... (W-17), XVII ს.

ტარიელისაგან და მათთა ძმათაგან ქუაბსავე მისულა და სალარო ნახვა

1525. ამ საქმესა დაფარულსა ბრძენ დიონოს გააცხადებს ღ~თი კარგსა მოავლინებს და ბოროტსა არ დაბადებს ავსა წამერთ შეამოკლებს კარგსა ხანგრძლად გააკულადებს თავსა მისსა უკეთესსა უზადო ჰყოფს არ აზადებს

1526. ფრიდონისით გაემართნეს იგი ლომნი იგი მზენი თანა მიჰყავს პირი მზისა ქალი მჭვრეტთა ამაზრზენი ჰკიდავს ბროლსა ყორნის ბოლო დაწყობილი დანათხზენი მუნ ბალახშსა აშუენებდეს სინატიფე სინაზენი

1527. იგი მზე უჯდა კუბოსა და აგრე არონინებდეს მინადირობდეს ნადირსა მუნ სისხლსა დაადინებდეს სადაცა დახვდის ქიეყანა მჭურეტელთა მოალხინებდეს მოეგებნიან სძღუნობდიან აქებდეს არ აგინებდეს

1528. მას ჰგვანდა თუმცა სამყაროს მზე უჯდა შუა მთვარეთა იარნეს დღენი მრავალნი ლაღთა ბრძნად მოუბარეთა შიგან მათ დიდთა მინდორთა ყოვლგნით კაც მიუმცვდარეთა სად ყოფილ იყო ტარიელ მიჰჴვდეს მის კლდისა არეთა

1529. ტარიელ ბრძანა მე მმართებს დღეს თქვენი მასპინძელობა მუნ მივალ სადა ყოფილ ვარ მჭირდა სადამდის ჴელობა მე რომე გიძღვნი ტურფათა აქოთ ლარისა ჭრელობა მუნ გვიმასპინძლოს ასმათმან მას უც ჴორცისა ჴმელობა

1530. მივიდეს შიგან გარდაჰჴდეს ქუაბსა მას დიდთა კლდეთასა ასმათს უც ჴორცი ირმისა იქს მასპინძლობა კვეთასა ამხანაგობდეს ლაღობდეს წასულასა მათ საქმეთასა ღ~თსა მადლობდეს შეცულასა ლხინად ჭირისა დღეთასა

1531. მოიარეს ქუაბოვანი თამაშობდეს მხიარულნი ჰპოვნეს იგი საჭურჭლენი ტარიასგან დაბეჭდულნი ვერცა ვისგან დანათვალნი ვერცა ვისგან შეგებულნი არ იტყოდეს თუ არა გვაქუსო იგ ამისთვის გულნაკლულნი

1532. უბოძა ტურფა მრავალი მათ მათი შესაფერები კულავ ფრიდონისნი აავსნა სპა ჰყუა თუ სპასალარები აივსო კაცი ყოველი მაშინ მათ თანა ნარები მაგრა ძეს რომე საჭურჭლე გვანდა კაცდაუკარები

1533. ფრიდონს უთხრა ვალი შენი ჩემგან ძნელად გარდიჴდების მაგრა თქმულა კარგის მქმნელი კაცი ბოლოდ არ წაჴდების» აწ საჭურჭლე რაზომიცა აქა ძეს და ან იდების თქუენი წაიღეთ ყუელაკაი შენ წაიღე ვითა გხვდების

1534. ფრიდონ მდაბლად თაყვანისცა ჰკადრა მადლი მეტისმეტი ვინც არა გმობს სოფელს მყოფი უჭკუო და დიდად რეტი მტერი ყოვლი ჩალად გიჩანს ვინმცა იყო ვითა კეტი ჩემი ლხინი მუნამდის ა ვირე ვიყო შენი მჭვრეტი

1535. ფრიდონ კაცნი დააბრუნნა მოსასხმელად აქლემისად სახლსა მისსა მისაღებლად მის ყუელასა საჭურჭლისად აწ მუნითგან გაემართნეს არაბეთით წავლად გზისად ავთანდილ არს გულოვანი შესაყრელად მთვარე მზისად

1536. მიხუდეს არაბთა საზღვარსა რა ვლეს მრავალნი ხანები დახუდა სოფლები ციხები ხშირ ხშირად თანისთანები მუნ შიგა მყოფსა ემოსა ტანსა ლურჯი და მწვანები ავთანდილისთვის ყუელაი ცრემლითა არს ნაბანები

1537. ავთანდილ იცნეს გაისმა ხმა მათგან სიხარულისა დაიწყეს ყოვლგნით ლაშქართა ქნა მათკენ სიარულისა თაყვანისცემდა სიმრავლე სპისა პირმხიარულისა ქალი ნახიან შვენება თქვიან არს მზისა სრულისა

1538. ტარიელ კაცი გაგზავნა წინაშე როსტან მეფესა შესთალა გკადრებ მეფეო სურვილით სიიეფესა მე მოვალ მეფე ინდოთა დარბაზსა თქუენსა სეფესა გიჩვენებ ვარდსა კოკობსა უფრჭუნელსა მოუკრეფესა

1539. მე ვით ვიმართლო თქვენს წინა შემცოდე ჩემი თავია მქონდა მე მაშინ ხელმქნილსა გული ცეცხლ შენართავია ლაშქარი ვნახე მამეცა ჭირი ჭირს დანართავია აწ ლხინით ვნახოთ მგოსანნი და ჩანგთა გამმართავია

1540. მაშინ თქუენ ჩემი გეწყინა ნახვა მიწისა შენისა ცდა შეპყრობისა ავი ჰქმენ შემოტეობა ცხენისა მე შენთა ყმათა ვაჩვენე ნიშანი რამე წყენისა დავჴოცე მონა მრავალი მსახურნი სრისა თქუენისა

1541. აწ ამად მოვალ წინაშე დავჰყარენ ჩემნი გზანია შემინდოთ რაცა შეგცოდე ქნათ გაწყრომისა კმანია ძღვენი არა მაქუს გუმოწმობენ ფრიდონ და მისნი ყმანია ოდენ ძღვნად თქუენი ავთანდილ მე თქუენთვის მომიტანია

1542. რა მიუვიდა მეფესა მახარობელი ჟამისა ვით გაეხარნეს ვერ იტყუის ენა ერთისა წამისა თინათინს ღაწუთა ემატა ელვა შუქისა სამისა ბროლსა და ლალსა აშვენებს მუნ ჩრდილი წარბწამწამისა

1543. ტაბლაკსა ჰკრეს და გაისმა სიცილი თქართქარებისა ლაშქარნი რბოდეს მი და მო ქნა სწადდა მათკენ რებისა დაიწყეს მოსხმა ცხენისა მოღება უნაგრებისა შესხდა სიმრავლე მოყმისა მკლავფიცხელ გულმაგრებისა