... (H-599), 1646 წ.

1517. ფრიდონისით: გაემართნეს: იგი: ლომნი: იგი: მზენი: თანა: მიჰყავს: პირი: მზისა: ქალი: მჭვრეტთა: ამაზრზენი: ჰკიდავს: ბროლსა: ყორნის: ბოლო: დაწყობილი: დანათხზენი: მუნ: ბალახშსა: აშვენებდეს: სინატიფე: სინაზენი:

1518. იგი: მზე: უჯდა: კუბოსა: და: აგრე: არონინებდეს: მინადირობდეს: ნადირსა: და: სისხლსა: დაადინებდეს: სადაცა: დახვდეს: ქვეყანა: მჭვრეტელთა: მოალხინებდეს: მოეგებნიან: სძღვნობდიან: აქებდეს: არ: აგინებდეს:

1519. მას: გვანდეს: თუმცა: სამყაროს: მზე: უჯდა: შუა: მთვარეთა: იარნეს: დღენი: მრავალნი: ლაღთა: ბრძნად: მოუბარეთა: შიგან: მათ: დიდთა: მინდორთა: ყოვლგნით: კაც: მიუმცვდარეთა: სად: ყოფილ: იყო: ტარიელ: მიხვდეს: მის: კლდისა: არეთა:

1520. ტარიელ: ბრძანა: მე: მმართებს: დღეს: თქვენი: მასპინძელობა: მუნ: მივალ: სადა: ყოფილ: ვარ: მჭირდა: რაზომცა: ხელობა: მუნ: გვიმასპინძლოს: ასმათმან: მას: უც: ხორცისა: ხმელობა: მე: რომე: გიძღვნი: ტურფათა: აქოთ: ლარისა: ჭრელობა:

1521. მივიდეს: შიგან: გარდახდეს: ქვაბსა: მას: დიდთა: კლდეთასა: ასმათს: უც: ხორცი: ირმისა: იქს: მასპინძლობა: კვეთასა: ამხანაგობდეს: ლაღობდეს: წასვლასა: მათ: საქმეთასა: ღმერთსა: მადლობდეს: შეცვლასა: ლხინად: ჭირისა: დღეთასა:

1522. მოიარეს: ქვაბოვანი: თამაშობდეს: მხიარულნი: პოვნეს: ერთი: ზარდახშანი: ტარიასგან: დაბეჭდულნი: არა: ვისგან: დანათვალნი: ვერცა: ვისგან: შეგებულნი: არ: იტყვიან: თუ: არა: გვაქვსო: იგ: ამისთვის: გულნაკლულნი:

1523. უბოძა: ტურფა: მრავალი: მათ: მათი: შესადარები: კვლა: ფრიდონისნი: აავსნა: სპა: ჰყვა: თუ: სპასალარები: აივსო: კაცი: ყველაი: მაშინ: მათ: თანა: ნარები: მაგრა: ძეს: რომე: საჭურჭლე: ჰგვანდა: კაცდაუკარები:

1524. ფრიდონს: უთხრა: ვალი: შენი: ჩემგან: ძნელად: გარდიხდების: მაგრა: თქმულა: “კარგის: მქმნელი: კაცი: ბოლოდ: არ: წახდების აწ: საჭურჭლე: რაზომიცა: აქა: ძეს: და: ან: იდების: შენი: იყოს: ყველაკაი: შენ: წაიღე: ვითა: გხვდების:

1525. ფრიდონ: მდაბლად: თაყვანი: სცა: ჰკადრა: მადლი: მეტისმეტი: მე: მეფეო: რად: გგონივარ: უჭკუო: და: აგრე: რეტი: მტერი: ყოვლი: ჩალად: გვიჩანს: ვინმცა: იყო: ვითა: კეტი: ჩემი: ლხინი: მუნამდის: ა: ვირე: ვიყო: შენი: მჭვრეტი:

1526. ფრიდონ: კაცნი: დააბრუნნა: მოსასხმელად: აქლემისად: სახლსა: მისსა: მისაღებლად: მის: ყველასა: საჭურჭლისად: აწ: მუნითგან: გაემართნეს: არაბეთით: წავლად: გზისად: ავთანდილ: ა: გალეული: შესაყრელად: მთვარე: მზისად:

1527. მიხვდეს: არაბთა: საზღვარსა: რა: ვლეს: მრავალნი: ხანები: დახვდა: სოფლები: ციხები: ხშირ: ხშირად: თანისთანები: მუნ: შიგა: მყოფსა: ემოსა: ტანსა: ლურჯი: და: მწვანები: ავთანდილისთვის: ყველაი: ცრემლითა: არს: ნაბანები:

1528. ავთანდილ: იცნეს: გაისმა: ხმა: მათგან: სიხარულისა დაიწყეს: ყოვლგნით: ლაშქართა: ქნა: მათკენ: სიარულისა თაყვანისსცემდა: სიმრავლე: მის: სპისა: მხიარულისა: ქალი: ნახიან: შვენება: თქვიან: არს: მზისა: სრულისა:

1529. ტარიელ: კაცი: გაგზავნა: წინაშე: როსტან: მეფესა: შესთალა: გკადრებ: მეფეო: სურვილთა: სიიეფესა: მე: მოვალ: მეფე: ინდოთა: დარბაზსა: თქვენსა: სეფესა: გიჩვენებ: ვარდსა: კოკობსა: უფრჭვნელსა: მოუკრეფესა:

1530. მაშინ: თქვენ: ჩემი: გეწყინა: ნახვა: მიწისა: შენისა: ცდა: შეპყრობისა: ავი: ქენ: შემოტეობა: ცხენისა: მე: შენთა: სპათა: ვაჩვენე: ნიშანი: რამე: წყენისა: დავხოცე: მონა: მრავალი: მსახურნი: სრისა: თქვენისა:

1531. აწ: ამად: მოვალ: წინაშე: დავყარენ: ჩემნი: გზანია: შემინდოთ: რაცა: შეგცოდე: ქნნეთ: გაწყრომისა: კმანია: ძღვენი: არა: მაქვს: გუმოწმობენ: ფრიდონ: და: მისნი: ყმანია: ოდენ: ძღვნად: თქვენი: ავთანდილ: თქვენთვისვე: მომიტანია:

1532. რა: მიუვიდა: მეფესა: მახარობელი: ჟამისა: ვით: გაეხარნეს: ვერ: იტყვის: ენა: ერთისა: წამისა: თინათინს: ღაწვთა: ემატა: ელვა: შუქისა: სამისა: ბროლსა: და: ლალსა: აშვენებს: მუნ: ჩრდილი: წარბ: წამწამისა:

1533. ტაბლაკსა: ჰკრეს: და: გაისმა: ხმა: მაშინ: თქართქარებისა: ლაშქარნი: რბოდეს: მი: და: მო: ქნა: სწადდა: მათკენ: რებისა: დაიწყეს: მოსხმა: ცხენისა: მოღება: უნაგრებისა: შესხდა: სიმრავლე: მოყმისა: მკლავ: ფიცხელ: გულ: ფიცხლებისა:

1534. მეფე: შეჯდა: გაეგებნეს: ლასქარნი: და: სრულად: სპანი: ვისცა: ესმის: მოვიდიან: მას: წინაშე: სხვაგნით: სხვანი: ყველაკაი: ღმერთსა: მადლობს: გაამაღლნეს: მათნი: ომანი: თქვეს: ბოროტსა: უმყოფოო: კეთილნია: შენთვის: მზანი:

1535. რა: ერთმანერთი: აუჩნდა: მიგებულ: მოსაგებავთა: ავთანდილ: ეტყვის: ტარიელს: სიტყვათა: დანაზებავთა: აგერა: ხედავთ: მინდორთა: მტვერითა: შენაღებავთა: ამად: მედების: სახმილი: გულსა: ეცხელა: ებავთა:

1536. ისია: ჩემი: გამზრდელი: და: თქვენდა: მოგებებულა: იქი: ვერ: მივალ: მრცხვენიან: გულსა: სახმილი: დებულა: ჩემად: არაკად: სულდგმული: კაცი: არ: გაწბილებულა: რასაცა: მიზამთ: თქვენ: იცით: ფრიდონ: თქვენადვე: ხლებულა: