... (W-17), XVII ს.

1584. ქალსა შესწბა გაუკუირდა ავთანდილის გვერდსა ჯდომა ფერი ჰკრთა და გაუფიცხა შე და გამო გულმან კრთომა მეფე ეტყუის შვილო ვიცი გაქუს სირცხუილი თუ რა ზომა ბრძენთა უთქუამს სიყუარული ბოლოდ მისი არ წახდომა

1585. აწ შვილო ღმერთმან თქუენ მოგცეს ათას წელ დღეთა გრძელობა სვე სვიანობა დიდობა კულავ ჭირთა გარდუხდელობა ცამცა ნუ შეგცვლის მოგხვდების თვით მისებრ შეუცვლელობა თქუენით ჴელითა მეღირსოს მიწათა შემომყრელობა

1586. მართ მეფემან სპათა ბრძანა ავთანდილის თაყუანება ესეაო მეფე თქუენი ასრე იქნა ღმრთისა ნება დღეს ამას აქვს ტახტი ჩემი მე სიბერე ვითა სნება ჩემად სწორად მსახურებდით დაიჭირეთ ჩემი მცნება

1587. ლაშქარნი და დიდებულნი დადრკეს მდაბლად ეთაყუანნეს მოახსენეს მიწად ვექმნნეთ ვინცა მიწად მიგვიყვანნეს მორჩილქმნილნი დაგუადიდნეს ურჩნი მკუდართა დაგვაგვანნეს მტერთა მკლავნი გავაცუდნეთ გულნი ჩვენნი აგულვანნეს

1588. ტარიელცა უთხრა ქებით იმედისა გათავება ქალსა ჰკადრა შემიყრიხართ აღარა გწვავს ცეცხლთა დება ქმარი შენი ძმაა ჩემი მწადს ეგრევე თქუენი დება ორგულთა და შემცილეთა შენთა მე ვქნა გაფლიდება

ქორწილი ავთანდილისა ტარიელისა მუნვე ყოფასა შინა

1589. მას დღე ავთანდილ ჴელმწიფედ ზის და ჴელმწიფე ზენია მასთანა მჯდომსა ტარიელს შვენიან სინაზენია ნესტანჯარ ახლავს თინათინს ვინ მჭურეტთა ამაზრზენია ჰგავს თუ ცა მოდრკა ქუეყანად შეყრილან ორნი მზენია

1590. დაიწყეს მორთმა პურისა ლაშქართა მის მესავსისა ზროხა და ცხვარი დაკლული არს უმრავლესი მხავსისა შეიქნა ძღვნობა ძღვენისა მათისა შესამგავსისა მათ ყოვლთა შუქი ანათობს პირისა მზისა გავსისა

1591. იაგუნდისა ჯამები იყუის ლალისა ჭიქები კულავ უცხო ფერთა ჭურჭელთა სხდის უცხო უცხო სიქები მის ქორწილისა მაქები კაცი ბრძენთაგან იქები მჭვრეტელო გულსა ეტყოდი ნუ აიხსნები იქ ები

1592. მუტრიბნი მოდგეს ყოველგნით ისმოდის ჴმა წინწილისა შეყრით ძეს გორი ოქროსა და ბადახშისა თლილისა მსმელთათვის წყარო ღვინისა ასგან დის მსგავსი მილისა ბინდით ცისკრამდის სმა იყო გარდაჰჴდა ჟამი დილისა

1593. არა დარჩა უსაბოძვრო არ კოჭლი და არ საპყარი მოდიოდა მარგალიტი მოფანტული მონაყარი გაბედითდა წასაღებლად ატლასი და ოქრო მყარი სამ დღე იყო ინდოთ მეფე ავთანდილის ვით მაყარი

1594. ხვალისად მეფე არაბთა მასპინძლობს არ ღაფალია ტარიელს უთხრა შენი მზე საჭურეტლად სატურფალია მეფე ხარ ყოვლთა მეფეთა და ეგე დედოფალია ჴამს ყურსა გვეგდოს საყურლად ჩუენ თქუენი ნატერფალია

1595. აწ მეფეო არ ეგების ჩვენი სხდომა თქუენად სწორად საჴელმწიფო საჯდომი და სხვა დაუდგა ტახტი შორად ქუემოდ დასხნა ავთანდილ და მისი ცოლი მათად სწორად პირველ ძღვენი ტარიასთვის მოიღიან იდვის გორად

1596. არაბთა მეფე მასპინძლობს იქს ოდენ მასპინძლობასა ზოგჯერ მათ ახლავს ზოგჯერ მათ არ იჴმობს ჴელმწიფობასა გასცემს და უქებს ყოველნი უხობა იეფობასა ფრიდონ ზის ახლოს ავთანდილს ჩვეული ვით მეფობასა

1597. მეფესა ქმრითურთ პატივი ჰქონდა ინდოთა ქალისა სიყუარული და ჩუქება ვით სიძისა და სძალისა რომე სძღვნა არა ეგების თქმა არცა ნაათალისა კარგი სკიპტრა და პორფირი და გუირგუინები თუალისა

1598. კულავ უძღუნა ძღუენი ორთავე მსგავსი მათისა ბედისა ათასი თუალი ნაშობი რომანულისა დედისა კულავ მარგალიტი ათასი მართ ვითა კუერცხი ტრედისა ხუთასი ცხენი ტაიჭი სიდიდით მსგავსი ქედისა

1599. ფრიდონს უძღუნა ცხრა ტაბაკი მარგალიტი თავშედგმული ცხრა ტაიჭი ძვირფასისა უნაგრითა შეკაზმული ინდოთ მეფე თაყუანისცემს ლაღი ბრძენი არ მახმული მადლი ჰკადრა ფხიზელურად თუმცა იყო ღვინო სმული

1600. რას ვაგრძელებდე გარდაჴდეს დღენი ერთისა თუისანი თამაშობდიან არ იყუნეს ყოლე გაყრანი სმისანი ტარიელს ძღვნიან უცხონი თუალნი ლალისა ქუისანი მათ ყოვლთა მათნი ელვანი ჰფარვენ მართ ვითა მზისანი

1601. ტარიელ ჰგვანდა ვარდსა და იყვის ფიფქისა მთოელად ავთანდილ როსტანს წინაშე გაგზავნა დასათხოველად შესთვალა შენი სიახლე კმა ჩემად ლხინად ყოელად მტერთა აქუს ჩემი სამეფო ვიცი მუნ შიგან მძოველად

1602. როსტევანს ეთქუა მეფეო რად ხართ რასაცა რიდითა რაცა გიჯობდეს იქმოდით გასჭურეტდით გაიცდიდითა ავთანდილ თანა წამოგყუეს წადით ლაშქრითა დიდითა თქვენთა მტერთა და ორგულთა დაჰფრეწდით დაცასჭრიდითა