... (W-17), XVII ს.

1487. ასმათ ჰკადრა მადლი ღმერთსა ვარდნი ვნახენ არდაზრულნი ბოლოდ ასრე გააცხადნა გონებამან დაფარულნი სიკუდილიცა სიცოცხლედ მჩანს ოდეს გნახენ მხიარულნი სჯობან ყოვლთა მოყუარულთა პატრონყმანი მოყუარულნი

1488. დიდებულთა თაყვანისსცეს მოახსენეს დიდი ქება რომე დიდად გაგვახარნა კურთხეულა მისი ღმრთება ჩვენ გვიჩვენნა პირი თქვენი აღარა გვწვავს ცეცხლთა დება წყლულსა მისგან დაკოდილსა მასვე ძალუც განკურნება

1489. მოვიდეს და პირი ჴელსა დასდვეს აგრე გარდაჰკოცნეს მეფე ეტყუისძმათა თქუენთა თავნი ჩუენთუის დაიჴოცნეს იგი შვებას საუკუნო ცხადად პოვეს არ იოცნეს ერთსა მიჴუდეს საზიაროდ დიდებანი იასოცნეს

1490. თუმცა მე მათი დახოცა მტკივის და სატკივარია მაგრა მათ მიხუდა უკვდავი მუნ დიდი საჩუქვარია ესე თქვა ნელად ატირდა და წვიმა თოვლსა არია ნარგისთათ იძვრის ბორიო ვარდსა ზრავს იანვარია

აქა ქაჯეთს დაჴოცილი ფრიდონის ყმათათვის ტირილი

1491. მუნ ატირდეს ყველაკანი რა ტირილად იგი ნახეს რაცა ვისცა დაჰკლებოდა მათ ტირილით სულთქმით ახეს დადუმდეს და მოახსენეს რადგან ბრძენთა მზეებრ გსახეს თქუენთა მჭურეტთა მღერა ჰმართებს რასათუისმცა ივაგლახეს

1492. ვინ ღირსა თქუენგან ეგზომსა ტირილსა შეჭირვებასა თქუენთვის სიკვდილი დია სჯობს მიწათა ზედან რებასა კულავ ფრიდონ ჰკადრა მეფესა ნურათ იქთ გამწარებასა ღ~თიმცა მუქფად მოგიზღავს ათასსა გახარებასა

1493. მივიდეს სადა ქალაქი დიდი მულღაზანზარია წინ მოეგებნეს ყოველნი გაჴდა ზათქი და ზარია დაბდაბისა და ქოსისა ჴმა ტურფად შენათხზარია მოატყდეს მოქალაქენი დააგდეს მუნ ბაზარია

1494. შორს უარებდეს სარანგნი ჴელთა აქუს მათ აბჯარია შუკათათ მოდგნეს ვაჭარნი ყოვლგნით მჭურეტელთა ჯარია მოიჯრებოდეს ჯალაბნი სარანგთა დამსაჯარია მათად საჭურეტლად მიშვება მუნ მათგან ნააჯარია

1495. გადაჴდეს დაფრიდონისსა სრა ნახეს მოსაწონები გამოეგება მრავალი ოქროს სარტყლითა მონები ფერჴთა საფენლად ოქსინო მართ მათგან არს ნაქონები თავსა აყრიდეს ოქროსა ხვეტს ჯარი მუნ ნარონები

აქა ქორწილი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ფრიდონისაგან

1496. მათ ქალყმათათვის საჯდომი დაედგა თეთრძოწეული წითელყუითლითა თუალითა ზედა კეკლუცად ფრქვეული ავთანდილისთუის ზურმუხტი ფირუზი ერთგან რეული მოვიდეს ვნახე მჭურეტელი ჭურეტითა სულ დალეული

1497. მგოსანნი მოდგეს ისმოდეს ჴმა სიმღერისა ტკბილისა ქორწილი ქნეს და გამრავლდა ძღვნობა ლარისა ლბილისა ფრიდონის პურად კარგისა არ მასპინძლისა წბილისა ნესტანდარეჯანს უშვენის ღიმილი ჩენა კბილისა

1498. მოიღეს ძღვენი უსახო ფრიდონის არალქატისა ცხრა მარგალიტი სიდიდით მართ ვითა კვერცხი ბატისა კულავ ერთი თვალი სამსგავსო მზისა შუქმონამატისა მას წინა ღამით ძალედვის მხატვარსა ხატვა ხატისა

1499. კულავ უძღუნა თვითო ფარღული გარდასაყრელი ყელისა მრგვლად დათლილისა თუალისა იაგუნდისა მრთელისა კულავ მოაქუს ერთი ტაბაკი მძლედ საჭირავი ხელისა ავთანდილისთვის ლომისა ძღვენი ფრიდონის ქველისა

1500. იგი ტაბაკი სავსეა მარგალიტითა სხუილითა ავთანდილს უძღვნა ყუელაი არა სიტყუითა წბილითა აივსო სახლი სტვირითა და ოქსინოთა ლბილითა ტარიელ მადლი უბრძანა ლაღმან სიტყუითა ტკბილითა

1501. ფრიდონისგან უსაზომო ქორწილია დღესა რვასა ყოვლთა დღეთა მიართმიდეს უფასოსა ძღვენსა მზასა დღე და ღამე არ გასწყუედდის ჩაღანა და ჩანგი ხმასა აჰა მიხვდეს შესაფერნი ყმა ქალსა და ქალი ყმასა

1502. ტარიელ ფრიდონს უბრძანა დღეერთ სიტყუები გულისა არს გული თქუენი საჩემო უფროსი ძმისა სრულისა არ გემუქფების სიცოცხლე არცა მოცემა სულისა მე თქუენგან ვჰპოვე მოკუდავმან ჩემი წამალი წყლულისა

1503. ავთანდილისგან თქუენც იცი ჩემთვის თავისა დადება აწ მე მაქუს ნაცვლად მისისა მოჴმარებისა წადება შენ მიდი ჰკითხე რა უნდა მან ქნის ამისი ცხადება ვითა დამივსო საჴმილი ეგრე მისიცა კმა დება

1504. უთხრა ძმაო რა გარდიხდის შენგან ჩემსა ჭირნახულსა ღმერთი მოგცემს წყალობასა მისსა ზეცით შესახულსა თუ ვერა ვიქ საწადელსა შენსა შენთვის გაზრახულსა არა ვნახავ სახლსა ჩემსა არ დარბაზსა არცა ხულსა