... (W-17), XVII ს.

1430. სჯობს დადეგით დამალულნი თქუენ ადგილსა იდუმალსა ისი კაცნი არ იჭირვენ მგზავრსა ქალაქს შემავალსა სავაჭროდა მოვეკაზმი ვიქ საქმესა მე მუხთალსა ერთსა ჯორსა გარდავჰკიდებ მუზარადსა ჯაჭვსა ჴრმალსა

1431. სამთავე შესულა არ ვარგა თუ გვიგრძნან არს სათუები მე მარტო შევალ ვაჭრულად და კარგად შევეტყუები მალვით ჩავიცვამ აბჯარსა გავჩნდები გავეცრუები ღ~თნ ქნას უხუად ვადინო შიგნით სისხლისა რუები

1432. შიგანთა მცველთა მოვიცლი მე უნახავად ჭირისად თქუენ გარეთ კართა ეცენით ყოველნი მგზავსად გმირისად კართა გავახუამ მომართეთ კივილი გესმათ ხშირისა თვარა სხვა სჯობდეს თქუენ ბრძანეთ ვარ მრჩევლად ამა პირისად

თათბირი და გამორჩევა ტარიელისა მათაც ეს პირი დაასკუნეს

1433. ტარიელ უთხრა მე თქუენი ვცან გმირთა მეტი გმირობა თქუენსა ძალგულსა თქუენივე ჰგავს თათბირობა პირობა ვიცი გწადს ომი ფიცხელი არ ცუდი ჴრმალთა ღირობა კაციმცა მაშინ თქუენ გახლავს რა ომმან ქნას გაჭირობა

1434. მაგრა იყუენით ჩემთუისცა საქმისა რასმე რჩევითა ჴმა ესმას ჩემსა ხელმქმნელსა ზედა გარდმოდგეს მზე ვითა თქუენ ქონდეს ომი ფიცხელი უომრად მნახოს მე ვითა ესე მე შემგმობს ნუ უბნობთ სიტყვითა თქუენ სათნევითა

1435. მაგა თათბირსა ესე სჯობს ვქმნათ ჩემი მონახსენები გავიყოთ კაცი ასასი რა ღამე ჩნდეს ნათენები სამთავე სამგნით მივმართოთ ფიცხლად დავსხლიტოთ ცხენები მოგვეგებვიან ვემცრობით ჩვენ ჴრმალსა მივსცემთ მძლედ ნები

1436. ფიცხლად შევიჭრეთ შევსჯარნეთ ვერ მოგვასწრებენ კარებსა სამთაგან ერთი შევუვალთ სხვა გარეთ ვსცემდეთ გარებსა მან ერთმან შიგნით შიგანნი მივსცნეთ სისხლისა ღვარებსა ჴელი კვლა ვჴადოთ აბჯარსა მას ჩვენგან მძლედ ნაჴმარებსა

1437. ფრიდონ უთხრა შემიგნია გაგიგია ვიცი მე რა მაგა ცხენსა ჩემეულსა წამოასწრობს კართა ვერა ოდეს გიძღვენ არ ვიცოდი ქაჯეთს გვინდა ქაჯთა მზერა თვარა ყოლე არ გიძღუნიდი ჩემი გითხრა სიძუნწე რა

1438. ფრიდონ ლაღი ამხაანგობს საუბართა ესოდენთა ამაზედან გაიცინნეს მათ წყლიანთა სიტყვა ბრძენთა ერთმანეთსა ელაღობნეს ლაღობათა მათთა მშუენთა გარდაჴდეს და დაეკაზმნეს უკეთესთა შესხდეს ცხენთა

1439. კულავ ერთმანერთსა მიუგეს სიტყვები არ პირმკუახები დაასკვნეს იგი თათბირი ტარიას განაზრახები გაიყუეს კაცი ასასი ყველაი გმირთა სახები ცხენებსა შესხდეს აიღეს მათ მათი ჩაბალახები

1440. იგი ჭაბუკნი შუქითა ვნახენ მზისაცა მეტითა მათ სამთა შვიდნი მნათობნი ჰფარვენ ნათლისა სვეტითა ტარიელ შავსა ზედა ზის ტანითა მით წერწეტითა დადრიკნეს მტერნი ომითა ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა

1441. ჩემი აწ ესე ნათქვამი მათი სახე და დარია რა ზედა წვიმდეს ღრუბელნი და მთათა აღტყდეს ღვარია მოვა და ხევთა მოგრაგნის ისმის ზათქი და ზარია მაგრა რა ზღუათა შეერთვის მაშინ ეგრეცა წყნარია

1442. თუმცა ფრიდონ და ავთანდილ სიკეთე მიუწდომნია თუცა ტარიას შემბმელნი არვისგან მოსანდომნია მზე მნათობთაცა დაჰფარავს არცაღა ნათლად ჴომნია აწ იყურებდით მსმენელნო გესმნენ ფიცხელი ომნია

1443. სამთავე სამგნით გაიყვეს თვითომან თვითო კარები თანა ჰყვა კაცი ას ასი ყუელაი გმირთა დარები მას ღამით უქნეს სადარნო უცრუო ანაჩქარები გათენდა გაჩნდეს მიმართეს თავისთავ ჰქონდა ფარები

1444. პირველ ამოდ მიდიოდეს მგზავრთა რათმე მაგიერად მათ შიგანთა ვერა უგრძნეს ვერცა დახვდეს გულხმიერად [.....] შიში არა ჰქონდა ამოდ დგეს და ნებიერად მიდგეს ახლოს მუზარადნი დაიხურეს ჟამიერად

1445. ანაზდად ცხენი გაქუსლეს მათრახმან შექნა წრიალი რა ნახეს კარნი გაახვნეს ქალაქით გაჰჴდა ზრიალი სამთავე სამგნით მიმართეს თავსა მით უყვეს რიალი იკრეს ნობსა და დაბდაბსა შეიქნა ბუკთა ტკრციალი

1446. მაშინ ქაჯეთს მოიწია უსაზომო რისხვა ღმრთისა კრონოს წყრომით შემხედველმან მოიშორვა სიტკბო მზისა მათვე რისხუით გარდუბრუნდა ბორბალი და სიმგრგვლე ცისა ველი მძორთა ვერ იტევდა გადიადდა ჯარი მკვდრისა

1447. კაცსა უკრავად მოჰკლევდა ჴმა ტარიელის ხაფისა აბჯარსა ფრეწდის გაცუდდა სიმაგრე ჯავშან ქაფისა სამგნითვე კართა შესჯარნეს ჭირი არ ნახეს კაფისა რა ქალაქს შეჰჴდეს შეიქნა სიხარკე ციხეს სწრაფისა

1448. ავთანდილ და ლომი ფრიდონ შიგნით ერთად შეიყარნეს მტერნი სრულად აეწყუიდნეს სისხლი მათნი მოეღვარნეს უყივლეს და ერთმანერთი ნახეს დიდად გაეხარნეს თქუეს ტარიელ რა იქნაო მისად ჭვრეტად თვალნი არნეს