... (H-461), XVIII ს.

1431. ქვაბისა჻ პირსა჻ ასმათი჻ მარტო჻ ზის჻ არ჻ ბარგოსანი჻ შეხედნა჻ ნახა჻ ტარიელ჻ თანა჻ ჰყვა჻ ჭარმაგოსანი჻ ორნივე჻ ტურფად჻ იმღერდეს჻ ვით჻ იადონი჻ მგოსანი჻ მაშინვე჻ იცნა჻ ავარდა჻ მოშლილი჻ პერანგოსანი჻

1432. აქამდის჻ მიწყივ჻ ენახა჻ მისულა჻ ქვაბნს჻ მოტირალისა჻ აწ჻ გაუკვირდა჻ დანახვა჻ სიცილით჻ მოლიზღარისა჻ ზარ჻ აღებული჻ ავარდა჻ ცნობა჻ უც჻ ვითა჻ მთვრალისა჻ არ჻ იცის჻ ცნობა჻ ამბვისა჻ ჯერთ჻ მისგან჻ სასურვალისა჻

1433. მათ჻ რა჻ ნახეს჻ წამოჰყივლეს჻ სიცილით჻ და჻ კბილთა჻ ჩენით჻ ჰე჻ ასმათო჻ მოგუივიდა჻ მოწყალება჻ ღ~თსა჻ ზენით჻ ვპოვეთ჻ მთვარე჻ დაკარგული჻ რაცა჻ გწადდა჻ იგი჻ ვქენით჻ აწ჻ გაჰვჴედით჻ ბედისაგან჻ ცეცხლთა჻ შრეტით჻ ჭირთა჻ ლხენით჻

1434. ავთანდილ჻ ცხენსა჻ გარდაჴდა჻ ასმათის჻ მოსახვეველად჻ მიაპყრო჻ ჴელი჻ აკოცა჻ შტო჻ მოჰყვა჻ მოსარხეველი჻ ჴელთა჻ და჻ ფერჴთა჻ ეხვევის჻ არის჻ ცრემლისა჻ მფქვეველად჻ რა჻ სცანო჻ რა჻ ჰქენ჻ მიამბე჻ ვტირ჻ შენი჻ მოაჯე჻ ველად჻

1435. ავთანდილ჻ ასმათს჻ უსტარი჻ მისცა჻ მისისა჻ ზრდილისა჻ ალვისა჻ შტო჻ დამჭკნარისა჻ მთვარისა჻ ფერ჻ მიჴდილისა჻ უთხრა჻ თუ჻ ნახე჻ ნაწერი჻ მის჻ პატიჟ჻ გარდაჴდილისა჻ მზე჻ მოგვეახლა჻ მოგვეცა჻ ჩვენ჻ მოშორვება჻ ჩრდილისა჻

1436. ასმათ჻ რა჻ ნახა჻ უსტარი჻ ცნა჻ მისი჻ დანაწერობა჻ გაჰკვირდა჻ ზარმან჻ აიღო჻ ათრთოლებს჻ ვითა჻ ხელობა჻ ტერფით჻ თხემამდის჻ გაუჴდა჻ მას჻ მეტი჻ საკვირველობა჻ იტყვის჻ რა჻ მესმის჻ რა჻ ვნახე჻ არისმცა჻ ამისი჻ მრთელობა჻

1437. ავთანდილ჻ უთხრა჻ ნუ჻ გეშის჻ ეგე჻ ამბავი჻ მრთელია჻ ლხინი჻ მოგვეცა჻ მოგვშორდა჻ ყოველი჻ ჭირი჻ ძნელია჻ მზე჻ მოგვეახლა჻ უკუნი჻ ჩვენთვის჻ აღარა჻ ბნელია჻ ბოროტსა჻ სძლია჻ კეთილმან჻ არსება჻ მისი჻ გრძელია჻

1438. ინდოთ჻ მეფე჻ მხიარული჻ ასმათს჻ რასმე჻ უბრძანებდა჻ ერთმანერთსა჻ ეხვეოდეს჻ სიხარული჻ ატირებდა჻ ვარდსა჻ ზედა჻ ყორნის჻ ბოლო჻ ნამსა჻ თხელსა჻ აპკურებდა჻ კაცსა჻ ღმერთი჻ არ჻ გასწირავს჻ თუცა჻ კაცი჻ შეიგებდა჻

1439. ღმერთსა჻ მისცეს჻ დიდი჻ მადლი჻ თქვეს჻ გვიყოო჻ რაცა჻ სჯობდა჻ აწყა჻ ვცანით჻ უარესსა჻ პირი჻ მისი჻ არ჻ გაპრჭობდა჻ ინდოთ჻ მეფე჻ მხიარული჻ ჴელ჻ აპყრობით჻ ამას჻ ჴმობდა჻ ქუაბს჻ შევიდეს჻ მხიარული჻ ასმათ჻ რასმე჻ მასპინძლობდა჻

1440. ტარიელ჻ ეტყვის჻ ავთანდილს჻ ისმინე჻ სიტყვა჻ ასები჻ გიამბობ჻ რასმე჻ ამბავსა჻ მოამბვედ჻ ნუ჻ გენასები჻ მე჻ ოდეს჻ ქუაბნი჻ წაუხვენ჻ დავხოცე჻ დევთა჻ დასები჻ მას჻ აქათ჻ მათი჻ აქა჻ ძეს჻ საჭურჭლე჻ ძვირ჻ ნაფასები჻

1441. მე჻ აგრე჻ არა჻ მინახავს჻ მართ჻ ვითა჻ არა჻ მდომია჻ მოდი჻ და჻ გავხსნათ჻ შევიგნათ჻ საჭურჭლე჻ თუ჻ რა჻ ზომია჻ იამა჻ ადგეს჻ ორნივე჻ არცა჻ თუ჻ ასმათ჻ მჯდომია჻ დალეწეს჻ კარი჻ ორმოცნი჻ მათზედ჻ არ჻ ძნელი჻ ომია჻

1442. ჰპოვეს჻ საჭურჭლე჻ უსახო჻ კვლავ჻ უნახავი჻ თვალისა჻ მუნ჻ იდვა჻ რიყე჻ თვალისა჻ ჴელ჻ წმიდად჻ განათალისა჻ ჩნდის჻ მარგალიტი჻ ოდენი჻ ბურთისა჻ საბურთალისა჻ ვინცა჻ ქნას჻ რიცხვი჻ ოქროსა჻ ვერვისგან჻ დანათვალისა჻

1443. იგი჻ სახლი჻ ორმოცივე჻ შიგან჻ იყო჻ გატენილი჻ ჰპოვეს჻ ერთი჻ ზარადახჩანი჻ აბჯრისანი჻ ახლა჻ ქნილი჻ იარაღი჻ ყოვლი჻ ფერი჻ ასრე჻ იდვა჻ ვითა჻ მწნილი჻ შიგან჻ ერთი჻ კიდობანი჻ დაბეჭდილი჻ არ჻ გახსნილი჻

1444. ზედა჻ ეწერა჻ აქა჻ ძეს჻ აბჯარი჻ საკვირველიო჻ ჯაჭუ჻ მუზარადი჻ ალმასი჻ ჴმალი჻ ბასრისა჻ მჭრელიო჻ თუ჻ ქაჯნი჻ დევთა჻ შეებნენ჻ იყოს჻ იგი჻ დღე჻ ძნელიო჻ უმის჻ ჟამისოდ჻ ვინც჻ გახსნას჻ არის჻ მეფეთა჻ მკვლელიო჻

1445. კიდობანი჻ გახსნეს჻ ჰპოვეს჻ მუნ჻ აბჯარი჻ სამი჻ ტანი჻ რასამცა჻ ვით჻ შეიმოსენ჻ მეომარნი჻ სამნი჻ ყმანი჻ ჯაჭვი჻ ჴმალი჻ მუზარადი჻ საბარკული჻ მათი჻ გვანი჻ ზურმუხტისა჻ ბუდებითა჻ იყვნეს჻ ვითა჻ ლუსკუმანი჻

1446. თვითომან჻ თვითო჻ ჩაიცვეს჻ თავის჻ თავს჻ გამოსცდიდიან჻ ჯაჭუ჻ მუზარადსა჻ აბჯარსა჻ მართ჻ ვერა჻ ვერ჻ დაჰკიდიან჻ ჴმალი჻ რკინისა჻ მოჰკრიან჻ ვით჻ ბამბის჻ მკედსა჻ სჭრიდიან჻ მათ჻ უღირს჻ ყოვლად჻ ქუეყანად჻ შევატყევ჻ არ჻ გაჰყიდიან჻

1447. თქვეს჻ ესე჻ ნიშნად჻ გვეყოფის჻ ვართო჻ კარგითა჻ ბედითა჻ ღმერთმან჻ მოგვხედნა჻ თვალითა჻ ზეგარდმო჻ მონახედითა჻ აიღეს჻ იგი჻ აბჯარი჻ თავის჻ თავისა჻ ქედითა჻ თვითო჻ მათ჻ ერთი჻ საძღვნობლად჻ ფრიდონის჻ შეუკრეს჻ ღვედითა჻

1448. ოქროც჻ რამე჻ წაიტანეს჻ მარგალიტი჻ ღარიბები჻ გამოვიდეს჻ გამობეჭდეს჻ ორმოცივე჻ საჭურჭლები჻ ავთანდილ჻ თქვა჻ ამას჻ იქით჻ დავამაგრო჻ ჴმალთა჻ ნები჻ ამას჻ ღამე჻ არსად჻ წავალ჻ რა჻ გათენდეს჻ არ჻ დავდგები჻

აქა ტარიელისა და ავთანდილისაგან ფრიდონისასა წასვლა჻

1449. რა჻ გათენდა჻ გაემართნეს჻ წაიტანეს჻ ასმათ჻ თანა჻ ნურადინის჻ ქვეყანამდის჻ შეისვიან჻ მათ჻ უკანა჻ მუნ჻ ვაჭარმან჻ ოქროს჻ ფასად჻ ცხენი჻ მისცა჻ არ჻ უძღუანა჻ ავთანდილ჻ ჰყავს჻ ყოლაოზად჻ სხვამცა჻ ვინღა჻ წაიტანა჻