... (W-17), XVII ს.

1. ვინცა ცხენსა შარა გრძელი და[.........................] მობურთალსა მოედანი მართლად [...............] მართ აგრევე მელექსესა ლექსთა[ ....................] რა მისჭირდეს საუბარი და დაუწყოს [............]

2. მაშინღა ნახეთ მელექსე და მისი მოშ[...........................] არ შეამოკლოს ქართული არა ქნას სიტყვამცირობა რა ვეღარ მიხვდეს ქართულსა დაუწყოს[ ...................] ხელმარჯვედ სცემდეს ჩოგანსა იხმაროს დი[............]

3. მოშაირე არა ჰქვიან თუ ვინმე თქვას ერთი ორი თავი ყოლას ნუ გონია მელექსეთა კარგთა სწორი განაღა თქვას ერთი ორი უმსგავსო და შორიშორი მაგრა იტყუის ჩემი სჯობსო უცილობლობს ვითა ჯორი

4. მეორე ლექსი ცოტაი ნაწილი მოშაირეთა არ ძალუც სრულ ქმნა სიტყვათა გულისა გასაგმირეთა ვამსგავსე მშვილდი ბედითი ყმაწვილთა მონადირეთა დიდსა ვერ მოჰკვლენ ხელად აქვს ხოცა ნადირთა მცირეთა

5. მესამე ლექსი კარგია სანადიმოდ სამღერელად სააშიკოდ სალაღობოდ ამხანაგთა სათრეველად ჩვენ მათიცა გვიამების რაცა ოდენ თქვან ნათელად მოშაირე არა ჰქვიან ვერას იტყვის ვინცა გრძელად

6. [...........................................]ცუდად არ აბრკმობდეს [...........................................]ერთსა ვისმე აშიკობდეს [......................]ვნობდეს მას აქებდეს მას ამკობდეს [..............................]უნდა მისთვის ენა მუსიკობდეს

7. [.....................................................]მას ვაქებ ვინცა მიქია [...........................................................]არ თავი გამიქიქია [.................................................]ლე უწყალო ვითა ჯიქია [....................]ვრუ ქვევით ქუემორე მითქუამს მიქია

8. [.............................]პირველი და ტომი გვართა ზენათა [.............................................]საჭირო გამოსაგები ენათა [........................................]საზეო მომცემი აღმაფრენათა [....... ]ეცდების თმობათა ჰქონდა მრავალთა წყენათა

9. [...] ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიხუდებიან ენა დაშვრების მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან ვთქუვენ ხელობანი ქვენანი რომელნი ჴორცთა ხუდებიან მართ მასვე ბაძვენ თუ ოდენ არ სიძვენ შორით ბნდებიან

10. მიჯნური შმაგსა გვიქვიან არაბულითა ენითა მით რომე შმაგობს მისისა ვერ მიხდომისა წყენითა ზოგთა აქვს საღ~თო სიახლე დაშვრების აღმა ფრენითა კვლა ზოგთა ქუე უც ბუნება კეკლუცთა ზედან ფრფენითა

11. მიკვირს კაცი რად იფერებს საყვარლისა სიყვარულსა ვინცა უყვარს რად აყივნებს მისთვის მკვდარსა მისთვის წყლულსა თუ არ უყვარს რად არა სძულს რად აყივნებს რაცა სძულსა ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა გულსა

12. თუ მოყვარე მოყვრისათვის ტირს ტირილსა ემართლების სიარული მარტოობა შვენის გაჭრად დაეთვლების იგონებდეს მისგან კიდე ნურად ოდეს მოეცლების არ დააჩნდეს მიჯნურობა სჯობს თუ კაცსა იახლების

ამბავი პირველი როსტევან არაბთა მეფისა

13. იყო არაბეთს როსტევან მეფე ღმრთისაგან სვიანი მაღალი უხვი მდაბალი ლაშქარ მრავალი ყმიანი მოსამართლე და მოწყალე მორჭმული განგებიანი თვით მეომარი უებრო კვლა მოუბარი წყლიანი

14. სხვა ძე არ ესვა მეფესა მართ ოდენ მარტო ასული სოფლისა მნათი მნათობი მზისაცა დასთა დასული მან მისთა მჭურეტთა წაუღის გული გონება და სული ბრძენი ჴამს მისად მაქებრად და ენა ბევრად დასული

15. მისი სახელი თინათინ არს ესე საცოდნარია რა გაიზარდა გაივსო მზე მისგან საწუნარია მეფემან იჴმნა ვაზირნი თვით ზის ლაღი და წყნარია გვერდსა დაისხნა დაუწყო მათ ამო საუბნარია

16. უბრძანა გკითხავ საქმესა ერთგან სასაუბაროსა რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს დაამჭნაროსა იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა მზე ჩაგვისვენდა ბნელსა ვსჭვრეტთ ღამესა ჩვენ უმთვაროსა

17. მე გარდასრულვარ სიბერე მჭირს ჭირთა უფრო ძნელია დღეს არა ხვალე მოვჰკვდები სოფელი ასრე მქმნელია რაღაა იგი სინათლე რასაცა ახლავს ბნელია ჩემი მზე დავსვათ ჴელმწიფედ ვისგან მზე საწუნელია

18. ვაზირთა ჰკადრეს მეფეო რად ბრძანეთ თქვენი ბერობა ვარდი თუ გაჴმეს ეგრეცა გვმართებს აზომცა ჯერობა მისივე მეტობს ყოველსა სული და ტურფა ფერობა მთვარესა მცხრალსა ვარსკვლავმა ვითამცა ჰკადრა მტერობა

19. მაგას ნუ ბრძანებთ მეფეო ჯერ ვარდი არ დაგჭნობია თქვენი თათბირი ავიცა სხვისა კარგისა მჯობია ჴმდა განაღამცა საქნელად რაცა თქვენ გულსა გლმობია სჯობს და მას მიეც მეფობა ვისგან მზე შენაფლობია