... (W-17), XVII ს.

1603. ავთანდილ უთხრა ტარიელს ესე სიტყუები ორები მან უთხრა აგრე ნუ უბნობ შეცევ ბროლისა ყორები ახალ შეყრილსა მთვარესა მზეო რით მოეშორები ავთანდილ უთხრა მაგითა შენგან არ მოვიღორები

1604. არ დია გინდა დამაგდო წახვიდე ჩემად მზრახავად ცოლი უყუარსო გამწირა» იყო ამისად მსახავად მე დავრჩე შენი გაყრილი თავისა მე ვაგლახავად კაცსა მოყურისა გაწირვა ახ მოუხდების ახ ავად

1605. ტარიელს უგავს სიცილი ბროლისა ვარდთათ ფრქვევასა უბრძანა ვიტყვი უშენოდ შენისა უფრო მე ვასა რადგან გწადიან წამომყევ დამწამებ ნურას თნევასა ავთანდილ ბრძანებს ლაშქართა ყოვლგნით მის თანა წუევსა

1606. შეჰყარნა სპანი არაბეთს აღარა ხანსა ზმულია კაცი ოთხმოცი ათასი ყუელაი დაკაზმულია კაცსა და ცხენსა ემოსა აბჯარი ხვარაზმულია არაბთა მეფე მათითა გაყრითა ნაღველ ჭმულია

1607. ერთმანერთისა გაყრილნი ქალნი ორნივე დობილნი ერთად დად ფიცნი უებრო სიტყუისა გამონდობილნი მკერდითა მკერდსა შეკრულნი ყელისა გარდაჭდობილნი ტიროდეს მათთა მჭურეტელთა გულნიცა ესხნეს წდობილნი

1608. მთვარე ცისკრისა ნიავსა რა თანა შეესწოროსა ორნივე სწორად ნათობენ მოშორდეს მოეშოროსა არა თუ იგი მოშორდეს მართ ცამან მოაშოროსა მათად საჭვრეტლად მჭვრეტელმან ჴამს თავი იქედგოროსა

1609. მათთავე სახედ რომელსა ესენი დაუბადიან იგივე გაჰყრის სიშორე არა თუ ნებით სწადიან ვარდსა წებვენ და აპობენ სტირან და ცრემლნი ჩასდიან მათთა გამყრელთა ყუელთა სიცოცხლე არ იქადიან

1610. ნესტანჯარ იტყუის ყოლემცა არ შემოგცნებოდი მზისა გამყრელი გაყრითა აწ ასრე არ დავდნებოდი ამბავსა სცნევდი მამცნევდი წიგნითა მეუბნებოდი ვითა მე შენთუის დამწვარვარ აგრე შენ ჩემთვის ბნდებოდი

1611. თინათინ უთხრა ჰე მზეო შენთა მჭურეტელთა ლხინებო რადგან გაგწირე თუ ვითა გაყრასა მოვითმინებო ღ~თისაგან დღეთა თხოვისა ნაცულად სიკუდილი ვინებო ეგზომსა მივი რაზომსა მე ცრემლსა დავიდინებო

1612. კულავ აკოცეს ერთმანერთსა გაიყარნეს იგი ქალნი ქუე დამდგომმან წამავალსა ვერ მოსწყვიტნა ყოლა თვალნი იგი იჭურეტს უკუღმავე ედებოდეს ამით ალნი რომე მწადდეს ვერ დავსწერენ მე სიტყვანი ნაათალნი

1613. როსტან მათითა გაყრითა ხელთაგან უფრო ხელდების ათასჯერ იტყუის ვაგლახსა არ სულთქმა უერთხელდების ფიცხი სდის წყარო ცრემლისა მართ ვითა ქუაბი ცხელდების ტარიელ არის დაღრეჯით ფიფქი ნასდების თხელდების

1614. ტარიელს ვარდსა დაუტყლეჟს მეფე ხვევნით და კოცებით იტყვის თუ თქვენი სიახლე მიჩს აქამდისცა ოცებით რადგან მოგშორდი დავრჩები პატიჟთა გაასოცებით შენგან მოგვეცა სიცოცხლე შენგანვე დავიჴოცებით

1615. ტარიელ შეჯდა მეფისა გამყრელი გამომსალამე სრულად ლაშქართა სდიოდა ცრემლი მინდორთა სალამე მზე შენ გელმისო საომრად და თავი შენ მას ალამე უბრძანა თქვენთვის მტირალსა ყოლა არ მიჩნდეს სალა მე

1616. გაემართნეს წავიდეს მრავლით სპითა და ბარგითა ტარიელ ფრიდონ ავთანდილ თავითა მეტად კარგითა კაცი ორმოცი ათასი ჰყავს ცხენებითა ვარგითა მივლენ სამნივე გულითა ერთმანერთისა მარგითა

1617. სამ თვე ვლეს ღმერთსა მათებრ სხვა ნურა ნუ დაბადოსა მოეგებნიან მტერობა ვერავინ დაიქადოსა მინდორსა შიგან სადილად გარდაჴდეს უდელადოსა ვითა მართებდათ პურობდეს ღვინოსა სუმიდეს არ დოსა

ტარიელისაგან და მისთა ძმათაგან ინდოთა მეფისა სიკვდილის ცნობა

1618. ქედსა ზედა გარდამოდგა მეტად დიდი ქარავანი კაცები და საჴედრები ერთობ იყო შაოსანი გარეშემო მოეკვეცნეს უკანამო დალალანი მეფე ბრძანებს მოასხითო ჩვენ დავჰყოვნოთ აქა ხანი

1619. მოასხნეს იგი ვაჭარნი და მათი უხუცესია უბრძანეს ვინ ხართ შავითა რად ტანნი შეგიბლესია მათ მოახსენეს სით მოვალთ იქ ასრე დანაწესია ინდოეთს ნისრით მოსრულთა გუივლია გზა უგრძესია

1620. გაეხარნეს მათ ვაჭართა ჰინდოეთით მომავლობა მაგრა თავი უმეცარ ყვეს არა მისცეს ყოლე გრძნობა უცხოურად ეუბნების მათ ვერა ცნეს მათი ცნობა არ ესმოდა ინდოველთა არაბულად ყვეს უბნობა

1621. უბრძანეს გუითხარ ვაჭარნო ამბავი ინდოვეთისა მათ რქვეს ინდოეთს მოსულა რისხვა მართ ჯოჯოხეთისა დიდსა და წურილსა ყუელასა ცრემლი სდის მსგავსი წუეთისა მუნ შიგან მყოფსა ბრძენსაცა ცნობა აქვს ვითა შეთისა