... (H-599), 1646 წ.

1557. მეფე: კოცნასა: ლამობდა: აღარა: ცრემლნი: სდენიან: ავთანდილ: ფერხთა: ეხვევის: შუქნი: ქვე: დაუფენიან: უბრძანა: ადეგ: ნუ: ირცხვი: შენ: ზნენი: გამოგჩენიან: რადგან: მერჩიო: ნუ: მერცხვი: გაე: რასაღა: გრცხვენიან:

1558. მოეხვია: გარდაჰკოცნა: მან: პირისა: არემარე: დამივსეო: ცეცხლი: ცხელი: მაგრა: წყალი: არე: მარე: ვინ: გიშერი: დააჯოგა: და: წამწმისა: არემა: რე: გვალე: შეგყრი: ლომო: მზესა: თავი: მისკენ: არე: მარე:

1559. მეფე: ყელსა: ეხვეოდა: მას: ლომსა: და: ვითა: გმირსა: ახლოს: უზის: ეუბნების: აკოცებს: და: უჭვრეტს: პირსა: იგი: მზეა: ხელმწიფობა: ასრე: მიხვდა: ვითა: ღირსა: მაშინღაა: ლხინი: ამო: არის: რა: გარდიხდის: კაცი: ჭირსა:

1560. ყმა: მეფესა: მოახსენებს: მიკვირს: სხვასა: რად: რას: ბრძანებ: რად: არ: გინდა: ნახვა: მზისა: ანუ: რადღა: აგვიანებ: მივეგებვი: მხიარული: სახლსა: თქვენსა: მოიყვანებ: შემოიმოს: შუქთა: მისთა: ნათლად: გარე: მოივანებ:

1561. ტარიელსცა: მოახსენა: შესხდეს: ქალსა: მიეგებნეს: მათ: სამთავე: გოლიათთა: მზისა: ფერად: ღაწვნი: ღებნეს: მიხვდეს: მათსა: საწადელსა: იგი: პოვეს: რაცა: ძებნეს: ხელი: ხადეს: ხრმალთა: მათთა: არა: ცუდად: წელთა: ებნეს:

1562. მეფემან: ქალს: უსალამა: მან: შორით: გარდახდომილმან: დაუყვნა: თვალნი: ელვამან: მისთა: ღაწვთაგან: კრთომილმან: გამოეგება: აკოცა: კუბოსა: შიგან: მჯდომილმან: დაუწყო: ქება: მეფემან: თვით: ვერას: ვერ: მიხვდომილმან:

1563. ეტყვის: მზეო: ვითა: გაქო: ნათელო: და: დარიანო: შენთვის: ხელნი: გონებანი: არა: ცუდად: არიანო: მზიანო: და: მთვარიანო: ეტლად: რაო: და: რიანო: თქვენ: საჭვრეტლად: აღარ: მინდით: არ: ვარდნო: და: არ: იანო:

1564. გაჰკვირდეს: ყოვლნი: მხედველნი: მისთა: ელვათა: ფენასა: ვით: მზემან: დაყვნა: მჭვრეტელთა: თვალნი: ნათლისა: ჩენასა: მისგან: დამწვარნი: მისცნიან: გულნი: ჭვრეტითა: ლხენასა სითცა: გამოჩნდის: იქმოდეს: ჯარნი: მუნითკენ: რბენასა:

1565. შინა: წავიდეს: ყველანი: შესხდეს: თავისა: მარებად: ჰგვანან: შვიდნივე: მნათობნი: მის: მზისა: დასადარებად: არ: მიიხდომვის: სიტურფე: არს: მათგან: მიუხვდარებად: ადრე: მივიდეს: მეფისა: სახლად: სამყოფად: არებად:

1566. შევიდეს: ნახეს: თინათინ: მჭვრეტთა: მიმცემი: ჭირისა: სკიპტროსან: პორფიროსანსა: შვენოდა: დგმა: გვირგვინისა: მისრულთა: პირსა: შეადგა: ელვა: მისისა: პირისა: შევიდა: მეფე: ინდოთა: იგი: მზე: მგზავსი: გმირისა:

1567. ტარიელ: და: ცოლმან: მისმან: ქალსა: მდაბლად: უსალამეს: მოეგებნეს: აკოცეს: და: საუბარი: დააჰამეს: იგი: სახლი: გაანათლეს: არ: ნათელი: შეაღამეს: ბროლ: ბალახში: გააღაწვეს: და: გიშერი: აწამწამეს:

1568. თინათინ: ზედა: აწვივნა: ტახტსა: მეფეთა: ზეთასა: ტარიელ: უთხრა: შენ: დაჯე: სწადიან: ბრჭესა: ბრჭეთასა: დღეს: ტახტი: შენი: შენ: გმართებს: მეტად: ყოველთა: დღეთასა: მე: ლომი: ლომთა: დაგისვა: გვერდსა: შენ: მზესა: მზეთასა:

1569. ორთავე: ხელი: მოჰკიდა: და: დასვეს: ტახტსა: თვისასა: გვერდსა: დაუსვეს: ავთანდილ: სურვილსა: მოეკლა: ვისსა: უნახავსა: და: ნახვლსა: სჯობს: ყოვლსა: სანახავისსა: ნუ: ეჭვ: მიჯნურად: მათებრსა: ნუცა: თუ: რამინს: და: ვისსა:

1570. ქალსა: შესწბა: გაუკვირდა: ავთანდილის: გვერდსა: ჯდომა: ფერი: ჰკრთა: და: გაუფიცხა: შე: და: გამო: გულმან: კრთომა: მეფე: ეტყვის: შვილო: ჩემგან: გაქვს: სირცხვილი: თუ: რა: ზომა: ბრძენთა: უთქვამს: სიყვარული: ბოლოდ: მისი: არ: წახდომა:

1571. აწ: შვილო: ღმერთმან: თქვენ: მოგცეს: ათას: წელ: დღეთა: გრძელობა: სვესვიანობა: დიდობა: კვლა: ჭირთა: გარდუხდელობა: ცამცა: ნუ: შეგცვლის: მოგხვდების: თვით: მისებრ: შეუცვლელობა: თქვენით: ხელითა: მეღირსოს: მიწათა: შემომყრელობა:

1572. მართ: მეფემან: სპათა: ბრძანა: ავთანდილის: თაყვანება: ესეაო: მეფე: თქვენი: ასრე: იქუნა: ღმრთისა: ნება: დღეს: ამას: აქვს: ტახტი: ჩემი: მე: სიბერე: ვითა: სნება: ჩემად: სწორად: მსახურებდით: დაიჭირეთ: ჩემი: მცნება:

1573. ლაშქარნი: და: დიდებულნი: დადრკეს: მდაბლად: ეთაყვანნეს: მოახსენეს: მიწად: ვექმნნეთ: ვინცა: მიწად: მიგვივანნეს: მორჩილ: ქმნილნი: დაგვადიდნეს: ურჩნი: მკვდართა: დაგვაგვანნეს: მტერთა: მკლავნი: შეაწუტნეს: გულნი: ჩვენნი: აგულვანნეს:

1574. ტარიელცა: უთხრა: ქებით: იმედისა: გათავება: ქალსა: ეტყის: შემიყრიხართ: აღარა: გწვავს: ცეცხლთა: დება: ქმარი: შენი: ძმაა: ჩემი: მწადს: ეგრევე: თქვენი: დება: ორგულთა: და: შემცილეთა: შენთა: მე: ვქნა: გაფლიდება:

ქორწილი ავთანდილისა და თინათინისა:

1575. მას: დღე: ავთანდილ: ხელმწიფედ: ზის: და: ხელმწიფე: ზენია: მასთანა: მჯდომსა: ტარიელს: შვენიან: სინაზენია: ნესტანჯარ: ახლავს: თინათინს: ვინ: მჭვრეტთა: ამაზრზენია: ჰგავს: თუ: ცა: მოდრკა: ქვეყანად: შეყრილან: ორნი: მზენია: