათასი არერთხელები

1668. რა გარდაჴდა მცირე ხანი ჟამი იქნა გარდასრულად დიდებულნი ეთაყუანნეს ერთობილნი ადგეს სრულად იგი მზენი მიეგებნეს მოეხვივნეს გულისგულად აკოცეს და მოიკითხეს თავისთავის თუითეულად

1669. ავთანდილ და ფრიდონ ჰკადრეს დედოფალსა მიმტკივნება ტარიელ თქუა დედოფალო გჭირს ამათი არამცნება ესენია მჴსნელნი ჩვენნი არ ჴამს სიტყუის დაყოვნება ამათგან გუაქვს ჩუენ ორთავე სიცოცხლისა მოპოვნება

1670. ადგა და ქალაქს შევიდა თუით გარდაჴდეს სრასა მათსა ერთსა ბრძანებს დედოფალი მართ სიტყუასა ვითამ ათსა ღმერთმან მოსრნა მტერნი ჩუენნი ვერ დავცემენ ყოლ შამათსა ამად შევიქ სიხარულსა მართ გულისა საკამათსა

1671. უბრძანა გლოვა გახსენით ქოსწინწილასა ჰკარითო დიდი ზათქი და ზეიმი გავიდეს ჩვენით კარითო ნახლები თქუენი ოქროსა სარტყლითა მოიკარითო იცინოდით და იმღერდით ნუ ცრემლი აწანწკარითო

ტარიელისაგან ინდოეთს მისულა და დედოფლისაგან ქორწილის ქნა

1672. დედოფალმან მათ ცოლქმართა თუითო ჴელი დაუჭირა ზედა ტახტსა მეფისასა ერთგან დასხმა გაუპირა მოიშორვეს კაეშანი გული მდედრი აქუითკირა გლოვა სცვალა სიხარულად აღარავინ აატირა

1673. დედოფალმან შეიმოსა შავი ძაძა აიხადა დიდებულთა შესამოსი მხიარული დაუმზადა ყველაკაი დამოსა და საბოძვარი უდიადა ბრძანა ჭირი დავივიწყოთ რადგან ლხინი დაგვებადა

1674. ტახტსა ზედა ერთად მსხდომი ტარიელ და ცოლი მისი ერთმანერთსა შეჰფერობდეს ქალი ყმისა შესატყუისი გონება და ანუ ენა გამოსთქმიდა მათმცა ვისი რადმცა ჰგვანდა ჴორციელი სოფელს შვილი ადამისი

1675. ტარიელს და ცოლსა მისსა მიხუდა მათი საწადელი შვიდი ტახტი საჴელმწიფო საშვებელი გაუცდელი მათ პატიჟთა დაავიწყებს ლხინი ესე აწინდელი ყოლე ლხინთა ვერ იამებს კაცი ჭირთა გარდუჴდელი

1676. თვით ორნივე ერთგან მსხდომნი ნახნეთ მზეცა ვერა სჯობდეს ბუკსა ჰკრეს და მეფედ დასვეს ქოსნი ჴმათა დაატკბობდეს მისცე კლიტე საჭურჭლეთა თავთა მათთა მიანდობდეს ესეაო მეფე ჩუენი იზახდიან ამას ჴმობდეს

1677. ავთანდილ და ფრიდონისთვის ორნი ტახტნი დაამზადნეს ზედა დასხდეს ჴელმწიფურად დიდებანი უდიადნეს ღ~თნ სხვანი ჴორციელნი მათებრნიღა რად დაბადნეს ამბობდიან ჭირთა მათთა ყუელაკასა გაუცხადნეს

1678. სმა პურობა გახარება ქნეს ჯალაბი გაადიდეს ვითარც ჴამდა ქორწილობა ლხინთა ეგრე გარდიჴდიდეს მათ ორთავე თავისთავის ძღუენსა სწორად მიართმიდეს გლახაკთათვის საბოძვარსა საჭურჭლესა ერთგან ყრიდეს