... (W-17), XVII ს.

1449. ერთმანცა არა იცოდა ვერა ცნეს ტარიერისა ციხესა კარსა მიჰმართეს რიდი არ ჰქონდა მტერისა მუნ ნახეს რიყე აბჯრისა ნალეწი ჴმალთა წვერისა ათი ათასი ნობათი უსულო მსგავსი მტვერისა

1450. ციხისა მცველნი ყველაი იდვა მართ ვითა სნეული თავით ფერჴამდი დაჭრილი აბჯარი მუნ დახეული ციხისა კარნი განხმულნი კართა ნალეწი სრეული ცნეს ნაქმრად ტარიელისად თქუეს საქმე არს მისეული

1451. გზანი დახუდეს შეკაზმულნი შევიდეს და გაძურეს ჴვრელსა ნახეს მზისა შესაყრელად გამოეშვა მთვარე გველსა მუზარადი მოეჴადა შვენის აკვრა თმისა ლელსა მკერდი მკერდსა შეეწება გარდაეჭდო ყელი ყელსა

1452. ეხვეოდეს ერთმანერთსა აკოცეს და ცრემლნი ღვარნეს ამას გვანდეს ოდეს ერთგან მუშთარ ზუალ შეიყარნეს მოეგონა რომე პირველ ვითმც იგინი გაიყარნეს მაშინ დითგან ჭირნახულთა ამას იქით გაიხარნეს

1453. მათ ერთმანერთსა აკოცეს დგანან ყელ გარდაჭდობილნი კულავ შეეწებნეს ბაგეთათ ვარდნი ხშირ ხშირად პობილნი აწ ესენიცა გავიდეს შეკრბეს სამნივე ძმობილნი მას მზესა მისცეს სალამი წარდგეს მართ ვითა ჴმობილნი

1454. მზე მოეგება პირითა ტურფითა მოცინარითა აკოცა მისთა მეშველთა ლაღმან ცნობითა წყნარითა მათ მდაბლად მადლი უბრძანა სიტყუითა მით ნარნარითა ორივე ერთგან უბნობდეს ტურფითა საუბარითა

1455. ტარიელსცა უსალამეს მას ალვისა მორჩსა ვით ხეს მიულოცეს გამარჯვება ერთმანერთი მოკითხეს არა სჭირდა არ ინანეს რომ აბჯარი არ გაითხეს თავნი მათნი გაალომეს მათი მბრძოლი იშვლეს ითხეს

1456. სამასისა კაცისაგან ასსამოცი შერჩომოდა ფრიდონს უმძიმს სპათა მისთა მაგრა ცალკერძ უხაროდა მონახეს და არ აცოცხლეს რაცა მბრძოლი დარჩომოდა რომე ჰპოვეს საჭურჭლენი აწმცა თვალვა ვით ითქმოდა

1457. მოკრიფეს ჯორი აქლემი რაცა ვით პოვეს მალები სამიათასსა აჰკიდეს მარგალიტი და თვალები თვალი ყველაი დათლილი იაგუნდი და ლალები იგი მზე შესუეს კუბოსა არს მათგან განაკრძალები

1458. სამოცი კაცი დააგდეს ქაჯეთს ციხისა მცველია წამოიყუანეს იგი მზე მათიღა წაგურა ძნელია ზღვათა ქალაქსა დამართეს თუცა გზა მუნით გრძელია თქუეს ფატმან ვნახოთ მუქაფა გუაც მისი გარდუხდელია

1459. ზღვათა მეფესა წინაშე გაგზავნა მახარობელი შესთვალა მოვალ ტარიელ მტერთა მძლე მოსრვით მსპობელი ქაჯეთით მომყავს ჩემი მზე ჩემი ლახვართა მსობელი მწადიან გნახნე პატივით ვითა მამა და მშობელი

ტარიელისა და მისთა ძმათაგან ზღვათა მეფისას მისულა

1460. აწ მე მაქუს ქაჯთა ქუეყანა და მათი დანადებია მეფეო კარგი ყუელაი მე თქუენგან წამკიდებია ფატმანს უხსნია ჩემი მზე სდედებია და სდებია ამისად ნაცულად რა გიძღვნა მძულს ცუდი ნაქადებია

1461. მოდი გუნახენ გავიარდეთ ქუეყანასა შენსა ვირე სრულად ქაჯთა სამეფოსა გიძღვნი ჩემგან შეიწირე კაცნი შენნი შეაყენენ ციხე მაგრად დაიჭირე მე ვისწრაფი ვერა გნახავ შენ წამოდი ჩემ კერძ ირე

1462. თქუენ უბრძანე ჩემმაგიერ უსენს ქმარსა ფატმანისსა გამოგზავნოს იამების ნახვა მისი ჴსნილსა მისსა მისგან კიდე ინატრიდა ჭურეტასამცა სხვადღა ვისსა ვინ მზესაცა უნათლეა ასრე ვითა ბროლი ფისსა

1463. რა კაცი ტარიელისა ესტუმრა ზღვათა მფლობელსა წესია გული გაჰკრთების ამბავსა გასაკრთომელსა მისცა მადლი და დიდება ღმერთსა მართლისა მბრჭობელსა მაშინვე შეჯდა არ უნდა მისვლა სხვასაღა მხმობელსა

1464. ბარგი აჰკიდა გააგო ქმნა ქორწილისა მათისა მას მოაქუს რიცხვი ტურფათა არს სიდიადე სათისა ფატმან თან ახლავს იარეს სავალი დღისა ათისა უხარის ნახვა ლომისა და მზისა თეთრათ მნათისა

1465. შორს გაეგებნეს სამნივე დიდსა მეფესა ზღვათასა გარდახდეს მდაბლად აკოცეს გარესწყდეს ჯარსა სპათასა შეასხეს ქება ტარიელს მან მადლი გაუათასა ქალი რა ნახეს სტრფიალობს შუქსა მას ბროლ ბაკმათასა

1466. ფატმან ხათუნს მისსა მჭურეტსა ედებოდა ცეცხლი ნელი მოეხვივნეს გარდუკოცნა ჴელი ფერხი პირი ყელი იტყუის ღმერთო რა გმსახურო გამინათლდა რადგან ბნელი ვსცან სიმოკლე ბოროტისა კეთილია შენი გრძელი

1467. ქალი ფატმანს ეხვეოდა ტკბილად იტყუის არ გამწყრალი ღ~თნ გული გამინათლა გახეთქილი გაცამწკრალი აწ აგრე ვარ გავსებული წინას ვიყავ ვითა მცხრალი მზემან შუქნი შემომადგნა ვარდი ვით ვჩან არდამზრალი