... (H-599), 1646 წ.

1537. ტარიელ: უთხრა: კარგსა: იქ: შენ: პატრონისა: კრძალვასა: აწ: დადეგ: იქი: ნუ: მიხვალ: იქმცა: უჩემოდ: ხალვასა: მე: მივალ: უთხრობ: მეფესა: შენგან: თავისა: მალვასა: ვეჭვ: ა: ადრე: შეგყარო: მზესა: მას: ტანად: ალვასა:

1538. მუნ: დადგა: ლომი: ავთანდილ: დაიდგა: მცირე: კარავი: ნესტანდარეჯან: მუნვე: დგას: იგია: მჭვრეტთა: მზარავი: მისთა: წამწამთა: ნიავი: ქრის: ვითა: ქარი: არ: ავი: წავიდა: მეფე: ინდოთა: მისრული: მიუპარავი:

1539. ფრიდონ: წაჰყვა: გაღანამცა: გავლეს: ველი: დიდსა: ხანსა: ცნა: მეფემან: ტარიელა: მარტო: მოვა: მოხრის: ტანსა: გარდახდა: და: თაყვანი: სცა: მას: უკადრსა: ლომებრ: ჯანსა: სდებს: პატივსა: ინდოთ: მეფეს: მართ: მამისა: შესაგვანსა:

1540. ტარიელცა: თაყვანი: სცა: მივა: კოცნად: სასალამოდ: მეფე: ყელსა: აკოცებდა: მართ: ბაგისა: დასაამოდ: გაკვირვებით: ეუბნების: არის: მისგან: სათამამოდ: შენ: მზე: ხარო: შენი: გაყრა: არის: დღისა: შესაღამოდ:

1541. გაეკვირვა: მეფე: მისსა: თვალადობა: სიტურფესა: პირსა: უჭვრეტს: გაკვირვებით: უქებს: მკლავთა: სიალფესა: კვლა: ფრიდონცა: უსალამა: თაყვანი: სცა: მან: მეფესა: მას: მეფესა: ავთანდილის: ნახვისათვის: მოსწრაფესა:

1542. მეფე: ტარიას: ქებასა: დაკრთების: დაეღონების: ტარიელ: ეტყვის: მეფეო: აწ: გული: შენ: გემონების: მიკვირს: თუ: ეგრე: სიკეთე: თქვენ: ჩემი: რად: გეგონების: რადგან: ავთანდილ: შენია: სხვა: რად: ვინ: მოგეწონების:

1543. ნუ: გიკვირს: მისი: ვერ: ნახვა: და: დაყოვნება: ხანისა: მოდი: და: დავსხდეთ: მეფეო: ამოა: კორდი: მწვანისა: გკადრო: მიზეზი: მისისა: თქვენს: წინა: ვერ: მოტანისა: ვიაჯ: რასმე: აწ: მმართებს: მოთხოვა: მე: ფარმანისა:

1544. დასხდეს: მეფენი: მოადგა: გარე: სიმრავლე: რაზმისა: ტარიელს: პირსა: ციმციმი: ათქს: უნათლესი: ბაზმისა: ჭვრეტა: ახელებს: მჭვრეტელთა: ყოფა: ქცევისა: და: ზმისა: დაუწყო: თხრობა: მეფესა: სიტყვისა: ბრძნად: ნაკაზმისა:

1545. მეფეო: თავი: მემცრობის: მე: მისად: მოსახსენებლად: მაგრა: მოსრული: თქვენს: წინა: ვარ: შემოხვეწლად: ქენებლად: თვით: იგი: იაჯს: რომელი: ჩანს: მზეებრ: შუქთა: მფენებლად: ვინ: არის: ჩემად: სინათლედ: და: ჩემად: გამათენებლად:

1546. აწ: ამას: გკადრებთ: ორნივე: ხვეწით: და: შემუდარებით: ავთანდილ: დამდვა: წამალი: მისგან: თავისა: დადებით: დავიწყდეს: რომე: პატიჟნი: სჭირდეს: ჩვენთავე: დარებით: არ: გაწყენ: გრძელი: ამბავი: არს: ჩვენგან: მიუმხვდარებით:

1547. თქვენთა: უყვარს: ერთმანერთი: ქალი: მას: და: იგი: ქალსა: მით: ვიგონებ: საბრალოსა: მტირალსა: და: ფერ: ნამკრთალსა: მუხლმოყრილი: გიაჯები: ნუღარ: აწვევ: იმათ: ალსა: რომე: მისცეთ: ქალი: შენი: მკლავმაგარსა: გულფიქალსა:

1548. ამის: მეტსა: არას: გკადრებ: არ: მოკლესა: არცა: გრძელსა: ამოიღო: ხელმანდილი: მოინასკვა: იგი: ყელსა: ადგა: მუხლნი: დაუყარა: იაჯების: ვითა: მზრდელსა: გაუკვირდა: ყოვლსა: კაცსა: მის: ამბისა: მომსმენელსა:

1549. რა: ტარიელ: მუხლმოყრილი: ნახა: მეფე: შეუზარდა: შორს: უკუდგა: თაყვანისსცა: ქვე: მიწამდის: დაუვარდა: მოახსენა: ხელმწიფეო: ლხინი: ყოვლი: გაუქარდა: თქვენმან: აგრე: სიმდაბლემან: ნახვა: თქვენი: ჩამადარდა:

1550. ვით: ეგების: რაცა: გწადდეს: რომე: კაცი: არ: მოგთმინდეს: ანუ: მშურდეს: ქალი: ჩემი: საკლავად: და: ტყვედცა: გინდეს: გებრძანამცა: სახლით: თქვენით: ცრემლი: არცა: მაშინ: მდინდეს: სხვა: მისებრი: ვერა: ჰპოვოს: ცათამდისცა: გაცაფრინდეს:

1551. მე: სიძესა: ავთანდილის: უკეთესსა: ვჰპოვებ: ვერა: თვით: მეფობა: ქალსა: ჩემსა: მივეც: აქვს: და: მას: ეფერა: ვარდი: ახლად: იფურჩნების: მე: ყვავილი: დამებერა: რამცა: ვჰკადრე: შეცილება: რასაც: ოდენ: იგი: ჯერა:

1552. თუ: შეგერთო: ერთი: მონა: თქვენთვის: არცა: მაშინ: მშურდა: ვინმცა: გკადრა: შეცილება: უშმაგომცა: ვით: მოგმდურდა: თუ: ავთანდილ: არ: მიყვარდა: ასრე: მისთვის: რად: მომსურდა: დია: ღმერთო: წინაშე: ვარ: ესე: ჩემგან: დადასტურდა:

1553. რა: ტარიელ: მეფისაგან: ესე: სიტყვა: მოისმინა: დადრკა: მდაბლად: ეთაყვანა: პირსა: ზედან: დაეფინა: კვლა: მეფემან: თაყვანისცა: წამორევლო: წადგა: წინა: ერთმანერთი: მოიმადლეს: მათ: ერთსაცა: არ: ეწყინა:

1554. ტარიელ: ფრიდონ: გაგზავნა: მის: ყმისა: მოსაყვანელად: შესთვალა: მოდი: გიბრძანებს: იგი: შენ: ვისად: საჩანლად ჭირნი: გარდახდეს: მოგაკლდა: ცრემლი: ღაწვისა: მბანელად: ნუღარ: ეშიშვი: სახმილსა: შენი: დამწველია: ნელად:

1555. ფრიდონ: შეჯდა: ავთანდილის: მახარობლად: გაექანა ოსდენ: დიდი: სიხარული: გაეხარნენ: მასმცა: განა წავიდა: და: გამოუძღვა: მოიყვანა: მოჰყვა: თანა: მაგრა: ირცხვის: მეფისაგან: შუქი: ბნელად: მოევანა:

1556. მეფე: ადგა: მოეგება: ყმა: გარდახდა: რა: მივიდა: ხელთა: ჰქონდა: ხელმანდილი: პირსა: მითა: იფარვიდა: მზე: ღრუბელსა: მოფარვოდა: ქუშდებოდა: ვარდსა: ზრვიდა: მაგრა: მისსა: შვენებასა: რამცა: ვითა: დაფარვიდა: