... (W-17), XVII ს.

1468. ზღვათა მეფე გარდაიხდის მუნ ქორწილსა მეტად დიდსა ქაჯეთიცა დაუმადლა არ გაუშვა დღესა შვიდსა უხვად გასცემს საბოძვარსა საჭურჭლესა ანაკიდსა პერპერასა დაფანტულსა ზედან სცვეთენ ვითა ჴიდსა

1469. მუნ იდვის გორი ლარისა სტავრისა ჩამთ ატლასისა ტარიელს უძღვნა გუირგუინი ვერ დანადები ფასისა იაგუნდისა მრთელისა ყვითლისა მეტად ხასისა კულავ ერთი ტახტი ოქროსი წითლისა მართ ახლითა

1470. ნესტანდარეჯანს ყაბაჩა უძღუნა შემკული თვალითა იაგუნდითა წითლითა ბადახშითა და ლალითა დასხდეს ორნივე ქალყმანი პირითა ელვა მკრთალითა მათნი ვერ მჭურეტელნი დაიწვნეს ცეცხლითა მართ ახალითა

1471. ავთანდილს და ფრიდონს უძღუნა უსაზომო დიდი ძღვენი ძვირფასისა უნაგირი უკეთესი თვითო ცხენი თვითო კაბა თვალიანი უცხო ფერთა შუქთა მფენი მოახსენეს მადლი რა ვთქვათ სვიანმცაა დავლა თქვენი

1472. ტარიელ მადლსა გარდიჴდის ტურფა სიტყუითა ენითა დიდად ვიამე მეფეო პირველ ნახვითა თქუენითა მერმე აგვავსენ მრავლითა ტურფა ფერითა ძღვენითა ვიცი შორი შორ არ ჩავლა ჩუენ თქუენი კარგად ვქენითა

1473. ზღვათა მეფე მოახსენებს ჴელმწიფეო ლომო ქუელო მოახლეთა სიცოცხლეო ვერ მჭურეტელთა შორით მკლუელო მგზავსი თქუენი რამცა მეძღვნა შვენიერო სანახველო რა მოგშორდე რა მერგების საჭვრეტელად სასურველო

1474. ტარელ ფატმანს უბრძანა მე თავი შენი მიდია დავ გული შენი ჩემზედა გარდაუხდელი დიდია აწ რაცა ქაჯთა საჭურჭლე ქაჯეთით ამიკიდია მამიცემია წაიღე არ კიდე მომიყიდია

1475. ფატმან ხათუნ თაყვანისსცა ჰკადრებს მადლსა მეტის მეტსა მემეფეო შენი ნახვა მიდებს ცეცხლსა დაუშრეტსა რა მოგშორდე რა ვიქნები მე დამაგდებ ვითა რეტსა ახ ნეტარძი მოახლეთა ვაგლახ თქუენსა ვერა მჭვრეტსა

1476. ზღვათა მეფესა ეტყუიან ორნივე შუქთა მაფენი კბილნი ბროლნი და ბაგენი სადაფთა მოსადაფენი უთქუენოდ მყოფსა არ გვინდა ნიშანნი საჩანგდაფენი მაგრა გაგვიშვენ ჟამია წავიდეთ ვართ მოსწრაფენი

1477. შენ იყავ ჩვენი მშობელი და ჩვენგან საესავიო მაგრამ ამასცა ვიაჯით გვიბოძო ერთი ნავიო მეფემან ბრძანა არა მშურს სამიწოდ თქუენად თავიო რადგან ისწრაფი რა გკადრო წა გიწინამძღვრდეს მკლავიო

1478. მეფემან ნავი ხომალდი მოჰკაზმა ზღვისა კიდესა გამოემართა ტარიელ გამყრელნი ცრემლსა ღვრიდესა თავსა იცემდეს იგლეჯდეს თმაწუერსა გაიყრიდესა ფატმანის ცრემლთა შედენით თვით ზღვაცა გაადიდესა

1479. ფატმან ავთანდილს თვალითა ტკბილითა შემხედველია ავთანდილ უთხრა მუხთალი სოფელი ეგრე მქმნელია აღარვისად მცალს უმისოდ გული ვისთვისმცა მწველია ბრძენთა თქმულია მოყუარე არ გაიშვების ძველია

1480. კულავ ფატმან ჰკადრა სამთავე სიტყვები დასათხოველი ავთანდილისგან გამოვა ქნად საქმე კარგი ყოველი ნუ მოიშორვებთ გიყუარდესთ გაფიცო ღმერთი ცხოველი რადგან გმსახურეთ რაც ვჰქენით ცოდვათ აღარას მოველი

1481. ტარიელ ბრძანა ჰე ფატმან ჩემთვის ხარ კარგის გულითა შენ გაგვინათლე სიბნელე ვსხედით შუქ დაკარგულითა ხარ ნიადაგმცა საქმითა ყოვლითა საკარგულითა ვართ ჩვენის გულით შენისა გულთანა დანერგულითა

ტარიელისაგან და ავთანდილისაგან ფრიდონისას მისვლა

1482. გამოვლნეს ზღუანი სამთავე ერთგან ძმად შენაფიცართა კულავ ამტკიცებდეს სიტყუათა მათ პირველ დანამტკიცართა შვენის მღერა და სიცილი მათ მისთა არუვიცართა ბაგეთათ შუქი შეადგის ზედან ბროლისა ფიცართა

1483. მუნით კაცი ასმათს თანა მათ გაგზავნეს მახარობლად კულავ ფრიდონის თავადთასა ნაომართა მათთა მთხრობლად [......] მოვა მოიმაღლებს მზე მნათობთა მამაგრობლად [..... ]დამზრალნი აქანამდის აწ გავხედით დაუზრობლად

1484. [..... ]შესვეს კუბოსა იარეს გზა ზღუის პირისა [......]წვილობდის უხარის მათ გარდახდომა ჭირისა [.....] სადა ქუეყანა იყო ნურადინ გმირისა [......]ბოდეს ისმოდის ჴმა სიმღერისა ხშირისა

1485. მუნ მიეგებნეს ყოველი ფრიდონის დიდებულები ასმათი სავსე ლხინითა ვის აღარ აჩნდა წყლულები ნესტანდარიჯს მოიჭდო რომე ვერ გახსნის ცულები აწ გაუსრულა ყოველი მან მისი ნაერთგულები

1486. ნესტანდარეჯან ეხვევის პირსა აკოცებს პირითა უბრძანა ჩემო ვაგლახ მე შენცა აგავსე ჭირითა აწ ღმერთმან მოგუცეს წყალობა ვცან მისი არსიძვირით ა მე გულსა შენსა ეზომსა არ ვიცი გარდვიხდი რითა