... (W-17), XVII ს.

1640. ინდოეთს ზედა წაადგა მუნ მთა და დიდი ქედია აჩნდა ლაშქარი უსახო მესაკუირველა ჰე დია ტარიელ ბრძანა მოყმენო აწ თქუენგან რა იმედია ადრე მოვიცლი ჩემთაგან ღ~თი და ჩემი ბედია

1641. იმა ლაშქართა უნახვან კულავ ჴრმალთა ჩემითა კუეთანი ერთხელ შემებნეს დავჴოცენ შევქნენ აბჯართა ფეთანი ავთანდილ ჰკადრა რად უნდა თქმანი სიტყუათა მძლეთანი მართ ვითა მტუერთა წავიხუამთ მიხუდეს ფერჴითა ცუეთანი

1642. დაეკაზმნეს საომარად გაამაყდეს გაჩაუქდეს ცხენთა შესხდეს უკეთესთა საჴედარნი ასუბუქდეს ერთმანერთსა აჯობინეს მჭურეტელთაგან არ გაუქდეს იგი ქედი ჩაიქროლეს ბუქისაცა უფრო ბუქდეს

1643. წინ მავალნი დარაჯათა მათთა ზედა გარდეკიდეს ტარიასთა გააქცივნეს მიეწივნეს ჩამოჰყრიდეს მოაგებნეს მჴარდაკრულნი მათ წინაშე მოასხმიდეს იზახდნეს ვისნი ხართო ჰკითხეს ხანსა დარეზმიდეს

1644. მათ მოახსენეს მეფეო ჩუენ ცუდად დაღორებულნი რამაზის ჴელმწიფისანი აქა დარაჯად რებულნი [..............] წადით რეგუენნო თქუენ ჩუენგან გაფიცხებულნი [............... ]თქუენსა პატრონსა მოვლენ გულითა ქებულნი

1645. უთხარით ბრძანებს ტარიელ მეფე ლაღი და ჯანია იგი ჴელმწიფე მაღალი მებრძოლთა მემაჯანია ჩვენსა ამბავსა გაცნევენ შენნივე დარაჯანია შიში ვერ გიჴსნის სიკუდილსა ცუდნიღა დაღრეჯანია

1646. ესე დიდი დამაჯნება უშმაგომან ვით გააგო ინდოეთსა ვით მოადეგ შმაგთაგანცა უფრო შმაგო აჰა მოვა იგი ცეცხლი რომე სრულად ამოგდაგო ჴრმალი ჩემი მოლესული შენს ზედა დავაბლაგო

1647. აწ დაემზადე მოპარვა მე თქუენი არა მწადიან შემები რაზმი გარდმიწყევ წინასვე გამიცხადიან პირბოზო ჩემი მორევნა რა დია გაგიქადიან მე ჩაბალახად გაჴმარნე რაცა გიმუზარადიან»

1648. დარაჯანი წავიდეს და ერთმანერთსა მიუსწრობდეს რამაზს უთხრეს ყუელაკაი დამალვასა ვერა სთმობდეს მოვიდაო ინდოთ მეფე ლაშქარნიცა კარგნი ჰყმობდეს ვინცა ვითა გარდეხვეწოს იგი ერთი ორთა სჯობდეს

1649. ინდოთა დროშა ტარიელს აქუს და ალამი უბია დროშა არაბთა მეფისა მასსა თანავე ჰყუდია არაბთა იცის ყოველთა მათი აბჯარი შუბია თვით ფრიდონ გმირი რომელმან შექნა სისხლისა გუბია

1650. ცოტაი წავლეს გმოჩნდა ხუთასი ცხენოსანანი შეტევებასა ჰლამობდეს ყმანი არაბთა თანანი ტარიელ გაწყრა ნუ იქთო მისცა სიტყვისა ნანანი მოვიდეს აჩნდეს უაბჯროდ ჰქონდეს არცათუ დანანი

1651. ცხენთა ფერჴთა მოეხვია მუჴლმოყრილი შეეხვეწა მოახსენა შეგვიბრალე მისსა ძალსა ვინცა გხუეწა უმართლე ხარ ნუ მაცოცხლებ და წამიღონ მკუდარი მე წა გული თქუენი სასაკუთრო ბედმან ასრე დამილეწა

1652. ბრძენმან ვინმე მოსწავლემან საკითხავი ესე ვპოვნე ესე არის მამაცისა მეტის მეტი სიგულოვნე ოდეს მტერსა მოერიო ნუღარ მოჰკლავ დაიყოვნე გინდეს სრული მამაცობა ესე სიტყუა დაიჴსოვნე

1653. ტარიელ მოტკბა ღმრთისაგან მსგავსად იგ წარმართულია აღარ დაგჴოცო უბრძანა ძლეული შიშმან თუ ლია წაღმავე წაგრეხს საქმესა რაცა უკუღმა სთულია ნაქმარი მრუდი ყველაი აწ ჩემგან გამართულია

1654. თაყუანი სცეს და დალოცეს ყოველთა ჴმა ერთად იერეს ღ~თსა შევედრეს ხმა მაღლად სვე მათი გააძლიერეს თავები დაჴსნეს სიკუდილსა სიცოცხლე ამის მიერეს ტარიას ჴრმალნი ვერ დაძღეს ჯერთ ჴორცი მოიმშიერეს

1655. ერთი კაცი მათ ლაშქართა მახარობლად მიუვიდა არ დაგჴოცსო შეგიწყალნა ყუელაკაი დალოცვიდა ბუკსა ჰკრეს და იხარებდეს ყველა ამას მოზრახვიდა მოვიდა იგი მოყმე რომე ერთი ბევრთა სრვიდა

1656. მათ ლომთა ჭვრეტად მოსრული მუშთარი ახლოს მჭვრეტია; რისხვისა ცეცხლი ტარიელს სიტკბოთა დაუშრეტია; მოვიდეს, ნახეს; რამაზის ლაშქარი ძლივღა ეტია, ინდოეთს ზეცით სინათლე ჩადგა მართ ვითა სვეტია.

1657. მოეგებნიან ტარიელს შორიშორ უსალამიან შიგანთა დროშა ჰინდოთა მათ იცნეს აალამიან ვერ გამოენდვნეს ინდონი თქუეს თუ ღალატსა ლამიან არ მოელოდეს ტარიელს მით ცრემლი დაილამიან

1658. ტარიელ მიდგა უყივლა მე მოველ მეფე თქუენიო თანა მყავს ჩემი მნათობი პირი ელვათა მფენიო ჩვენ მოგვცა მაღლით მაღალმან წყალობა მისი ზენიო გამოდით თქუენი სიშორე არს ჩემგან მოუთმენიო

1659. მაშინღა იცნეს ტარიელ მათგან მიდამო სრბანია სრულად მჭვრეტლითა აივსო ზღუდე და ბანისბანია ჴმამაღლად ჴმობდეს იზახდეს მოგვშორდეს სალმობანია აქამდის რისხვა მაღალმან აწ მოგუცა წყალობანია