... (W-17), XVII ს.

1505. აწ მითხარ ჩემგან რა გინდა ანუ რით მოგეხმარები ვარჩევ წავიდეთ არაბეთს იყავ ჩემიცა მარები ტკბილი სიტყუითა გავმართოთ და ჴმლითა საომარები თუ შენ შენს ცოლსა არ შეგრთავ მე ჩემსა არ ვექმარები

1506. რა ფრიდონ უთხრა ავთანდილს ტარიას მოციქულობა მას გაეცინნეს გაღიმდა შვენოდა მხიარულობა თქვა თუ მეშველი რად მინდა მჭირს არავისგან წყლულობა ჩემი მზე არცა ქაჯთა ჰყავს არცა სჭირს ლხინ ნაკლულობა

1507. ჩემი მზე ტახტსა ზედა ზის მორჭმული ღ~თისა ნებითა საკვირველი და უკადრი ლაღი არვისგან ვნებითა არცა რა უმძიმს ქაჯთაგან არცა გრძნეულთა გრძნებითა მას ზედა შველა რად მინდა რად მეჭუ რასაცა თნებითა

1508. რა მოვა ჩემთუის განგება ზეცით მოსრულნი ზენანი ღ~თი იწადებს მომივლენ გულის საჴმილთა ლხენანი მაშინღა დამხვდნენ მოკვდავსა მზისა ელვათა ფენანი უმისჟამისოდ ცუდია ჩემგან მიდამო რბენანი

1509. მიდი და ჰკადრე ტარიელს პასუხი ჩემგან თხრობილი მადლი რად უნდა მეფეო ხარ რაზომ გინდა ლმობილი ვარ მუცლითგანვე დედისა თქუენად სამონოდ შობილი ღმერთმან მუნამდის მიწა მყოს ვირ მეფე იყო ცნობილი

1510. გებრძანა შეყრა მწადიან საყუარელისა შენისა ეგე არს მსგავსი გულისა ლმობიერისა თქუენისა მუნა მე ჴმალი არ მიკვეთს არცა სივრცელე ენისა მიჯობს მოლოდნა საქმისა მის განგებისა ზენისა

1511. ესეა ჩემი საწადი და ჩემი მოსანდომარე ინდოეთს გნახო მორჭმული საჯდომთა ზედა მჯდომარე გვერდსაცავე გიჯდეს მნათობი პირი ელვათა მკრთომარე მებრძოლნი თქუენნი მოგესრნეს არვინ ჩნდეს მუნ მეომარე

1512. რა გამისრულდენ ესენი ჩემნი გულისა ნებანი მაშინღა მივალ არაბეთს მამხუდეს მის მზისა ხლებანი როდისცა სწადდეს დამივსნეს ამა ცეცხლისა დებანი სხვა თქუენგან არა არ მინდა მძულან ცუდნიღა თნებანი»

1513. რა ფრიდონ ჰკადრა ტარიელს ესე სიტყუანი ყმისანი მან ბრძანა მაგას არა ვიქ ამას არ უნდა მისანი ერთმან ჰპოვა მიზეზნი ჩემისა სულთა დგმისანი ეგრევე მანცა სამისოდ ნახნეს ძალგულნი ძმისანი

1514. ესე უთხარ ჩემაგიერ სიტყუა ჩემგან არ ნათნები მე შენისა გამზრდელისა უნახავად არ დავდგები ვეჭუ მრავალი დამეხოცოს მონა მისგან საყუარლები ვითხოვ ხოლო შენდობასა აგეთიღა მოვბრუნდები

1515. კულავცა უთხარ ამის მეტსა ჰმოციქულობ ნურას ნუო ხვალე წასლვა არ დავშალო არცა საქმე გავათუო მე არ მიზამს არაბთ მეფე რომე სიტყუა გავაცრუო ამოდ ვსთხოვო ქალი მისი შევეხვეწო შევაგუო»

1516. უამბო ფრიდონ ავთანდილს ტარიას მოციქულობა არ დადგებისო ცუდია შენგან ცდისაღა თქმულობა მას დაუმძიმდა მოედვა კულავ გულსა კუამლალმულობა ასრე ჴამს რიდი მეფეთა ყმათაგან მოკრძალულობა

1517. ავთანდილ მივა მუჴლმოყრით ტარიას შესახვეწელად ფერჴთა ეხვევის აკოცებსაღარ შეხედავს ზე წელად ეტყუის კმა რაცა შევსცოდე როსტანს წლეულად მე წელად ნუ კულავ მიქ ერთგულობისა გამტეხლად დაცამლეწელად

1518. რასაცა ლამი არ მოგცემს მას ღმრთისა სამართალია გამზრდელსა ჩემსა ვით ვჰკადრო მე საქმე სამუხთალია მე მისთვის ჴელი ვით გავსძრა ვინ ჩემთვის ფერნამკრთალია ვით მოიჴმაროს მონამან პატრონსა ზედა ჴმალია

1519. ეგე საქმე მე და ჩემსა საყუარელსა შეგუამდურვებს ვაი თუ გაწყრეს გაგულისდეს კუშტი გულსა შეაურვებს ამბავსაცა დამიძვირებს ჭურეტისათვის მამასურვებს შენდობასა ჴორციელი კაცი ვერა დამიურვებს

1520. ტარიელ უთხრა სიცილით მან მზემან შუქნაფენამან ჴელი მოჰკიდა ავთანდილს ამართა ააყენა მან მიყოო კარგი ყუელაი მომართებამან შენამან მაგრა სჯობს შენცა გალხინოს ჩემმან შენითა ლხენამან

1521. დია მძულს ცუდი მოყვრისა შიში კრძალვა და რიდობა მძულს გაუწყვედლად კუშტობა და სულმძიმობა დიდობა თუ მოყუარეა გულისა ქნას ჩემკენ მონაზიდობა თვარა მე ჩემდა იგ მისდა დია სჯობს კიდის კიდობა

1522. მე ვიცი გული საშენოდ შენისა საყუარელისა არ შეწყდების სტუმრობა შენისა მე შემყრელისა რამცარა ვჰკადრე მეფესა თხრობა რასაცა ჭრელისა ოდენ ნახვისა მათისა ნატრა მაქვს სანატრელისა

1523. ამას ოდენ მოვახსენებ მუდარით და შეპოვნებით რომე მოგცეს ქალი მისი მან მისითა მოგონებით რადგან ბოლო შეყრავეა სიშორესა ვით ეთნებით დააშვენეთ ერთმანერთი თავისთავის ნუ დასჭკნებით

1524. რა ავთანდილ ტარიასგან სცნა წასლვასა არ დაშლიდა არა ჰკადრა შეცილება საუბარსა ზედა რთვიდა ფრიდონ კაცსა დარჩეულსა სათანაოდ გარდასთვლიდა თანა წაჰყუა გაღანამცა მას თანავე გზასა ვლიდა